We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

Georgia »   Overview 

Georgia Georgia

National Info

Season 34 is being played right now.

Has 12 regions and is located in Asia. Currency is Lari.

Out of 2 728 available teams, of which 777 are active, 19 are logged in.

Hattrick Press

4-7-2015 მცირეოდენი ინფორმაცია ფეხბურთელთა სპეციალიზაციის თაობაზე

როგორც წესი, ფეხბურთელთა სპეციალიზაცია ხშირად დიდი კამათის და მსჯელობის საგანია. სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ყოველთვის იწვევს ინტერესს სპეციალიზაციის სწორად შერჩევის და სარგებლიანობის საკითხი, გადავწყვიტე შემეგროვებინა მცირეოდენი ინფორმაცია და გამომექვეყნებინა იგი პრესის საშუალებით.

114 views Written by levang

Read article

3-8-2015 ინტერვიუ ჩემპიონთან

33–ე სეზონიც მიილია და დიდი ხნის პაუზის შემდეგ, გადავწყვიტე მცირე ინტერვიუ ჩვენი ქართული ლიგის ჩემპიონ ლონდონელი არისტოკრატების მენეჯერთან ჩამეწერა.

ჩემპიონი ინტერვიუზე სიამოვნებით დამთანხმდა და ამ შაბათ დღეს რედაქციაში დათქმულ დროს გვეახლა. ხოდა მოვკალათდით რბილ სავარძლებში და ლუდის თანხლებით ეს ინტერვიუც "გამოვაცხვეთ".

250 views Written by Mezvro

Read article

8-25-2014 უსაპორტეროდ

გალაკტიონის უკვდავი ლექსის ჰეთთრიკული რიმეიქი

447 views Written by Mod-Bekaa

Read article

7-11-2014 ჩვენი კომუნის ახალი GM-ები

ვინც აქაურ ფორუმზე აქტიურობთ, არ გამოგრჩებოდათ ფაქტი, რომ გაზაფხულის პირას GM-ის ვაკანსია გამოცხადდა. ხოდა გამოხდა ხანი და აგერ ჩვენს კომუნას ახალი სტაფის წევრები შეემატნენ.

ამ რამოდენიმე კვირის წინ კი ეს ხალხი და ჩვენი კომუნის დანარჩენი პერსონალი, ნაკრების მწვრთნელთან ერთად მაგიდას მივუსხედით და ერთმანეთი გავიცანით. ჰეთთრიქზე ცხოველი საუბრის გარდა ლუდიც გემრიელად მივირთვით და ეს მცირე ინტერვიუც, ახალი GM-ების წარსადგენად, დრო ვიხელთე და იქვე ჩავწერე.

ხოდა მეტი მე აღარაფერი დამრჩენია, ბატონებო და ქალბატონებო (ასეთები თუ გვყავს კომუნაში) წარმოგიდგენთ GM-Nerzul–ს და GM-Callouss–ს.

512 views Written by Mezvro

Read article

6-23-2014 ოქროს საბადო

ძალიან ბევრი მენეჯერი სათანადოდ არ აფასებს ჰეთთრიკის სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანეს შემადგენელ ნაწილს - ახალგაზრდულ აკადემიას. ამ სტატიის დაწერის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ფორუმზე კიდევ ერთხელ წავიკითხე როგორ ითხოვდა მენეჯერი დახმარებას ახალგაზრდული აკადემიის გასაუქმებლად. ამ სტატიას მკითხველების 99%-მა ალბათ ისედაც იცის ყველაფერი, რაც აქ წერია, მაგრამ თუ დანარჩენი 1%-დან რამოდენიმე მენეჯერს მაინც წაკითხვის შემდეგ გაუჩნდება სურვილი უფრო ეფექტურად გამოიყენოს აკადემიის შესაძებლობები, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს სტატია ტყუილად არ დაწერილა.

526 views Written by Parjikia

Read article

5-16-2014 ჩვენი კომუნა – მცირე ინტერვიუ ოდიშის მენეჯერთან

ეს იდეა, მეწარმოებინა მცირე ინტერვიუების კოლაჟი აქაურ მენეჯერებთან, ადრევე დამებადა.. რიგი პრობლემების გამო კი ცოტა შეფერხდა ყოველივე ამის რეალიზება.. თუმცა სჯობს გვიანო, უთქვამთ და პირველი რესპოდენტად კლუბ "ოდიშის" (1986427) მენეჯერი – აფაქიძე შევარჩიე, ვისთანაც მქონდა პატივი და ორი შესანიშნავი სეზონი გავატარე ერთ–ერთ მეოთხე დივიზიონში.

მოგეხსენებათ აფაქიძე, ჩვენს ნაკრებსაც საკმაოდ დიდხანს და წარმატებულად ედგა სათავეში; გამოცდილი მენეჯერია და ამავე დროს საკმაოდ საინტერესოდ მოსაუბრეც გამოდგა. ხოდა აღნიშნული ინტერვიუ მგონი სახალისოდ წასაკითხი უნდა გამოდგეს აქაური კომუნისთვისაც.

603 views Written by Mezvro

Read article

4-25-2014 მონაცემთა ახალი ბაზა

ყველა თუ ეცდებით გავრცელებას, კარგი იქნება. მოდერს ვთხოვ, რომ იზრუნოს რამენაირად გავრცელებაზე.
თხოვნა იქნება ხელმოწერაში დაიყენოთ, როგორც მე მაქვს.

ახალი სტაფის შემოღების მერე ფუნქცია დაკარგა ht-world-მა. საიტის შესწორებაც აღარ მოხდება ალბათ იმიტომ, რომ შემქმნელი გაბოტდა და რახან ჰეთთრიკს დაანება თავი, ეს საიტიც გაუქმდება ალბათ წლის ბოლოს.

ამის გამო მოძებნა დამჭირდა ახალი რამის და მგონი მივაგენი, თუმცა ჯერჯერობით ბევრ რამეში ვერ გავრკვეულვარ და მაგარ გაწამაწიაში ვარ უკვე 2 კვირაზე მეტია. მით უფრო ქართული ენაც არ აქვს და თარგმნასაც შევეჭიდე ამ ყველაფერთან ერთად.

462 views Written by serjhanti

Read article

12-29-2013 30-ე სეზონი და ჩვენი უმაღლესი ლიგა

ამ შაბათ საღამოს ჩვენი უმაღლესლიგელები მოვიწვიეთ რედაქციაში და მცირე ინტერვიუც ჩავწერეთ კარსმომდგარ 30–ე სეზონის წინ. სამწუხაროდ რვიდან მხოლოდ ოთხი მენეჯერი გვესტუმრა, ორმა მოუცლელობა მოიმიზეზა, ხოლო ორ გუნდში სამწუხაროდ ცოტა გაურკვეველი ვითარებაა:
"ახლაც გენინსპექციაა შემოსული, თქვენთვის არ გვცხელაო" – ასე გვიპასუხეს კლუბის მდივნებმა.

ხოლო ვინც დაგვდო პატივი და სიამოვნებით დაგვთანხმდა მცირე დრო კომუნის პრესისთვისაც დაეთმოთ, მათ ინტერვიუს კი შეძლებთ და ამ სტატიაში გაეცნობით.

617 views Written by Mezvro

Read article

12-10-2013 HT-world–ზე რეგისტრაცია

როგორ დავრეგისტრირდეთ HT-world–ზე გუნდის წარსადგენად

მას შემდეგ რაც გასულ წელს უსაფრთხოების კოდი გაუქმდა, გლობალურ ვებგვერდ (www.ht-world.org)–ზე დარეგისტრირების და გუნდის წარდგენის პრობლემა ახალი პროცედურისდაგამო ბევრ ჩვენგანს შეექმნა.

ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სურათებით და ლინკებით აწყობილი სახელმძღვანელო, რომელიც რეგისტრაციის გავლის პროცედურას იოლად გასაგებს გახდიდა.

თუ ფიქრობთ რომ თქვენს გუნდში ნაკრებისთვის საინტერესო ფეხბურთელები თამაშობენ, გთხოვთ მიყვეთ აღნიშნულ ეტაპებს. ვინ იცის, იქნებ მომავალი თაობის ჩემპიონი სწორედ რომ თქვენს გუნდში ირიცხება!

571 views Written by Mezvro

Read article

12-1-2013 ჰეთთრიკული ანდაზები და აფორიზმები

ჰეთთრიკი ყოველი ჩვენგანისთვის საყვარელი თამაშია, რომელშიც წარმატების მისაღწევადაც ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო. თამაშის წესების ცოდნასა და სწორ მენეჯმენტთან ერთად მრავალი ნიუანსის გათვალისწინებაც საჭიროა. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გამოცდილების მომატებასთან ერთად უფრო ადვილდება, თუმცა საჭიროა გრძელი გზის გავლა. ამ გზის გასაადვილებლად გთავაზობთ ყველასთვის ცნობილი ანდაზებისა და აფორიზმების ჰეთთრიკულ ვარიანტებს, რომელთა გათვალისწინებაც ჰეთთრიკულ ცხოვრებაში აუცილებელია :)

656 views Written by Mod-Bekaa

Read article

Previous page 1 2 3 4 Next page
 
 
Server 095