We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

მცირეოდენი ინფორმაცია ფეხბურთელთა სპეციალიზაციის თაობაზე

როგორც წესი, ფეხბურთელთა სპეციალიზაცია ხშირად დიდი კამათის და მსჯელობის საგანია. სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ყოველთვის იწვევს ინტერესს სპეციალიზაციის სწორად შერჩევის და სარგებლიანობის საკითხი, გადავწყვიტე შემეგროვებინა მცირეოდენი ინფორმაცია და გამომექვეყნებინა იგი პრესის საშუალებით.

აღნიშნული მონაცემები მოპოვებულია უცხო წყაროებიდან და მოცემული პროცენტული ალბათობები არ არის აბსოლუტურად ზუსტი. იგი გამოგადგებათ მხოლოდ მიახლოებითი წარმოდგენის შესაქმნელად.

სპეციალური შემთხვევები მოთამაშეთა პოზიციების მიხედვით:



ფორვარდებირელევანტური უნარიშენიშვნა
სწრაფი ქმნის საგოლე მომენტსსწრაფი სპეციალიზაციამომენტის განეიტრალება შეუძლია მეტოქის მცველს ან ცენტრალურ ნახევარმცველს, თუ მას აქვს სწრაფი სპეციალიზაცია ან გააჩნია მაღალი დაცვის უნარი.
მომენტის გამოსაყენებლად შემტევ ფეხბურთელს გარკვეული დოზით ესაჭიროება თავდასხმის უნარი.
სწრაფი აკეთებს პასსსწრაფი სპეციალიზაციამომენტის განეიტრალება შეუძლია მეტოქის მცველს ან ცენტრალურ ნახევარმცველს, თუ მას აქვს სწრაფი სპეციალიზაცია ან გააჩნია მაღალი დაცვის უნარი.
პასის მიმღებ ფეხბურთელს (ამ შემთხვევაში აუცილებლად ფორვარდს) მომენტის გამოსაყენებლად ესაჭიროება შესაბამისი თავდასხმის უნარი.
ტექნიკური vs თავისტიტექნიკური სპეციალიზაციამომენტის მიღება შესაძლებელია, თუ მოწინააღმდეგის მცველს ან ცენტრალურ ნახევარმცველს აქვს თავისტის სპეციალიზაცია.
გამოცდილების ხარჯზე მიღებული მომენტიგამოცდილება
ჩაჭრილი პასიგამოუცნობი სპეციალიზაცია + თავდასხმის უნარი
გარემარბები რელევანტური უნარიშენიშვნა
პასი + საგოლე მომენტიფლანგის უნარიპასის მიმღებ ფეხბურთელს მომენტის გამოსაყენებლად ესაჭიროება შესაბამისი თავდასხმის უნარი.
პასი + თავიფლანგის უნარიპასის მიმღებ თავდამსხმელს ან გარემარბს ესაჭიროება თავისტის სპეციალიზაცია
სწრაფი ქმნის საგოლე მომენტსსწრაფი სპეციალიზაციამომენტის განეიტრალება შეუძლია მეტოქის მცველს ან ცენტრალურ ნახევარმცველს, თუ მას აქვს სწრაფი სპეციალიზაცია ან გააჩნია მაღალი დაცვის უნარი.
მომენტის გამოსაყენებლად შემტევ ფეხბურთელს გარკვეული დოზით ესაჭიროება თავდასხმის უნარი.
სწრაფი აკეთებს პასსსწრაფი სპეციალიზაციამომენტის განეიტრალება შეუძლია მეტოქის მცველს ან ცენტრალურ ნახევარმცველს, თუ მას აქვს სწრაფი სპეციალიზაცია ან გააჩნია მაღალი დაცვის უნარი.
პასის მიმღებ ფეხბურთელს (ამ შემთხვევაში აუცილებლად ფორვარდს) მომენტის გამოსაყენებლად ესაჭიროება შესაბამისი თავდასხმის უნარი.
ტექნიკური vs თავისტიტექნიკური სპეციალიზაციამომენტის მიღება შესაძლებელია, თუ მოწინააღმდეგის მცველს ან ცენტრალურ ნახევარმცველს აქვს თავისტის სპეციალიზაცია.
გამოცდილების ხარჯზე მიღებული მომენტიგამოცდილება
ჩაჭრილი პასიგამოუცნობი სპეციალიზაცია + თავდასხმის უნარი
ცენტრალური ნახევარმცველებირელევანტური უნარიშენიშვნა
მოულოდნელი შეცდომაგამოუცნობი სპეციალიზაციაფეხბურთელს აქვს დაბალი დაცვის უნარი.
დაღლილობადაბალი გამძლეობანახევარმცველს აქვს არასაკმარისზე(5) დაბალი გამძლეობა + შემტევ ფეხბურთელს აქვს მასზე უფრო მაღალი გამძლეობა.
თავისტი vs ტექნიკურითავისტის სპეციალიზაციათავისტ ნახევარმცველზე უარყოფითი მომენტის მიღება შესაძლებელია, თუ მოწინააღმდეგის თავდამსხმელს ან გარემარბს აქვს ტექნიკური სპეციალიზაცია.
გამოუცდელობადაბალი გამოცდილება
მცველებირელევანტური უნარიშენიშვნა
მოულოდნელი შეცდომაგამოუცნობი სპეციალიზაციაფეხბურთელს აქვს დაბალი დაცვის უნარი.
დაღლილობადაბალი გამძლეობამცველს აქვს არასაკმარისზე(5) დაბალი გამძლეობა + შემტევ ფეხბურთელს აქვს მასზე უფრო მაღალი გამძლეობა.
თავისტი vs ტექნიკურითავისტის სპეციალიზაციათავისტ მცველზე უარყოფითი მომენტის მიღება შესაძლებელია, თუ მოწინააღმდეგის თავდამსხმელს ან გარემარბს აქვს ტექნიკური სპეციალიზაცია.
გამოუცდელობადაბალი გამოცდილებამცველის გამოცდილება სუსტზე(4) ნაკლებია.
ყველა მოთამაშისთვისრელევანტური უნარიშენიშვნა
გრძელი პასიგამოუცნობი სპეციალიზაცია + პასის უნარი.
მოულოდნელი მომენტიგამოუცნობი სპეციალიზაცია
კუთხური + თავისტიკარგი სტანდარტისტი + შესაბამისი თავდასხმის უნარიანი თავისტი ფეხბურთელიგატანის შანსი დამოკიდებულია ორივე გუნდის შემადგენლობაში მყოფი თავისტი ფეხბურთელების რაოდენობაზე (რომელიც შემდეგ უდარდება ერთმანეთს)!


ამინდის ზემოქმედება:



წვიმიანი ამინდიდადებითი ზემოქმედებაუარყოფითი ზემოქმედება
სწრაფისწრაფი ფეხბურთელები მცირე დოზით კარგავენ თავდასხმის და დაცვის უნარს წვიმიან ამინდში.
ძლიერიწვიმიან ამინდში ძლიერი სპეციალიზაციის ფეხბურთელები იღებენ ბონუსს თავდასხმის, ნახევარდაცვის და დაცვის უნარებზე.
ტექნიკურიტექნიკური ფეხბურთელები მცირე დოზით კარგავენ თავდასხმის და ნახევარდაცვის უნარს წვიმიან ამინდში.
მზიანი ამინდიდადებითი ზემოქმედებაუარყოფითი ზემოქმედება
სწრაფისწრაფი ფეხბურთელები მცირე დოზით კარგავენ დაცვის უნარს მზიან ამინდში (მაგრამ არა პირველ ტაიმში).
ძლიერიძლიერი სპეციალიზაციის ფეხბურთელები მცირე დოზით კარგავენ თავდასხმის უნარს მზიან ამინდში (მაგრამ არა პირველ ტაიმში) და ამასთან ერთად სხვა ფეხბურთელებთან შედარებით უფრო მალეც იღლებიან.
ტექნიკურიმზიან ამინდში ტექნიკური ფეხბურთელები იღებენ ბონუსს თავდასხმის და ნახევარდაცვის უნარებზე.




იმათთვის ვისაც სპეცების თაობაზე პროცენტული ალბათობები აინტერესებს, დავწერ მცირე ინფორმაციას და ასევე სპეცების ეფექტურობის კალკულატორის ლინკსაც აქვე დავაგდებ:
(http://www.hattrick-fan.de/index.php?site=spezi&lang=en)


ინდივიდუალური სპეცმომენტები:

ასეთი საგოლე მომენტის(მათ შორის საგოლე გადაცემისაც, თუ პასის მიმღები არ საჭიროებს სპეციალიზაციას მომენტის გამოსაყენებლად) შექმნა შეუძლია ნებისმიერ ერთ ფეხბურთელს სხვებისაგან დამოუკიდებლად.



გოლის გატანის/გაშვების ალბათობამცველებინახევარმცველებიგარემარბებიფორვარდები
სწაფი9.3%13.3%
გამოუცნობი1.5%2.0%2.5%4.5%
გამოუცნობი
(უარყოფითი)
1.1%2.5%


კომბინირებული სპეცმომენტები:

ამ ტიპის საგოლე მომენტის შესაქმნელად აუცილებელია ორი სხვადასხვა ფეხბურთელის სპეციალიზაციის ან/და უნარის ერთობლიობა.



სპეცმომენტიგანმარტებაალბათობა
ტექნიკური vs თავისტიტექნიკურ ფორვარდს ან გარემარბს შეუძლია მომენტის შექმნა მოწინააღმდეგის თავისტი მცველს ან თავისტი ცენტრალური ნახევარმცველის გაბითურების ხარჯზე. აღნიშნული მომენტის ალბათობა დამოკიდებულია მოწინააღმდეგის თავისტი მცველების/ცენტრალურ ნახევარმცველების რაოდენობაზე≈0.5% ყოველ თავისტზე
ფლანგი + თავისტიკარგი გარემარბი(მაღალი ფლანგის უნარით) + თავისტი ფორვარდი ან თავისტი საპირისპირო ფლანგის გარემარბი?
კუთხური + თავისტიკუთხურის ჩამწოდებლად სასურველია გყავდეთ კარგი სტანდარტისტი. ხოლო გოლის გატანის ალბათობა დამოკიდებულია თავისტების საერთო რაოდენობაზე (რაც მეტი იქნება მით უკეთესია).>6.6% ყოველ თავისტზე (არაუმეტეს 7 თავისტისა)


მოწინააღმდეგის სწრაფი სპეცმომენტის შეჩერება:

მოწინააღმდეგის სწრაფი სპეცმომენტის შეჩერება შეუძლია ჩვენი გუნდის რომელიმე სწრაფ მცველს ან ცენტრალურ ნახევარმცველს, თუმცა ამის შანსი მცველებს უფრო მეტი აქვთ ვიდრე ნახევარმცველებს.



პოზიციაშეჩერების ალბათობა
ცენტრალური მცველი12.0%
განაპირა მცველი9.3%
ნახევარმცველები1.3%




ინფორმაცია მოძიებულია სხვადასხვა წყაროებიდან, ხოლო პროცენტული ალბათობები წარმოდგენილია საიტ (http://www.hattrick-fan.de/)-ს მონაცემების მიხედვით


2015-04-07 23:01:34, 2674 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=18841]

 
Server 071