We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

HT-world–ზე რეგისტრაცია

როგორ დავრეგისტრირდეთ HT-world–ზე გუნდის წარსადგენად

მას შემდეგ რაც გასულ წელს უსაფრთხოების კოდი გაუქმდა, გლობალურ ვებგვერდ (http://www.ht-world.org)–ზე დარეგისტრირების და გუნდის წარდგენის პრობლემა ახალი პროცედურისდაგამო ბევრ ჩვენგანს შეექმნა.

ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სურათებით და ლინკებით აწყობილი სახელმძღვანელო, რომელიც რეგისტრაციის გავლის პროცედურას იოლად გასაგებს გახდიდა.

თუ ფიქრობთ რომ თქვენს გუნდში ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ, გთხოვთ მიყვეთ აღნიშნულ ეტაპებს. ვინ იცის, იქნებ მომავალი თაობის ჩემპიონი სწორედ რომ თქვენს გუნდში ირიცხება!

რეგისტრაცია

1: გადადით აღნიშნულ ლინკზე (http://www.ht-world.org/global/register_00.php) და დააჭირეთ „Registration“–ს;

2: მოახდინეთ თქვენი იდენტიფიცირება, ანუ გამოიყენეთ თქვენი Hattrick-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი:(http://img441.imageshack.us/img441/3107/immagine3eq.png)

3: თქვენ ავტომატურად გადამისამართდებით HT-World–ზე. შესაბამისად მიყევით ინსტრუქციას: (http://img696.imageshack.us/img696/3323/immagine9z.png), ყურადღება მიაქციეთ “Caps Look” ღილაკი არ იყოს ჩართული, რადგან HT-World რეაგირებს დიდ ასოებზე.

გუნდის წარდგენა

1: გახსენით ვებგვერდი (http://www.ht-world.org) და დააჭირეთ „Submit Players”, რომელიც მარცხნიდან მეორე ღილაკია;

2: ჩაწერეთ თქვენი HT-World–ის მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც „რეგისტრაციის“ მესამე პუნქტის შესრულების დროს აირჩიეთ. შემდეგ დააჭირეთ ღილაკს „Enter Button”-ს (http://img705.imageshack.us/img705/5493/immagine10i.png);

სისტემა ავტომატურ რეჟიმში ამოკრიფავს საინტერესო ფეხბურთელებს!

იმედია ეს სახელმძღვანელო ბევრი თქვენგანისთვის სასარგებლო გამოდგება!
Article By: Totelez1986

ორიგინალი სტატიის ლინკი (/Community/Press/?ArticleID=14151)

2013-12-10 12:52:07, 1198 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=17579]

 
Server 071