უსაპორტეროდ
გალაკტიონის უკვდავი ლექსის ჰეთთრიკული რიმეიქი
უსაპორტეროდ
დაპოსტვისას არ გიჩანს სახე,
ფლანგი არ დაჰქრის, ფრე არ ჯდება
სასიხარულოდ…
უსაპორტეროდ არ არსებობს
არც გუნდის ფორმა,
არც უკვდავება (დიდების დარბაზი) არ არსებობს
უსაპორტეროდ.
მაგრამ სულ სხვაა საპორტერი
უკანასკნელი,
როგორც პაკეტი ბრილიანტის
ხშირად ოქროს სჯობს,
იგი არ უხმობს ფოქსტრიკის
და სხვადასხვა ვნებებს,
არც რეკლამებს და, არც ბანერებს
იგი არ უხმობს…
სკანდინავიის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გიბრალტარის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს…
აქ შეგიძლია
კრედიტები ხარჯო ულევად
და ტურნირებსაც შეუერთდე
დაუსრულებლად.
და ჭკნება, ჭკნება საპორტერი
ვერცხლის და ოქროს,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად,
მათ ხომ არვინ ყიდულობს..
და არ არსებობს მთელ ჰეთთრიკზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსაპორტეროდ!
2014-08-25 17:39:25,
2589 views
Link directly to this article (HT-ML, for the forum):
[ArticleID=18197]