ოქროს საბადო
ძალიან ბევრი მენეჯერი სათანადოდ არ აფასებს ჰეთთრიკის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს - ახალგაზრდულ აკადემიას. ამ სტატიის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ფორუმზე კიდევ ერთხელ წავიკითხე როგორ ითხოვდა მენეჯერი დახმარებას ახალგაზრდული აკადემიის გასაუქმებლად. ამ სტატიას მკითხველების 99%-მა ალბათ ისედაც იცის ყველაფერი, რაც აქ წერია, მაგრამ თუ დანარჩენი 1%-დან რამოდენიმე მენეჯერს მაინც წაკითხვის შემდეგ გაუჩნდება სურვილი უფრო ეფექტურად გამოიყენოს აკადემიის შესაძებლობები, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს სტატია ტყუილად არ დაწერილა.
რა სარგებლობა მოაქვს აკადემიას ?
1. ფინანსური შემოსავალი.
2. ძლიერი შევსება საკუთარი გუნდისთვის
3. ნაკრების შევსება.
1. დანახარჯი შეადგენს კვირაში
მაქსიმუმ 40 000 ლარს ( 3 სკაუტის ყოლის შემთხვევში), რაც სეზონის განმავლობაში გამოდის ჯამში 640 000 ლარი.
შემოსავალი კი მილიონებს შეადგენს.პირადად ჩემს მაგალითს გაგაცნობთ: აკადემია გავხსენი თამაშის დაწყებისთანავე, თითქიმის 9 სეზონის წინ. თავიდან (1-2 სეზონი) რათქმაუნდა არავითარი შემოსავალი არ მქონია – ჯერ ერთი აკადემიის სპეციფიკიდან გამომდინარე (დაწინაურებამდე 1 სეზონიანი შეზღუდვა). მოერეც - გამოუცდელობის და უცოდინრობის გამო ბევრ შეცდომას ვუშვებდი და ვერ ვახერხებდი აკადემიის სწორად მართვას. მაგრამ მალე გავერკვიე ყველაფერში და აკადემიაც ამუშავდა. სულ ამ 9 სეზონის მანძილზე აკადემიიდან მხოლოდ პირველადი გაყიდვებიდან შემომივიდა 15 მილიონ ლარზე მეტი. 640 ათასი 9 სეზონში გამოდის 6 მილიონზე ნაკლები. ანუ
9 მილიონი სუფთა მოგება. ამას თუ კიდევ დავამატებთ ამ ფეხბურთელების შემდგომი გადაყიდვებიდან მიღებულ მშობლიური კლუბის და წინა კლუბის ბონუსებს, მოგება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
შეიძლება ვინმემ იფიქროს : „უბრალოდ გაუმართლა, სულ ასე კი არ იქნებაო!“ და ნაწილობრივ მართალიც იქნება. სულ ერთნაირად არ გაგიმართლებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში გრძელვადიან პრესპექტივაში მოგებული დარჩებით. ისევ ჩემს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე წარუმატებელ სეზონში მოგება შეადგენდა 320 000 ლარს, ყველაზე წარმატებულში კი 6 700 000 ლარს.
საშუალოდ კი გამოდის სეზონში 1 700 000 ლარი.2. ყოველ გუნდში ადრე თუ გვიან ხდება თაობათა ცვლა. ფეხბურთელები სწრაფად ბერდებიან და უნარებს კარგავენ. ამიტომ აუცილებელია ძირითადი შემადგენლობის გარდა შედარებით ახალგაზრდა რეზერვის ყოლა, რომელიც ივარჯიშებს და ნელ–ნელა მოძლიერდება. რათქმაუნდა ყოველთვის არის შესაძლებელი სატრანსფერო ბაზარზე გასვლა და იქიდან შევსების მიღება. ლოიალობაც დროთა განმავლობაში მოიმატებს და გუნდიც ბრძოლისუნარიანი იქნება, თუმცა . . .
თუმცა არის ერთი უპირატესობა, რომელსაც ვერასდროს ვერც ერთი შეძენილი ფეხბურთელი ვერ მიიღებს. ეს არის მშობლიური გუნდის ლოიალურობის ბონუსი, რაც ნიშნავს ყველა უნარზე ნახევარი ერთეულის (0,5) დანამატს. შესაძლოა ეს დანამატი არაფერს წყვეტს 5-7 უნარების დროს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მაღალ დონეზე, როცა ფეხბურთელებს რამოდენიმე უნარი აქვთ ერთდრულად დიდებული(12) ან მეტი. კიდევ უფრო - როცა გუნდში ერთდროულად რამოდენიმე საკუთარი აკადემიის პირმშოა.
3. თუ გაგიმართლათ (მინიმუმ რამოდენიმე სეზონში ერთხელ გარანტირებულად ასეც მოხდება) და სკაუტმა მოგიყვანათ სანაკრებო პერსპექტივის მქონე ფეხბურთელი, არა აქვს მნიშვნელობა გადაწყვეტთ მის დატოვებას საკუთარ გუნდში, თუ გაყიდვას, მაინც მოგებული დარჩებით. გაყიდვის შემთხვევაში აიღებთ საშუალოზე მინიმუმ 2–ჯერ მეტ თანხას. დატოვების შემთხვევაში კი იხეირებთ ლოიალურობით და გამოცდილებით. ნაკრების შემადგენლობაში თამაშის დროს ფეხბურთელი 10–ჯერ მეტ გამოცდილებას იღებს. გამოცდილება კი ლოიალურობაზე მეტად ზრდის ყოველ უნარს.
მოკლედ გირჩევთ არ გააუქმოთ და თუ ჯერ არ გაგიხსნიათ - სასწრაფოდ გახსნათ ახალგაზრდული აკადემია. მისი მართვა მხოლოდ დასაწყისშია შრომატევადი, შემდეგ კი უბრალოდ რჩეულ ფეხბურთელ(ებ)ს დაუყენებთ ვარჯიშს და დაელოდებით, სანამ რამოდენიმე კვირაში ბოლომდე ივარჯიშებს. შემდეგ სხვა უნარზე გადახვალთ, ბოლოს ამოიყვანთ ძირითად გუნდში და გადაერთვებით სხვა ფეხბურთელ(ებ)ზე.
თუ რამეში ვერ ერკვევით და შეკითხვა გაგიჩნდათ, იკითხეთ ჰეთთრიკის ფორუმზე
(/Forum/Overview.aspx?v=0&f=631767) ან ჩვენს ქართულ ფეისბუქის ჯგუფში
(https://www.facebook.com/groups/385970301507284/) და უმოკლეს დროში მიიღებთ კომპეტენტურ პასუხს გამოცდილი მენეჯერებისგან. ასევე აკადემიის მართვაში ძალიან წაგადგებათ ჰეთთრიქის შემდეგი ოფიციალური დამხმარე ვებ-გვერდი:
(http://www.hattrick-youthclub.org/)
2014-06-23 16:10:13,
1866 views
Link directly to this article (HT-ML, for the forum):
[ArticleID=18067]