We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ჰეთთრიკელი ჰეთთრიკელებს სარდლობს

მურმან ლებანიძის ლექსის ჰეთთრიკული 'რიმეიქი'

ჰეთთრიკელი ფეხბურთელებს სარდლობს:
"ავიღებო აგე, იმ თასს, - ნატრობს, -

ძალი შემწევს მკლავში სისხლი მიდუღს,
დავიპყრობო ჩელენჯერ თასს წითურს.

იმ თასს იქეთ თუა კიდევ თასი,
დავლაშქრავო, თუ 'შოტები' დავსვი!.."

მაგრამ დახე წითელ თასზე ჩაჩქნებს!
იქ სხვა გუნდის მენეჯერიც ჯარს კრებს.

ფიქრობს: "თასიც გვარიანი მოჩანს,
რაღაცნაირ ყვითელს ვხედავ დროშას!

მოვუგებო ამ მეტოქეს ყვითლებს,
მერმე თეთრებს - ბებრებსა და მდიდრებს.

მივაყოლებ ახალ ჰეთთრიკელებს -
მაგათ ერთი 'ვაშაც' შეაშინებს.

მთელ ჰეთთრიკზე მე ვიქნები მარტოდ -
ჩემს ჭკუაზედ, მარტოდ, ფართოდ, სანდოდ!.."

სცეს ბრძანებებს, მოტსსაც მიუთითეს,
შეესიენ ერთმანეთის გუნდებს.

შეესიენ ნაოცნებარ თასებს,
"ჰკა მაგასო!" - 'თიმ სპირიტიც' ხოცეს.

მილიარდი ჰეთსტეტები დასვეს,
დაიხიეს, ლაშქრებს ჰკრებენ ახლებს.

კვლავ მისცვივდნენ, ერთურთს უმოტსავენ
გასთქრიალებთ ოფლი ფეხბურთელებს..

.........................
.........................

ფორუმ-ფორუმ მიდიოდა ძრავი -
(ოტროველავ! ღმერთმაც შეგაჩვენა!)
უცაბედად გუნდს დაურენდომა -
აღარც თასი!
აღარც ბრძოლის ნდომა!

2016-04-16 10:54:48, 1646 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=19506]

 
Server 071