We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ინტერვიუ თასის გამარჯვებულთან. ს-35

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ეროვნული თასის 35-ე გათამაშების ჩემპიონთან - GM-Nerzul-თან. მისი გუნდი "Farakheti" (1986780) საქართველოს ეროვნული თასის ორ გზის მფლობელია. მიმდინარე სეზონის გარდა მან ეს 32-სეზონის გათამაშებაშიც მოახერხა.

- ორიოდე სიტყვის შენს შესახებ.

მოგესალმებით, მე ვარ ლაშა სხირტლაძე 32 წლის კლუბ ფარახეთის მენეჯერი.


- პირველ რიგში გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს ტიტულს. თუ იყო რამე განსხვვება ამ და 2 სეზონის წინანდელ გამარჯვებას შორის ?

დიდი მადლობა, წინა გამარჯვებაში უფრო მეტი გამართლება მქონდა რადგან ძალიან ძლიერ მეტოქეებთან წასაგები თამაშები მოვიგე იღბალის ხარჯზე :) ეხლა გაცილებით თანაბარი ბრძოლები იყო, ისე კი ავღნიშნავ, რომ სიურპრიზი ქვედა ლიგებიდან არ ყოფილა და ამიტომ მოხდა უმაღლეს ლიგელების ტრიუმფი ამ სეზონის გათამაშებაში :)
ისე სიმართლე რომ გითხრათ მე ტიტულისთვის არ ვთამაშობ ამ თამაშს და არსად მეჩქარება :) ყველაფერი თავისით მოვა და ეს ამ ორმა თასმაც დაადასტურა :)


- ფინალის შთბეჭდილებები რომ აღგვიწერო, საკმაოდ დრამატურლი და მძიმე მატჩი გამოვიდა.

გეთანხმებით, ფინალი მართლაც რომ დრამატული აღმოჩნდა, ბოლო წუთზე გატანილ გოლს არ ველოდი და თამაში გამოვრთე :) მაგრამ ყველაფერი ჩემდა საბედნიეროდ შემოტრიალდა და ბოლო წუთზე გატანილმა გოლმა პენლებამდე მიმიყავნა, იქაც გამიმართლა რადგან პირველი პენალტი ჩვენ გავაფუჭეთ და ვიფიქრე აქ წავაგებდით მაგრამ ფორტუნამ არ გვიმტყუნა და პენალტების სერიით გავიმარჯვეთ.
მინდა აქვე შევაქო მოწინააღმდეგე გუნდი მადრიდისტა, ძალიან კარგი გუნდი და უკეთესი მენეჯერი ყავს, ჩვენ ლაივშიც ვმეგობრობთ და ორმაგად სასიხარულოა როდესაც მეგობრების დაპირისპირებაა. :)


- რას იტყვი შენს მოწინააღმდეგეზე ?

კარგის მეტი რა მეთქმის, ნახევარფინალში თასის რეალური და უმთავრესი პრეტენდენტი გამოთიშა ასპარეზობიდან და დამსახურებულად მოიპოვა ფინალისტის საგზური, ფინალშიც რომ მოეგო ეს უფრო დამსახურებული იქნებოდა მაგრამ იღბალი ჩემს მხარეს იყო და ესე არ მოხდა.
ირაკლი კარგი მენეჯერი და კარგი მეგობარია!


- სეზონი დასაწყისიდანვე თუ გეგმავდი თასისთვის ბრძლას ?

არა, მე არცერთი სეზონის წინ არ ვგეგმავ ტიტულს, კიდევ ვიმეორებ, რომ მე ტიტულისთვის არ ვთამაშობ.


- თასიც აიღე და უმაღლესის ჩემპიონობის შანსსაც ინარჩუნებ, როგორ ახერხებ ამ 2 უძლიერეს ტურნირს შორის ძალების გადანაწილებას ?

გეთანხმები ვინარჩუნებ, მაგრამ უმაღლესის მოგება წარმოუდგენლად მიმაჩნია მიუხედავად იმისა რომ თითქმის უკვე ჩემპიონს თამაში მოვუგე გასვლაზე.
რთულია ორ ფრონტზე ბრძოლა თან მაშინ როდესაც ესეთი ძლიერი მეტოქეები გხვდებიან, მაგრამ მთავარი სწორად განაწილებაა თამაშების შემართების. თუ საქმემ მოითხოვა 2 მოთსიც შეიძლება ითამაშო ისე, რომ არაფერი გააფუჭო.


- რა გეგმები გაქვს მასტერსისთვის, თუ აპირებ გუნდის უფრო გაძლიერებას ?

გაძლიერებით გავძლიერდები აუცილებლად, მასტერსზე პირველივე თამაშის წაგება არ მინდა ვეცდები ცოტა შორს გავიდე, ვნახოთ როგორ გამომივა :) თან ძალიან კარგი შემოსავალია და ამიტომ უფრო მინდა მოგება. :)


- როგორ დაიწყე ჰეთთრიკის თამაში, საიდან გაიგე მის შესახებ ?

2009 წელს დავიწყე და ინტერნეტიდან რეკლამით გავიგე ამ თამაშის შესახებ. მე ფეხბურთელი ვიყავი და ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ყველა მენეჯერული თამაში მიზიდავს და მითუმეტეს თუ ეს ფეხბურთთან არის დაკავშირებული.


- როცა თამაში დაიწყე, გყავდა ვინმე ვისგანაც სწავლობდი თუ თავად ისწავლე ყველაფერი ?

პირადად არავინ მყავდა და არც არავის ვიცნობდი როდესაც თამაში დავიწყე, მაგრამ აქ გავიცანი ძალიან კარგი ხალხი და თითქმის ყველასთან დავმეგობრდი, ცოტ-ცოტა ყველასგან ვისწავლე, სულ თავიდან რომა და კობა იყვნენ ვინც რაღაცეები ამიხსნეს და დამაკვალიანეს :) შემდეგ ყველა დანარჩენი, მათ შორის შენგანაც მაქვს ბევრი რამ ნასწავლი :)


- დახლოებით რა დროს ატარებ ჰეთთრიკში დღის განმავლობაში?

დილიდან საღამომდე, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა :) კვირას მარტო თამაშს ვადევნებ თავლს :)


- შენი უმთავარესი მიზანი ჰეთთრიკში

მოგებრებთან ურთიერთობა და გართობა :) ხოლო უშუალოდ ჰეთთრიკში ჩემი უმთავრესი მიზანია ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა, მაქსიმუმი მსოფლიო თასია! :)


- საყვარელი ტაქტიკა და წყობა.

წყობა 3-5-2 ტაქტიკა შეტევითი :)


- რამდენად ხშირად ყიდულობ ახალ ფეხბურთლებს და რატომ ?

იშვიათად ვყიდულობ რადგან ტრანსფერები არ მევასება და ამ ვაჭრობას ვერ ვუმუღამებ :) ვერ ველევი ჩემს ფეხბურთელებს და შესაბამისად გაყიდვაც მიჭირს :) ისე კი შეძლებისდაგვარად გაძლიერება მიყვარს ხოლმე :)


- აქცევ თუ არა დიდ ყურადღებას სპეცებს ?

მხოლოდ დეფორის სპეცებს ისე არა, რადგან მაგის ფუფუნება არ მაქვს გუნდში :) ნაკრებში კი ბატონო ყველა სპეცა მომწონს და ყველა პოზიციის სპეციალიზაციას ვაქცევ ყურადღებას.


- რას ავარჯიშებ გუნდში ?

პასებს, ცუდი სავარჯიშო პირობების გამო :) ძნელია იფიქრო წარმატებებზე და ამავდროულად თან კარგად ავარჯიშო გუნდი.


- რატომ გადაწყვიტე ნაკრებში კენჭისყრა ? ხომ არ ნანობ ?

იმიტომ გადავწყვიტე, რომ ძალიან მინდოდა წარმატების მიღწევა ნაკრებთან ერთად, ყველაზე უმთავრესი მიზანი ჩემთვის ნაკრებია და საერთოდ არ ვნანობ კენჭი რომ ვიყარე, ისე კი თავიდან ისეთი ამბები დატრიალდა რომ ნამდვილად აღარ მქონდა მუღამი. თუმცა ჩემი მეგობრების დახმარებით და იმ ხალხის პატივისცემისთვის ვინც ხმა მომცა, გადავწყვიტე ყველაფერი დამევიწყებინა და ნაკრების წარმატებები მომეტანა.


- ნაკრებმა ამ სეზონში რეკორდი მოხსნა და მოახერხა პირველად მოეპოვებინა გამარჯვება მეორე რაუნდში. კმაყოფილი ხარ ამ შედეგით ?

სიმართლე გითხრა კმაყოფილი არ ვარ რადგან შეგვეძლო მინიმუმ 2 თამაშის მოგება და შემდეგ რაუნდში გასვლა, მაგრამ შვედებთან არ გაგვიმართლა და წესით ჩვენი მოსაგები თამაში იმათ მოაგებინა :( აი რეკორდი კი ნამდვილად მეამაყება და ვეცდები რომ თუ ისევ ნაკრებში დავრჩი გავაუმჯობესო ჩემივე შედეგი.


- გეგმავ შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას? თუ კი, რა იქნება შენი სამწვრთნელო შტაბის პროგრამა მინიმუმი და პროგრმა მაქსიმუმი ?

კი ვგეგმავ კენჭი ვიყარო მესამედაც. პროგრამა მინიმუმიც და მაქსიმუმიც იქნება მეორე რაუნდის გადალახვა! მიუხედავად იმისა რომ ძალიან გაგვიჭირდება, რადგან ძალიან ცუდ დროს დაემთხვა ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენი გუნდი ჯერ არ არის მზად და ამ თაობის ფეხბურთელებით გადაწყობა შეუძლებელია, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ვიმედოვნებ რომ შესაძლებელია მეორე რაუნდის გადალახვა.
ერთს დავამატებდი, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს აღარასოდეს არ უნდა გაუჭირდეს პირველი რაუნდის გადალახვა და ჯგუფიდან გასვლა, ეს მთელს მსოფლიოს დავუმტკიცეთ უკვე, რომ ჩვენ ხელწამოსაკრავი ნაკრები არ გვყავს!


- ეროვნული თასის ორგზის გამარჯვებული, უმაღლესის ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი, ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი მწვრთნელი. ამასთან ერთად პარალელრად ძალიან საპასუხისმგებლო როლი გაკისრია, ვგულისხმობ გეიმ-მასტერობას. როგორ ასწრებ ამ ყველაფერს ?

ამბობენ თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო :)) როცა გიყვარს ყველაფერს გააკეთებ იმისათვის, რომ ყველაფერი კარგად გამოგივიდეს. მაქსიმალურად ვცდილობ ყველაფერი კარგად გავაკეთო და ამისთვის არც დროს და ენერგიას არ ვზოგავ. ძალიან ძნელია მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, რადგან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემს თავზე მთელი ქართული კომუნის მიმართ.


- ალბათ ძალიან ძნელია ქართული ხასიათიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე გეიმ-მასტერობა, ძალიან ხომ არ გიშლიან ნერვებს ჩვენებური მენეჯერები ?

თავიდან ძალიან ცუდი სურათი დაგვხვდა, ამაში რუფაც დამეთანხმება, თითქმის 1 თვე მოვუნდით მთელი ჩვენი ლიგების და გუნდების გადამოწმებას ისე, რომ ოცდაოთხი საათი გვიწევდა მუშაობა, მაგრამ ეხლა ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენეთ და მეეჭვება ვინმეს წესების დარღვევა მოუნდეს. მკაცრი მაგრამ სამართლიანები ვართ, ვერავინ იტყვის, რომ უსამართლოდ მოვექეცით ან ტყუილად დავაჯარიმეთ ვინმე.
ქართული მენტალიტეტი კი ნამდვილად გვეხმარება და ხელს არაფერში არ გვიშლის, რადგან ჩვენ სიმართლეს ვემსახურებით და 1 დამრღვევის მიმართ მთელი ქართული კომუნა დგას, ეს ზურგს გვიმაგრებს და გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება.


- არ შეიძლება არ შევეხოთ გლობალური ფორუმის ყველაზე აქტუალურ თემას, საფორთერის ფასს, ძალიან ბევრმა ოფიციალურმა პირმა (გეიმ მასტერებმა, მოდერებმა და ლა-ება) გამოთქვა პროტესტი. შენი პოზიცია ?

ძალიან გაბერილი ფასებია! ვერანაირად ვერ გავამართლებ ამ ფასებს და მიდგომას, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის :( სამწუხაროდ ეს ჩვენი ქვეყნისთვის მიუღებელია, თორემ ევროპელებისთვის ჩვეულებრივი ფასია.


- იყენებ თუ არა დამხამრე საშუალებებს (ფოქსტიკი, ჰო , იუსქლაბი და სხვა), რომლებს ?

კი ვიყენებ, ფოქსტრიკს, ჰო–ს, იუსქლაბს, ჰეთთრიკპორტალს და ბევრ კარგ პროგრამებს.


- შენი აზრი ახალგაზრდული აკადემიის შესახებ, ღირს საერთოდ მისი გახსნა ? თუ იყენებ, რამდენად კმაყოფილი ხარ ?

ზუსტად საჩემო კითხვა დამისვი :))) ახალგაზრდული გუნდის შექმნა აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა! მარტო მე 60 მილიონზე მეტი შემოსავალი მომიტანა ახალგაზრდულმა გუნდა და მათში გაზრდილმა ტალანტებდმა, ფეხბურთელის სარეკორდო ფასში გაყიდვაც მე მეკუთვნის :) 15 მილიონზე მეტად გაიყიდა ჩემი მცველი, ახალგაზრდულის და მალე ეროვნული ნაკრების წევრი :) ამისთანა სკილების და სპეცის ფეხბურთელი ჯერ არ დაბადებულა საქართველოში :) პისარუკზე მაქვს საუბარი. კიდევ უამრავი ახალგაზრდა მყავს აღმოჩენილი და კარგ ფასში გაყიდული :)


- მოგწონს თუ არა დაანონსებული ცვლილებები, რომლები მომავალი სეზონის სტარტიდან შედის ძალაში? უნარების კონტრიბუციის ცვლილება, ახალი ტაქტიკური მწვრთნელი და მატჩის დინამიკა.

რაღაცეები მოსაწონია რაღაცეები არა, უნარების კონტრიბუცია არ მომეწონა, მაგრამ მომეწონა ტაქტიკური მწვრთნელი და მატჩის დინამიკა :) ეს უფრო მრავალფეროვანს და მიმზიდველს გახდის ამ თამაშს, ჩემი აზრით.


- 3 რამ რაც არ მოგწონს და შეცვლიდი ჰეთთრიკში.

1. საპორტერის ფასი.
2. ნაკრებების მეორე რაუნდს და ზევით, რადგან ძალიან ცუდად არის განაწილებული და ცუდი ფორმატით მიმდინარეობს ის 3 თამაში :(
3. ქართული კომუნის სიმწირეს! ყველაფერს გავაკეთებდი, რომ უფრო პოპულარული და მიმზიდველი გამეხადა ეს თამაში საქართველოშიც და ყველა პატარა ქვეყანაში :)


- 3 რამ რაც ყველაზე მეტად მოგწონს ჰეთთრიკში.

1. მთლიანად თამაში.
2. კარგი ხალხის ურთიერთობა
3. მეგობრობა


- ახსენე, რომ ყოფილი ფეხბურთელი ხარ. ეხლაც თუ აგრძელებ ფეხბურთის
თამაშს ლაივში ?

კი, ვაგრძელებ თითქმის კვირაში 2-ჯერ მაინც ვთამაშობ ძმაკაცებთან ერთად.


- რეალურ ფეხბურთში რომელ ნაკრებს (რათქმაუნდა საქართველოს გარდა) და
კლუბს გულშემატკივრობ ?

არგენტინას და ბარსელონას (ამ ბოლო დროს პსჟ-ც მომწონს)


- როგორ შეაფასებდი არგენტინის ნაკრების შანსებს მომავალ მსოფლიო
ჩემპიონატზე ?

ეხ :( შანსები დიდი აქვს მაგრამ უკვე აღარ მჯერა რომ არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდება კიდევ :(


- როგორ შეაფასებდი ბარსას შანსებს ესპანეთის ჩემპიონატში და ლიგაზე ?

ბარსელონა ესპანეთის ჩემპიონი გახდება და შეიძლება ჩემპიონთა ლიგაც მოიგოს, ნომერ 1 კანდიდატია ორივეგან


- და ბოლოს, რას ურჩევდი/უსურვებდი დამწყებ მენეჯერებს ?

ყველა დამწყებ მენეჯერს ვუსურვებდი, მეტ მოთმინებას და თავდაუზოგავ შრომას, თამაშის არსის კარგად შესწავლას და სწორად დაგეგმილ გრძელვადიან ვარჯიშებს! :) ამ ყველაფრის მერე წარმატებებს და ბევრ ტიტულებს! :)))


- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს როგორც ჰეთთრიკში, ასევე რათქმაუნდა რალურ ცხოვრებაში.

2015-10-13 18:36:48, 2943 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=19228]

 
Server 070