We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

როგორ მოექცე მწვერვალზე, ბანკში დიდი ფულის გარეშე.

ეს სტატია დაწერილია ერთ ერთ გამოცდილ უცხოელ მენეჯრის მიერ, მე კი მხოლოდ მის თარგმნაში მივიღე მონაწილეობა. ნაწერი საინტერესო იქნება დამწყებ მენეჯერთათვის, ასე რომ გადაავლეთ თვალი. ორიგინალი ვერსიის ლინკი:(/Community/Press/?ArticleID=14444)

"სინამდვილეში ბევრი გზა არსებობს, თუ როგორ მიიყვანო შენი გუნდი დიდების მწვერვალამდე. წარმატებული მენეჯერების დიდ წილს (თუ არა უმრავლესობას) თუ ჰკითხავთ, გიპასუხებენ, რომ თავიდან მათ დაბალ დივიზიონში სავარჯიშო ფეხბურთელების დაყიდვით შეაგროვეს მრავალი მილიონი და შემდეგ სრულად დახარჯეს მოთამაშეთა ხელფასებზე, გუნდის მუდმივი, უწყვეტი დაწინაურებისთვის.

მართალია, ეს მიდგომა უმრავლეს შემთხვევაში მუშაობს, მაგრამ მიაქვს უამრავი დრო, არის მოსაბეზრებელი და არ არის ხანგრძლივად სიცოცხლისუნარიანი, როგორც კი დაგროვილი ფულის ლიმიტი ამოწურვას დაიწყებს. ეს სტატია ერთგვარი გზამკვლევია და მოგიყვებათ გუნდის განვითარების ერთ–ერთ ალტერნატიულ გზაზე. მენეჯერთათვის, ვისაც სურს, რომ მეტად გაერთონ და ამავე დროს დიდების მწვერვალისკენ მიმავალ კიბესაც აუყვნენ ზედა დივიზიონებში დასამკვიდრებლად.

ამ სტატიის კითხვისას, გაითვალისწინეთ, რომ სიტუაცია შეიძლება განსხვავებული იყოს იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილეობს თქვენი გუნდი, ასევე დამოკიდებულია თქვენს ცოდნაზე, თუ რა იცით ჰეთთრიქის შესახებ. ცოდნა, რომელიც ახლა მე მსურს გაგიზიაროთ, დაგროვილია წლების მანძილზე მუდმივი ექსპერიმენტების და საკუთარი გუნდის განვითარების ფონზე. თქვენ წაიკითხავთ ნაბიჯ–ნაბიჯ ახსნილ, აქამდე უკვე კარგად გამოცდილ, მიდგომას, რომელსაც თუ სწორად განახორციელებთ, თქვენს შემთხვევაშიც აუცილებლად იმუშავებს."

1. როგორ დავიწყოთ

მოკლედ, ხართ „გაჩხერილი“ ქვედა დივიზიონებში და მკითხაობთ, თუ როგორ გაქაჩოთ თქვენი გუნდი მწვერვალისკენ? კარგით, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველი მცირე გადაწყვეტილებაც კი, რომელსაც ახლა იღებთ, მომავალში გავლენას მოახდენს გუნდის განვითარებაზე. ქვედა დივიზიონებში, პრიორიტი უნდა იყოს ვარჯიში. მნიშვნელოვანია, დაიცვათ ბალანსი ვარჯიშსა და გუნდის განვითარებას შორის, სანამ ახდენთ თქვენს მიერ ნავარჯიშევი ფეხბურთელების დაყიდვის და მაქსიმალური მოგების მიღებას. გონებაში გქონდეთ, რომ რიგი ეკონომიკური მიზეზებისდაგამო ზედა დივიზიონებში ვარჯიშისგან ეფექტის მიღება გაცილებით უფრო ძნელია. ასე რომ, წარმატება დიდად იქნება დამოკიდებული რამდენად მოახერხებთ მუდმივი შემოსავლის გენერირებას, სანამ ქვედა დივიზიონში იმყოფებით და ზევით ასვლას დაიწყებთ.

ქვედა დივიზიონის ბინადართ მე ვარჯიშის ტიპად ნახევარდაცვის არჩევას ვურჩევდი, რადგან ეს ყველაზე ეფექტური ნაბიჯია მოგების სანახავად, ასევე გუნდის წინსვლისთვისაც. ამ ვარჯიშის ტიპის ერთ–ერთი უარყოფითი მხარეა, რომ შეიძლება გართულდეს პარალელურად, ჩემპიონატის და თასის ტურნირზე, თანაბრად წარმატებულად გამოსვლა, გარკვეული სავარჯიშო პოზიციის პერიოდულად „ჩაგდების“ გარეშე (ამის შესახებ ვრცლად ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ). როგორც წესებშია აღნიშნული, კვირის განმავლობაში შეგიძლიათ 6 ფეხბურთელი სრული დატვირთვის ავარჯიშოთ (ყველა ინერ–ნახევარმცველი), ხოლო 4 მოთამაშე ვარჯიშის ნახევარ ეფექტს მიიღებს (ფრთაზე მოთამაშენი ნახევარმცველები). ეს იმას ნიშნავს რომ, მაქსიმალური რაოდენობა ფეხბურთელების სავარჯიშოდ საჭიროა ტაქტიკის ისეთი ფორმაციის არჩევა, სადაც 5 ნახევარმცველით მოგიწევთ თამაში. ანუ კიდევ უფრო რომ დავკონკრეტდეთ: ლიგის თამაშის დროს 3 ინერს და 2 ფლანგის ნახევარმცველს ავარჯიშებთ, ხოლო სხვა ინერის სამეულს და 2 ფლანგელს შუა კვირაში – თასი/ამხანაგური თამაშისას.

მე გთავაზობთ, ვისაც ლიგის თამაშებში ათამაშებთ, იმ ინერების სამეულად დაიგულოთ ის ხალხი, ვისაც თქვენი გუნდის ძირითად მოთამაშეებად დატოვებას აპირებთ და შესაბამისად არასდროს დააყენებთ ტრანსფერზე. იყიდეთ 17 ან 18 წლის ნორმალური (6) ან კარგი (7) ფლეიმეიკერი, ვისაც სხვა „გვერდითი“ სკილებიც ასე თუ ისე განვითარებული ექნებათ (მაგ. არასაკმარისი (5) ან ნორმალური (6) პასი/დაცვით), ასევე რაიმე სასარგებლო სპეციალობოთ (მაგ. ტექნიკური, ძლიერი, გამოუცნობი). თუკი მოახერხებთ, უკეთესი იქენბა ისეთი მოთამაშის ყიდვა, ვისაც U20 ნაკრებში მოხვედრის პოტენციალი გააჩნია. მაგრამ გონებაში გქონდეთ, რომ ასეთი მოთამაშე გაცილებით ძვირი ეღირება და შეიძლება იმ მოთხოვნების დამორჩილებაც მოგიწიოთ, რაც U20 ნაკრების მწვრთნელ/სკაუტებს გააჩნიათ. მნიშვნელოვანია, რომ ეს სამეული იმ ქვეყნიდან იყოს, სადაც თქვენი გუნდი თამაშობს, რადგან მომავალში ეს ეკონომიკურ სარგებელს მოგცემთ (მათი ხელფასი ნაკლებია).

ხოლო შუა კვირაში სათამაშო ინერების მეორე სამეულის თვითღირებულება თავიდან შეიძლება გაცილებით ნაკლებიც იყოს და მათი როლი მხოლოდ თქვენი გუნდისთვის ფინანსური მოგების მოტანა იყოს. სინამდვილეში თქვენ მათ ინარჩუნებთ მხოლოდ მანამ, სანამ ისინი თავიანთ ნახევარდაცვის სკილს არ განავითარებენ 2–4 დონით (შეგიძლიათ გვერდითი სკილიც განუვითაროთ, თუ პერიოდულად აპირებთ პასის, ან დაცვის ვარჯიშის გამოყენებას). შემდეგ კი თქვენ მათ გაყიდით და სხვა ახალი მოთამაშეებით ჩაანაცვლებთ, შედარებით ნაკლები სკილით.

აქ არ არის რაიმე წესი, თუ რა სიხშირით და რამდენი სკილის მატების შემდეგ უნდა გაყიდოთ ეს მოთამაშენი, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მომენტზე, თუ რა სიტუაციაა ბაზარზე, რომელიც მუდმივად იცვლება. შენ უბრალოდ პერიოდულად უნდა გაყიდო ეს სამეული ისე, რომ მიიღო უფრო მეტი თანხა, ვიდრე თავის დროზე თავად გადაიხადე მათში და იმეორო ეს ოპერაცია მუდმივად, სანამ ზედა დივიზიონებში დაწინაურებას არ გადაწყვეტ, ისევე როგორც თასის ტურნირზე უფრო შორ რაუნდებში გასვლას. და რაც მთავარია – არ დაგავიწყდეთ კარგი მწვრთნელის დაქირავება.

ფლანგელების შემთხვევაში სიტუაცია უფრო საფრთხილოა. მათი ვარჯიშის ნაკლებ ეფექტურობის გამო ძნელია მოგების მიღება, მაგრამ რიგ შემთხვევებში მაინც შესაძლებელი. მე გირჩევთ, ამ პოზიციის მოთამაშეები იმავე ლოგიკით გამოიყენოთ, ანუ ლიგის თამაშში მონაწილენი შენს ძირითად ფლანგელებად აქციო, ხოლო შუა კვირის მატჩებში მონაწილენი მხოლოდ მოგების მომტანებად. სხვა ალტერნატიული გზაა მცველები ან თავდამსხმელები დააყენოთ ამ პოზიციაზე (კარგი ვარიანტია ტექნიკური ფორვარდი, მაღალი პასის სკილით), რადგან მათაც შეუძლიათ სარგებლის მიღება, ნახევარდაცვის უნარის მატებით.

2. გუნდის და შესაბამისად შედეგების გაუმჯობესება

როცა კი თქვენი ვარჯიშის სისტემა ჩამოყალიბდება, უნდა დააკვირდეთ სიტუაციას და მოახდინოთ მუდმივად თქვენი შემადგენლობის კორექტირება. პირველი გუნდის ინერები იმატებენ ნახევარდაცვას, გამოცდილებას და ერთგულების ბონუსს, როცა შუა კვირის ინერები მოდიან და მიდიან, თქვენი გუნდისთვის მოგების გენერირებისთვის. ეს მოგება უნდა დაიხარჯოს იმის მიხედვით, თუ რა გსურთ კონკრეტულ მომენტში. სიტყვაზე თუ გსურთ გააუმჯობესოთ თქვენი შეტევითი თუ დაცვითი რგოლები, ჩაანაცვლოთ შესაბამისად ფორვარდები თუ მცველები უკეთესი ფეხბურთელებით. თუ თქვენი სტადიონი ივსება ყოველ თამაშზე, იქნებ დროა მისი მოცულობის გაზრდის.

წესი რაც არის, არ უნდა შეინახოთ ფული, თუ ამისთვის რაიმე კონკრეტული მიზეზი არ გაგაჩნიათ. შეიტანეთ შესწორებები იმ სიხშირით, რომ დარწმუნებული იყოთ, რომ ვითარდებით და ინარჩუნებთ უპირატესობას თქვენს თანალიგელებთან მიმართებაში. ეს იყო ჩემი წესი წლების განმავლობაში, რადგან საკმაოდ მოუთმენელი მენეჯერი ვარ. არასდორს შემინახავს 6 მილიონ ევროზე მეტი ბანკში ერთ კვირაზე მეტხანს. აღნიშნული ეტაპის გავლა წაიღებს სულ მცირე რამოდენიმე სეზონს და თქვენ უნდა გაგაჩნდეთ უნარი დაიწყოთ და მიაღწიოთ საუკეთესო რეზულტატს. ამავე დროს პერიოდულად შეამოწმეთ ფორუმი, გადაიმეორეთ წესები, თუ სხვა სახელმძღვანელოები, რომ მეტი ისწავლოთ ტაქტიკის, თამაშის ეკონომიკის და შეიძლება ნაციონალური გუნდის სისტემის შესახებაც, რადგან ეს ინფორმაცია, შეიძლება, სასარგებლო გახდეს თქვენთვის მომავალში.

3. დააბალანსეთ თქვენი ეკონომიკა

თუ ყველაფერი მიდის კარგად, ამ დროს თქვენ უნდა გააკეთოთ სწრაფი ნაბიჯები და დაწინაურდეთ რამოდენიმე საფეხურით დივიზიონებში. მაგრამ რაღაც მომენტში თქვენ „კედელს შეეჯახებით“ და გააცნობიერებთ, რომ უკვე საგრძნობ თანხას ხარჯავთ ხელფასებში. ეს ძირითადად ხდება მაშინ, როცა თქვენი ძირითადი მოთამაშეების უნარი მიაღწევს ზებუნებრივ (14)/ბუმბერაზ (15) დონეს. ძალიან მნიშვნელოვანია, დააკვირდე გუნდის ეკონომიკას და ციფრებს. ძრითადად ორი კვირის ინტერვალით თქვენი შემოსავალ/გასავალის ბალანსი უნდა იყოს 0 ნიშნულზე მაღლა. ეს თუ ასე არ არის, იქნებ დრო მოვიდა შემადგენლობაში ცვლილების შეტანის. თუ თქვენი ძირითადი გუნდის ინერები ახდენენ სწრაფ პროგრესს, ხოლო გუნდი ხანგრძლივად „გაეჩხირა“ ერთი დონის ლიგაში და ამავე დროს დაგიდგათ ეკონომიკის დაბალანსირების პრობლემა, თქვენ შეგიძლიათ შეანელოთ ხელფასის მატების ტენდეცია ვარჯიშის ტიპის დროებითი ცვლილებით, რომ გააუმჯობესოთ მოთამაშეთა მეორადი უნარები, რაც ასევე ძაან მნიშვნელოვანია, მაგალითისთვის მათი პასის ან დაცვის.

4. მიდგომის გადახედვა.

თქვენი ძირითადი გუნდის ინერები უნდა იყვნენ 23 დან 27 წლის პერიოდში დაახლოებით ბუმბერაზი (15) ან არამიწიერ (16) უნარის მქონენი და ეს ის მომენტია, როდესაც საბოლოო ცდა უნდა განახორციელოთ, რომ მოხვდეთ ზედა ლიგებში. ამ მომენტისთვის რადგან თქვენ უკვე შეგწევთ უნარი გაიაროთ რამოდენიმე ეტაპი თასზე, მოგიწევთ ყოველ სეზონში გაწიროთ ვარჯიშის ეფექტიც კი შუა კვირის დღეებში სავარჯიშო ფეხბურთელების გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამავე დროს თქვენი სტადიონის მოცულობა იზრდება და ბილეთებიდან შემოსული მოგებაც უკვე მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენს ბიუჯეტში. ეს ის მომენტია, როდესაც ნელ–ნელა უკვე უარი უნდა თქვათ ფეხბურთელების ვარჯიშის შედეგად მიღებულ მოგებაზე და გადახედოთ მიდგომას, თუკი ღირს კვლავაც მხოლოდ ფეხბურთელების ვარჯიში იყოს პრიორიტეტული საკითხი.

ვარჯიში აღარ არის ერთადერთი არჩევანი, თქვენ უნდა მოახდინოთ ფოკუსირება შედეგზეც და დაბალანსირებულ ეკონომიკაზე, რაც მოგცემთ საშუალებას დარჩეთ ზედა ეშელონებში მრავალი სეზონის განმავლობაში. ამ მომენტში, თუკი გამოვრიცხავთ ტაქტიკის კომპონენტს, წარმატებულად მატჩების თამაში და ფინანსები ერთმანეთზე იქნება გადაჯაჭვული. მოგიწევთ თამაშების მოგება, რომ შესაბამისად ფანები ბედნიერები იყვნენ და მოახდინოთ ბილეთების რეალიზება, მიღებული ფული კი გჭირდებათ ხელფასების გადასახდელად ვარსკვლავური ფეხბურთელებისთვის, ისე რომ არ გაბანკროტდეთ.

თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ პირველი გუნდის ინერების გამოყენება ორივე, ლიგის და თასის თამაშებისას, როცა ამის აუცილებლობა იქნება, რომ რაც შეიძლება შორს გახვიდეთ თასის ეტაპები და მიიღოთ მეტი მოგება ბილეთების რეალიზებით. ასევე შეიძლება მოგინდეთ გაუუმჯობესოთ ფლანგელ, მცველ და ტექნიკურ დეფორ მოთამაშეებსაც ნახევარდაცვის უნარები, რადგან ეს გააუმჯობესებს გუნდის ქმედითუნარიანობას, მაგრამ ასეთი ექსპერიმენტები ატარეთ მხოლოდ იოლო ან ამხანაგურო მატჩისას. შეხვედრის რეზულტატის რისკის ქვეშ დაყენება ვარჯიშის ხათრით ამ ეტაპზე ვეღარ იქნება პრიორიტეტული. ასე რომ, ნუღარ იდარდებთ თუ ერთიდაიგივე ფეხბურთელს ათამაშებთ კვირის ორივე შეხვედრაში.

თქვენი შეხედულების მიხედვით, ხანდახან მეორადი უნარის განსავითარებლადაც მიმართეთ სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებს. ასევე მოგიწევთ ფულის ინვენსტირება კარგი ლიდერობის მქონე მწვრთნელში, რადგან ამ მომენტისთვის გუნდის განწყობამ შეიძლება დიდი როლი ითამაშოს კონკრეტული მატჩების შედეგზე. ასევე შეიძინეთ რიგი ფეხბურთელები სპეციალიზაციით, თუ მაღალი სტანდარტულების შესრულების უნარით.

5. მაღალ დივიზიონებში დარჩენა

იმედია თქვენ მანამ მიაღწევთ ზედა დივიზიონებს, სანამ ძირითადი ფეხბურთელები 30 წელს გადასცდებიან. ადგილის შენარჩუნება არც თუ ისე იოლია ზედა ეშელონებში, მითუმეტეს ქვეყნებში, სადაც კონკურენცია დიდია – შეიძლება შეუძლებელიც კი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანია ფრთხილად შეარჩიოთ ფეხბურთელები. დაიმახსოვრეთ მოძებნოთ ისეთი მოთამაშენი, ვინც კარგად ჯდება თქვენს სათამაშო ტაქტიკაში, რომელსაც ხანგრძლივად გამოიყენებთ. ნურასდროს იზამთ პირიქით და ნუ მოარგებთ ტაქტიკას იმ ფეხბურთელებს ვინც გყავთ, ან გსურთ რომ გყავდეთ.

უნდა შეკრათ გუნდი 14–15 ძლიერ, მულტისკილა ფეხბურთელის გარშემო, ან თუ ცალსკილაა, მინიმუმ ზებუნებრივი (14) უნარით, თანაც ყველა სპეციალიზაციით. თუ შეძლებთ, კარგი იქნება ასევე იყოლიოთ 3–4 საარაკო (17) ან უკეთესი უნარის მოთამაშეც. მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ესენი იქნებიან თქვენი საკვანძო ფეხბურთელები და გამოიყენებთ მუდმივად. მაგალითისთვის: შეიძლება იყვნენ მეკარე, ორი ინერი და ერთიც ფორვარდი. იმის გამო, რომ ბანკში აღარ გექნებათ ფულის მარაგი, რომ შეძლოთ თქვენი ფეხბურთელების გაზრდილი ხელფასების ხდა, დარწმუნდით რომ არ კარგავთ ფულს ხანგრძლივ პერსპექტივაში.

კარგი იქნება, გაუწიოთ ორგანიზება ხელფასისგან წარმოქმნილ გასავალს და დააწესოთ ყოველკვირეული ხელფასის ზედა ზღვარი. შემდეგ გადაწყვიტოთ, რა მოცულობით გსურთ დაუთმოთ ხელფასის ბიუჯეტი თითოეულ სათამაშო რგოლს. სიტყვაზე, შეიძლება არჩიოთ რომ 45% ხელფასის დაუთმოთ ინერებს, 20% მცველებს, 15% ფლანგელებს, 15% ფორვარდებს, ხოლო 5% გოლკიპერს. ეს დაგეხმარებათ მოახდინოთ მაქსიმალიზაცია თქენი გუნდის უნარიანობის, სანამ სტაბილური ეკონომიკა გაქვთ.

იმისთვის, რომ კვლავ განაგრძონ თქვენმა ფეხბურთელებმა ზრდა, ხელფასების ბიუჯეტის გადახარჯვის გარეშე, კარგი იქნება დაეყრდნოთ ლოკალურ მოთამაშეებს, ასევე ჩადოთ ფული ნაკრების კანდიდატებში, რადგან ეს ხელფასის გასავლის შემცირებას გამოიწვევს მომავალში. ასევე ნუ დაგავიწყდებათ რომ 29 წელზე უფროს მოთამაშეთა ხელფასი ნელნელა კლებას იწყებს. თუმცა, თქვენ უნდა დააკვირდეთ, რომ არ მოხდეს ამ მოთამაშეთა გამძლეობის და უნარების დაცემა, სანამ ჯერ კიდევ თქვენს გუნდში ირიცხებიან.

დროთა განმავლობაში მოთამაშეები ძალიან მობერდებიან და თქვენ მოგიწევთ მათი ჩანაცვლება. ნუ მოიცდით მანამ, სანამ ისინი უნარების და შესაბამისად ფასის კარგვას დაიწყებენ. ზოგადად, თქვენ უნდა იფიქროთ მათი ჩანაცვლება, როცა ასაკი დაახლოებით 32 წელს მიაღწევს. როცა მათ გაყიდით, ეცადეთ იყიდოთ მსგავსი, ან უკეთესი უნარის მქონდე ფეხბურთელი, მხოლოდ უფრო ახალგაზრდა. სანამ ამ ძებნის პროცესში ხართ, დააკვირდით რომ გუნდის სათამაშო ხარისხი შეინარჩუნოთ და თანაც დარჩეთ თქვენი ბიუჯეტის ლიმიტის ფარგლებში.

6. საფინალო შენიშვნები

ჩემი რეკომენდაცია იქნება: ნუ გაფლანგავთ ფულს ისეთ უაზრო დეტალებზე, როგორიც გუნდის სახელის შეცვლაა თუ გასვლითი საერთაშორისო თამაში, რადგან თუნდაც მცირე თანხას შეიძლება მნიშვნელობა ჰქონდეს მომავალში. როცა კი გაქვთ შანსი, დანიშნეთ ამხანაგური შეხვედრა სახლში გუნდთან მოწინავე დივიზიონიდან.

ჩადეთ ფული ახალგაზრდულ აკადემიაში. ეს კარგი რესურსია დამატებით შემოსავლის, ანაც ფეხბურთელების, ვისაც შემდეგ ძირითად გუნდისთვის გამოიყენებთ. ნუ დაკარგავთ ენთუზიამს, თუ დიდი ხნის მანძილზე ვერ აიყვანთ კარგ ახალგაზრდას. სასურველი მოთამაშის მონახვა მხოლოდ დროის ფაქტორია.

ზემოთ მოყვანილი რჩევები მხოლოდ ბაზისია ამ მიდგომის, თუ რაიმე კითხვები გექნებათ, ნუ მოგერიდებათ და პერსონალურად მომმართეთ


2013-11-28 21:43:03, 1352 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=17533]

 
Server 071