We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ინტერვიუ ჩემპიონთან

33–ე სეზონიც მიილია და დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე მცირე ინტერვიუ ჩვენი ქართული ლიგის ჩემპიონ ლონდონელი არისტოკრატების მენეჯერთან ჩამეწერა.

ჩემპიონი ინტერვიუზე სიამოვნებით დამთანხმდა და ამ შაბათ დღეს რედაქციაში დათქმულ დროს გვეახლა. ხოდა მოვკალათდით რბილ სავარძლებში და ლუდის თანხლებით ეს ინტერვიუც "გამოვაცხვეთ".

– მოგესალმები და პირველ რიგში ჩემპიონის ტიტულს მოგილოცავ. მოდი ჩვენ კომუნას გაეცანი..

- მოგესალმებით, ჩემი სახელი და გვარია გიორგი სარალიძე! მადლობა მოლოცვისთვის.

– რა გრძნობაა, როცა ნაბიჯ ნაბიჯ აშენებ გუნდს და ბოლოს მწვერვალზე ექცევი?

- ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა შრომა გიფასდება და ხვდები, რომ ტყუილად არ გიწვალია.

– ჰეთთრიკს რა ადგილი უკავია შენთვის ყოველდღიურ რუტინაში?

- ჰეთთრიკი აგერ უკვე 4 წელია ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. არ არსებობს დღე, თუ მცალია და აქ არ შემოვიდე.

– რამდენად წინდაწინ დაგეგმე გუნდის განვითარება..

- პირველივე სეზონიდან დავგეგმე, რადგან არ დავიზარე და გადავხედე წარმატებულ მენეჯერებს, მათგან რჩევა მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მაურსლაკერს, ამიტომ ყველას ვურჩევ არ დაიზარონ სწორად განავითარონ გუნდი და შედეგებიც მოვა.


– იყო თუ არა პერიოდი, რომ არჩეული გეგმის გადახედვა მოგიწია და სხვა ტაქტიკით განაგრძე თამაში

- კი იყო ეგეთი შემთხვევა: როდესაც უმაღლესში ავედი აქცენტი მქონდა 25 დან 28 წლის მოთამაშეებზე, რამაც არ გაამართლა.. ნუ არ გაამართლა იმან, რომ უმაღლესის მოგებას ვერ შევძლებდი, რის გამოც ჩავედი მეორეში და ეგრევე თასი მოვიგე! ხომ გაგიგიათ კარგ გენერალს უკან დახევაც უნდა შეეძლოსო :)))

– თუ ასეთი "ყოყმანის" სიტუაციები იყო, ყოველივე ეს რამდენად აზარალებდა გუნდს?

- გუნდს მხოლოდ მაშინ დაგიზარალებს, თუ ხედავ მას არ შეუძლია იმის მიღწევა, რაც გსურს და მაინც არ რეაგირებ სწრაფად. თუ ქმედით და სწორ ნაბიჯებს გადადგავ, ეს მხოლოდ კარგს მოუტანს გუნდს.

– მომავლის გეგმებზეც ვთქვათ – ერთია მოგება, და ბევრი თვლის რომ კიდევ უფრო ძნელი ტიტულის შენარჩუნებაა..

- ნამდვილად ასვლა ადვილია, შენარჩუნება კი ბევრად ძნელი. ვხვდები, უფრო გაჭირდება, რადგან უკვე ყველა დიდი შემართებით ეცდება უმაღლესის გამარჯვებულის დამარცხებას, მაგრამ ეგეთ ბრძოლაში გამარჯვებას აქვს დიდი მუღამი :))

– წარმატებები და დასასრულს ჰეთრიკის ქართულ კომუნას რას ეტყოდი;

- ქართულ კომუნას ვუსურვებ წარმატებებს, როგორც ჰეთთრიკში ასევე პირად ცხოვრებაში. ახლებს კი ვურჩევ, მოითმინონ, დაუგდონ ყური გამოცდილებს და მოვა დრო და მათგან ისწავლიან ძალიან ბევრს!

2015-03-08 08:48:30, 3265 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=18735]

 
Server 071