We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

რჩევები და ხრიკები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

თუ თქვენ გსურთ წარმატებას მიაღწიოთ ჰეთთრიკის სამყაროში, მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ სახელძღვანელო და გამოიყენოთ ფორუმი. თუმცა ყველაფერს იქიდან ვერ ისწავლით. ამ სტატიაში მოყვანილია რჩევები და ხრიკები, რომლებიც თქვენ საშუალებას მოგცემთ მიიღოთ დამატებითი ვარჯიში და ფული, შეამციროთ ტრავმები და გაიუმჯობესოთ შედეგი.

გთავაზობთ ერთ-ერთი ძალზე საინტერესო სტატიის თარგმანს ინგლისურიდან ქართულ ენაზე. მე პირადად ძალიან ბევრი ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოვაჩინე მასში.
დიდი მადლობა ამ სტატიის ავტორს Frank30-ს(11074935), რომელიც სიამოვნებით დათანხმდა ჩემს წინადადებას მეთარგმნა მისი ნაშრომი ჩვენს ენაზე.

ქვემოთ მოყვანილია ამ სტატიის უცვლელ თარგმანი:




რჩევები და ხრიკები, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

ეს სტატია მომზადდა ესპანური თანამეგობრობის(ქომუნითის) დახამრებით. (15894078.1). მე ჰეთთრიქს ვთამაშობ 2005 წლიდან, მაგრამ ამ სტატიის შედგენისას უამრავი რამე ვისწავლე. ვიმედოვნებ თქვენც აღმოაჩენთ მასში რაიმეს თვენთვის ახალს.


ფეხბურთელები და ვარჯიში.

150 წუთიანი დამატებითი ვარჯიში. მიიღეთ 150 წუთიანი დამატებითი ვარჯიში ყოველკვირეულად. იპოვეთ მოწინააღდეგე ამხანაგური მატჩისთვის თასის წესებით და ითამაშეთ მაქსიმალურად დაცვაზე ორიერტირებულებმა (მაგალითად 5-5-0), მთავარი მიზანია მიაღწიოთ ფრეს ძირითად დროში და დაინიშნოს დამატებითი დრო. მეორე ტაიმის მიწურულს - 90 წუთზე სავარჯიშო პოზიციაზე შემოიყვანეთ 3 სათადარიგო ფეხბურთელი. ასევე შეგიძლიათ განახორციელოთ ორი „პოზიციების გადანაცვლება“, ანუ საერთო ჯამში 5 ფეხბურთელს მიაღებინოთ დამატებითი 30 წუთიანი ვარჯიში.

ტრავმის მომენტალური განკურნება. დანიშნეთ თქვენი ტრავმირებული ფეხბურთელი მწვრთნელად და ის იმ წამსვე განიკურნება. გაითვალისწინეთ, რომ შეუძლებელია მწვრთნელის გაყიდვა.

თამაში ტრავმის მიღების რისკის გარეშე. თუ თქვენ გჭირდებათ ათამაშოთ თქვენი ფეხბურთელი მხოლოდ 1 წუთით, ათამაშეთ იგი მატჩის 0 და 1 წუთებს შორის, რადგან დროის ამ მონაკვეთში ფაქტიურად შეუძლებელია ტრავმის მიღება. ეს მეთოდი სასარგებლოა როცა თქვენ გჭირდებათ ათამაშოთ ფეხბურთელი მხოლოდ იმისთვის, რომ მისი დატრასფერების უფლება მიიღოთ, ან როდესაც გსურთ მიიღოთ საკომისიო ახალგაზრდული აკადემიიდან ახლად ამოყვანილი ფეხბურთელის გაყიდვიდან, ან როცა გსურთ უბრალოდ ფეხბურთელმა შეინარჩუნოს ფორმა, გამძლეობა და ა.შ.

100%-იანი ვარჯიში წითელი ბარათის მიუხედავად. ვთქვათ, თქვენ ავარჯიშებთ ნახევარდაცვას, მაშინ თვენ უდნა დააყენოთ 2 პირობითი ცვლილება:
1. „ჩემი ნახევარმცველი წითელი ბარათით“->შევიდა ნახევარმცველი, გამოვიდა თავდამსხმელი ან მცველი.
2. „ჩემი გარემარბი წითელი ბარათით “ -> შევიდა გარემარბი, გამოვიდა თავდამსხმელი ან მცველი.

აკადემიიდან ხუთშაბათს ამოყვანილი ფეხბურთელის ვარჯიში. სტანდარტულად, ეს ფეხბურთელი ვარჯიშს ვერ მიიღებდა, რადგან ამხანაგურების უმრავლესობა ტარდება ოთხშაბათობით. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში (მაგ. არგენტინაში) ამხანაგური მატჩები ტარდება ხუთშაბათობით, ეს კი თქვენს ფეხბურთელს ვარჯიშის საშუალებას აძლებს. გაითვალისწინეთ, რომ მატჩი უდნა დაინიშნოს მინიმუმ 2 დღით ადრე და აუცილებლად მოწინააღმდეგის სტადიონზე.


მატჩის დაგეგმვა.

გააოცეთ თქვენი მოწინააღმდეგე თასზე ახალი მწვრთნელით. ამ ხრიკს ის უწყობს ხელს, რომ სათასო მატჩი ტარდება ვარჯიშის განახლებაზე უფრო ადრე. თუ თქვენ აპირებთ მწვრთნელის გამოცვლას, შეცვალეთ იგი თასის მატჩამდე ცოტათი ადრე. აიყვანეთ სუსტი მწვრთნელი კარგი ლიდერობით და ისეთი ტიპის(დაცვითი, შემტევი თუ ნეიტრალური) , რომელიც ყველაზე მეტად გამოგადგებათ ამ კონკრეტულ მატჩზე. იგი თქვენ მხოლოდ 20 000 ლარი დაგიჯდებათ. თასის მატჩის შემდეგ, მაგრამ ვარჯიშის განახლებამდე აიყვანეთ ახალი, ამჯერად უფრო ძვირი (მაგალითად კარგი კარგი ლდერობით) მწვრთნელი, რომლის ყოლასაც ისურვებდით ხანგრძლივი პერიოდით. ასე თქვენ სიურპრიზს მოუწყობთ თასისა და დივიზიონის მოწინააღმდეგეებს და ვარჯიშსაც არ დაკარგავთ.

მნიშვნელოვნად გაზარდეთ თქვენი გუნდის განწყობა. სეზონის ბოლოს გადამწყვეტი მატჩის წინ, თქვენ შეგიძლიათ დაწიოთ ვარჯიშის ხარისხი, რაც გაზრდის თქვენი გუნდის განწყობას და შესაბამისად ნახევარდაცვის რეიტინგს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამას მოყვება ბევრი უარყოფითი შედეგი.

ნუ მისცემთ მოწინააღდეგეს საშუალებას გამოიცნოს თქვენი შეტევის ძლიერი ფლანგი. თუ თქვენ გყავთ მხოლოდ ერთი ძლიერი გარემარბი, თქვენ შეგიძლიათ შეუცვალოთ მას ფლანგი ტაიმებს შორის, რაც საშუალებას მოგცემთ 45 წუთი მაინც შეუტიოთ თქვენი მოწინააღმდეგის დაცვის სუსტ ფლანგს.

მიიღეთ საკუთარი კედლების უპირატესობა როდესაც დაგჭირდებათ.
ეს ხრიკი თქვენ საშუალებას მოგცემთ გამოიყენთ გაზრდილი ნახევარდაცვა, რომელსაც თქვენ განიჭევთ გასვლითი დერბი. გადახედეთ თქვენს მოწინააღმდეგეებს, გათვალეთ რამდენად გაწყობთ ითამაშოთ დერბები და შესაბამისად შეარჩიეთ რეგიონი. მაგალითად:
- თქვენ გყავთ ძალიან ძლიერი გუნდი დაბალ დივიზიონში და გსურთ დიდი ხნით დარჩეთ სათასო ასპარეზზე. დაბალ ლიგებში ყოფნისას თქვენ მოგიწევთ სათასო მატჩების უმეტესობის საკუთარ მოედანზე ჩატარება. გადაიყვანეთ თქვენი გუნდი ყველაზე მცირერიცხოვან რეგიონში, ასე თქვენ შეამცირებთ მოწინააღმდეგის მიერ დერბის უპირატესობის გამოყენების ალბათობას.
- ან დავუშვათ თქვენ ხართ მაღალ დივიზიონში. ამ შემთხვევაში თქვენ თასზე ძირითადად გასვლითი თამაშები მოგიწევთ. ამიტომ თქვენთვის უმჯობესია იყოთ მრავალრიცხოვან რეგიონში, რადგან დერბის უპირატესობის მიღების შანსი იზრდება.
- ასევე თქვენ შეგიძლიათ ლიგის მოწინააღმეგეთა ანალიზის შედეგად შაერჩიოთ რეგიონი. თუ თქვენი გუნდი შედარებით სუსტია, გირჩევნიათ თავი აარიდოთ დერბებს. ასე თქვენ შეინარჩუნებთ საშინაო მატჩების უპირატესობას. თუ თქვენი გუნდი სხვებთან შედარებით ცოტათი მაინც უფრო ძლიერია, გადადით რეგიონში, რომელსაც წარმოადგენს თქვენი მოწინააღმდეგეების უმრავლებოსა, თქვენ მიიღებთ უფრო მეტ დერბის - სახლში თქვენ ისედაც დიდი შანსი გაქვთ, გასვლაზე კი დამატებით მიიღებთ დერბის უპირატესობას.


ახალგაზრდული აკადემია.

იცოდეთ მეტი ვიდრე თქვენმა სკაუტებმა. აღმოაჩინეთ ტყუპები ttp://www.hattrick-youthclub.org/-ზე და გაიგეთ თქვენი ფეხბურთელების სკილები, რომელთა შესახებაც ჯერ არაფერი უხსენებიათ თქვენი გუნდის მწვრთნელსა თუ სკაუტებს.

დამატებითი ვარჯიშები ახალგაზრდულ აკადემიებში. როგორც კი დასრულდება თქვენი დივიზიონი, დაუყოვნებლივ გადადით ახალში და იმავე დღეს დაგენიშნებათ შემდეგი მატჩი (შესაბამისად ვარჯიში). აქედან გამომდინარე, თუ თქვენ თამაშობთ 4 გუნდიან დივიზიონებში, თვენ მიიღებთ დამატებით ვარჯიშს ყოველ მე-6 კვირა.

გამოიყვანეთ ახალგაზრდული აკადემიიდან ძირითად გუნდში ორი ახალგაზრდა ერთ კვირაში. სანამ თქვენ დახურავთ ახალგაზრდულ აკადემიას, ამიყვანეთ იქიდან ახალგაზრდა ფეხბურთელი ძირითად გუნდში. აკადემიის დახურვის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ ფეხბურთელი სკაუტთა ქსელიდან იმავე კვირაში. სკაუტთა ქსელის დონე იქნება ჩინებული, თუკი თქვენ გყავდათ 3 სკაუტი დიდი ხნის განმავლობაში (დაახლოებით 2 სეზონი)


ტრანსფერები.

გააკეთეთ ისე, რომ თქვენი ფეხბურთელი უკეთესად გამოიყურებოდეს სატრანსფერო ცხრილში. ათამაშეთ ეს ფეხბურთელი არაუმეტეს 10 წუთისა მატჩის განმავლობაში. ასე იგი მიიღებს იმაზე მეტ ვარსკვლავს, ვიდრე მიიღებდა მთლიანი მატჩის შეუცვლელად ჩატარების შემთხვევაში. შესაძლო მეტმა ვარსკვლავმა მეტი ყურადღება მიიპყროს და გამოიწვიოს ფეხბურთელის უფრო სარფიანად გაყიდვა.

განათავსეთ გასაყიდი ფეხბურთელები თქვენს პრესის განცხადებაში. ეს იმუშავებს, თუ თქვენ ცნობილი მენეჯერი ხართ, ან მაღალ დივიზიონში თამაშობთ. საუკეთესო გუნდების უმეტესობა სწორედ ასე ყიდის საკუთარ ფეხბურთელებს.

შეიძინეთ სავარჯიშო ფეხბურთელები, რომლებმაც თითქმის უკვე მიაღწიეს ძირითადი უნარის(სკილის) შემდეგ დონეს. თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩნოთ თუ ფეხბურთელი ახლოსაა უნარის მომატებასთან (სკილაფთან) ბრაუზერის სპეციალური დამატების გამოყენებით - სახელად PsicoTSI. ერთ კვირაში ეს ფეხბურთელი დასკილაპდება და შეგიძლიათ უფრო ძვირად გაყიდოთ. ფრთხილად იყავით, ზოგჯერ ეს დამატება ცდება.

ისესხეთ ფული მეგობრისგან. დააყენთა ფეხბურთელი ტრასფერზე მის რეალურ სატრანსფერო ღირებულებაზე გაცილებით იაფად. თხოვეთ თვენს მეგობარს დადოს მასზე ფსონი. ეხლა თქვენ შეგიძლიათ ეს თანხა გამოყნენოთ ახალი ფეხბურთელის შესაძენად, მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ტექნიკურად ჯერ თქვენ არ გეკუთვნით. ეს ხრიკი შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს, რადგან თქვენ წინასწარ არ იცით თუ რამდენად გაგეყიდებათ ეს ფეხბურთელი. შეიძლება მოლოდინი გაგიცრუვდეთ.

იყიდეთ იაფფასიანი მეკარე. ახალგაზრდა მეკარე უფრო იაფია ვიდრე შედარებით უფროსი. რატომღაც 19 და 20 წლის მეკარეების ფასებს შორის სხვაობა შეადგენს 20%ს. არსებობს სხვა უამრავი სატრანსფერო ხრიკი, მაგრამ ყველა მათგანის განსახილველად აქ ადგილი არ გვეყოფა.


ფორუმი.

უჯაშუშე მოწინააღმდეგეს. იმისათვის, რომ გაიგოთ თუ როგორ აპირებს თამაშს თქვენი შემდგომი მოწინააღმდეგე, დაამატეთ იგი ფორუმის მომხმარებელთა ჩანიშვნაში (Bookmark). თუ იგი გაამხალეს საკუთარ გეგმებს, თქვენ ერთ-ერთი პირველი გაიგებთ ამის შესახებ. ეს იმაზე გაცილებით ხშირად ხდება, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ.

თუ თქვენ გსურთ მიიქციოთ მეტი ყურადღება და მიიღოთ საშუალება ეთამაშოთ ამხანაგური მატჩები ვისთანაც მოგინდებათ, დაიყენეთ გოგოს ავატარი და თავი მოაჩვნეთ გოგოდ.

გამოიყენეთ დივიზიონის ფორუმი მოწინააღმდეგეებზე მანიპულირებისთვის. დაარწმუნეთ ისინი, თითქოს თქვენ არ განაღვლებთ შედეგი და უეცრად დაუყენეთ მოულოდნელი წყობა და სეზონის მატჩი. ან პირიქით, ვითომ თქვენ ყველაფერს გააკეთებთ მოსაგებად და უეცრად ითამაშეთ თავისუფლად, დაძავბის გარეშე და კონტრ-შეტევებით.

ვიმედოვნებ თქვენ სიამოვნება მიღეთ კითხვისას. არ დაგავიწყდეთ “LIKE“-ზე დაჭერა სტატიის ქვეშ. ასევე გავხსენი თემა გლობალურ(ინგლისურ ენაზე) ფორუმზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ იმსჯელოთ ჩამოთვლილზე ან დაამატოთ(ან წაიკითხოთ) ახალი ხრიკები. დააჭირეთ აქ:(15981357.1)

გისურვებთ წარმატებებს!

ავტორი Frank30



თუ გაქვთ რაიმე სახის შენიშვნა ან მოსაზრება, გსურთ დაამატოთ სხვა ხრიკი მოცემულ სიას, ან უბრალოდ იმსჯელოთ ამ თემაზე, შემოგვიერთდით ფორუმზე: (16014969.1)

2012-12-07 20:56:39, 1511 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=16375]

 
Server 070