კატასტროფა საქართველოს ჩემპიონატში
საქართველოს ჩემპიონათში მოთამაშეთა რაოდენობის კლებასთან დაკავშირებით
მოგესალმებით ყველას.
საქართველოს ჩემპიონატში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. საქმე იქამდე მივიდა, რომ უკანასკნელი ერთი თვის მანძილზე საქართველოს ჩემპიონატს მოთამაშე გუნდების 15 % გამოაკლდა.
შესაძლებელია ეს ყველაფერი facebook–ით დაპატიჟების შემოღების შედეგი იყოს, რადგან facebook–ით დარეგისტრირებულთა ძირითადი ნაწილი მეორედაც კი აღარ შემოდის hattrick–ში ასე რომ ავტომატურად უქმდება მათი გუნდები, თუმცა სიტუაციას საგანგაშოს ის ხდის, რომ ამჟამინდელი გუნდების რაოდენობა იმაზე უფრო ნაკლებია ვიდრე facebook–ით დაპატიჟების შემოღებამდე იყო.
გასაგებია რომ სტრატეგია ყველასთვის განკუთვნილი თამაში არაა, მაგრამ იმის დაჯერებაც ძნელია, რომ საქართველოში 1700 მოთამაშის მეტი ვერ მოიძებნა. იქნებ დროა ქართული კომუნის გაზრდის გზების ძიებისა. ყოველ შემთხვევაში საინტერესოა ამ თემაზე ქართველ მენეჯერთა აზრი.
2012-11-08 20:47:25,
320 views
Link directly to this article (HT-ML, for the forum):
[ArticleID=15962]