We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ინტერვიუ უმაღლესის ჩემპიონთან. ს-35

ინტერვიუ საქართველოს უმაღლესი ლიგის 2 გზის, ასევე საქართველოს ეროვნული თასის 2 გზის გამარჯვებულთან, "Georgian club 1991"-ის მენეჯერთან. Saralidze-ს ასევე ეკუთვნის რეკორდი ქართულ გუნდებს შორის მასტერსზე დაძლეულ რაუნდებში. მან მოახერხა ამ ურთულეს ტურნირზე 5 რაუნდის გადალახვა.

- ორიოდე სიტყვის შენს შესახებ.

მოგესალმებით მე ვარ გიორგი სარალიძე 24წლის.



- პირველ რიგში გილოცავ ორგზის ჩემპიონობას. ბოლო 5 სეზონში 4 ტიტული გაქვს მოპოვებული. 31–ე სეზონზე თასით დაიწყე, 33-ში უმაღლესი, 34-ში ისევ თასი და ეხლაც უმაღლესი. უამრავ ტურნირს აღარ ვახსენებ. ამდენმა ტიტულმა მიჩვევა ხომ არ იცის და გამარჯვების სიხარულის განელება? :)

მე ვიტყოდი პირიქითაც კი მომემატა აზარტი თამაშის, რაც მეტ ტიტულს ვიგებ, რადგან ხედავ საკუთარ სამუშაოს შედეგი მოაქვს და ეს ერთგვარი აზარტიც კია.



- როგორია მუდამ ფავორიტის როლში ყოფნა, გახშირდა მოწინააღმდეგეების მხრიდან სეზონის მატჩები?

მე ვიტყოდი უფრო და უფრო ძნელდება, რადგან რაც მეტ ტიტულს იგებ, მით უფრო უნდება სხვა მენეჯერებს დაგამარცხონ – ამისთვის მათთვის არც თუ ისე სწორ ქმედებებსაც კი აკეთებენ. მაგალითად ცუდ დროს ცუდი მოტსი, მაგრამ მათიც მესმის, მეც მქონდა ეგეთი სურვილები, როდესაც ახალი დაწყილი მქონდა გუნდის გაძლიერება.



- სეზონის დასაწყისში რა იყო შენი მიზანი და თუ ხარ შედეგით კმაყოფილი ?

რაც გუნდი სატიტულოდ გავამზადე, მიზანი სეზონში ერთი ტიტულის მოგება მაქვს. დუბლიც კარგი იქნებოდა, მაგრამ ამ ტიტულითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ ეს სეზონი მშვენიერი იყო. ესეთი კარგი ფული დიდიხანია არ მიშოვნია, თუ პირველ თასის სეზონს არ ჩავთვლი.



- რა აზრის ხარ უმაღლესის ახალ ფორმაციაზე, ფაქტიურად გუნდების ნახევარი შეიცვალა. შენი აზრით მომავალი სეზონი გასულთან შედარებით უფრო ძლიერი და დაძაბული იქნება, თუ პირიქით ?

პირადად ჩემთვის ძალიან კარგია, რადგან რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ის საქმე დამემატა - მოწინააღმდეგის დაზვერვა. თითქმის არცერთი ამოსულის გუნდს არ ვიცნობ ფარჯიკიას გარდა, მასთან ერთად II-3 ვთამაშობდი. სიძლიერეს რაც შეეხება ამოსულებიდან ფარჯიკიას და გოალს გამოვყოფდი. ამ ბოლოს მოძლიერება არ აწყენდა, დანარჩენ ორს კი სერიოზული გაძლიერება დაჭირდებათ უმაღლესში რომ დარჩნენ



- ვის მიიჩნევ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ(ებ)ად ?

ალბათ ყველაზე მეტად ფრიდონს. ასევე ვფიქრობდი ჰერეთზე. ჯერ მაინც წინაა დრო, ვნახოთ ვინ როგორ შევსებას მიიღებს.



- თასზე, ისევე როგორც ყველა სხვა ტურნირზე ერთ-ერთი გამორჩეული ფავორიტი იყავი, თუმცა სამწუხაროდ დროზე ადრე გამოეთიშე ბრძოლას, შენი აზრით რა იყო ამის მიზეზი?

ნამდვილად არ ვთვლი, რომ დროზე ადრე გამოვეთიშე. 1/2 ფინალში თამაშიც არაა იოლი ნამდვილად. გამოთიშვას რაც შეეხება, თასი ყველაზე რთული მოსაგებია ჩემი აზრით, რადგან ოლიმპიური სისტემაა. მადრიდისტას რაც შეეხება – აქილევსის ქუსლად მყავს )))



- რომელი უფრო მნიშვნელოვანი ტიტულია შენთვის, საქართველოს უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა თუ ეროვნული თასი?

რათქმაუნდა უმაღლესი. ჩემთვის უმაღლესის ტიტული უფრო სოლიდურია, ვიდრე თასი. უმაღლესს პირველიდან ბოლო ტურამდე დაგეგმვა უნდა, აი თასზე კი მხოლოდ ერთ კონკრეტულ თამაშს გეგმავ, რაც ჩემი აზრით ბევრად იოლია. პლუს ამას, თასი მაინც უფრო გამართლებაა, რა ძლიერი გუნდიც არ უნდა გყავდეს.



- მასტერსზეც მოშინაურებული ხარ უკვე ფაქტიურად, ქართულ გუნდებს შორის რეკორდიც გეკუთვნის, სხვას ჯერ არავის გადაულახავს 5 რაუნდი. რითი განსხვავდება მასტერსი სხვა ტურნირებისგან ?

ოოო მასტერი ნამდვილად მაგარი რამაა. მანდ მოგება ერთი თამაშისაც კი ტიტულის ტოლფასია. მასე დაძაბულად არც ერთ თამაშს არ ვუყურებ და ნამდვილი ადრენალინიცაა ჩენთვის, მაგრამ მანდ თასის მოგება უდიდეს იღბალზეცააა დამოკიდებული. რა მაგარი გუნდიც არ უნდა გყავდეს 5-6 თამაში თანაბარი მაინც მოგიწევს და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ რა იღბალია მაგისთვის საჭირო.



- რა გეგმები გაქვს მომავალი მასტერსისთვის, თუ გაქვს შემუშავებული გამოცდილებიდან გამომდინარე რაიმე ახალი სტრატეგია და თუ გეგმავ გუნდის უფრო გაძლიერებას ?

ყველა თამაშის მოსაგებად ვიბრძოლებ, მაგრამ დამოტსვით ალბათ არ დავმოტსავ, თუ სასწაულად არ შემიწყობს ხელს კალენდარი. სტრატეგია მანდ ერთია ჩემი აზრით, რაც შეიძლება დაბალანსირებული რგოლები, მეტი ცენტრით. მანდ კონტრით ფონს გასვლა ძალიან ძნელია



- უკვე არაერთხელ შეუცვლია შენს გუნდს სახელწოდება, მომავალი სეზონისთვის კიდევ ახალ ცვლილებას ხომ არ უნდა ველოდეთ? სახელი, რეგიონი ან რაიმე სხვა

არა შეცვლით აღარაფერს აღარ შევცვლი ნამდვილად )))



- როგორ დაიწყე ჰეთთრიკის თამაში, საიდან გაიგე მის შესახებ ?

ჩემი მეგობრისგან გავიგე პირველად. ის დღეც მახსოვს როგორ მოხდა ჩემი მოწამვლა ამ თამაშით ))



- როცა თამაში დაიწყე, გყავდა ვინმე ვისგანაც სწავლობდი, თუ თავად ისწავლე ყველაფერი ?

დამწყებისთვის საჭირო რჩევები თავიდანვე ჩემმა მეგობარმა მომაწოდა, ასევე სახელმძღვანელოს გავეცანი თავიდან. რა კითხვაზე პასუხს ვერ ვპოულობდი გლობალს ვაკითხავდი.



- დახლოებით რა დროს ატარებ ჰეთთრიკში დღის განმავლობაში?

საკმაოდ დიდ დროს ვატარებ ჰეტტრიკში. როგორც კი მოვხვდები კომპიუტერთან პირველს თუ არა მეორეს ჰეტტრიკს ვხსნი ))



- შენი უმთავარესი მიზანი ჰეთთრიკში

უმთავრესი რათქმაუნდა გართობა. ასევე ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო ამ თამაშმა.



- რამდენად ხშირად ყიდულობ ახალ ფეხბურთელებს და რატომ ?

საერთოდ ვცდილობ სეზონი რომ დაიწყება აღარ მომიწიოს მოთამაშეების ყიდვა, თუ ტრავმა ან უფორმობა არ შემიშლის ხელს. ამისთვის თითქმის ყოველთვის მაქვს თანხა გუნდში



- აქცევ თუ არა დიდ ყურადღებას სპეცებს ?

სპეცებს რაც შეეხება დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ტიტულები თუ გინდა, სპეცები უმნიშვნელოვანესი რამ ხდება



- რას ავარჯიშებ გუნდში ?

ვარჯიშს რაც შეეხება უფრი ხშირად მოკლე პასებს ვავარჯიშებ, მაგრამ თუ სკილი უვარდებათ ვცდილობ ის ვუვარჯიშო და გავყიდო, მაგრამ ეს ძნელია რადგან არაა იმდენი ფუფუნება ესე იოლად ცვალო ხალხი და ეს შედეგს არ დაეტყოს.



- არის თუ არა შენთვის საინტერესო ჰეთთრიკის სანაკრებო მხარე, გულშემატკივრობ საქართველოს ნაკრებს პარასკევობით?

სიმართლე რომ ვთქვა, ადრე უფრო დაინტერესებული ვიყავი ნაკრების ამბებით, მაგრამ შესარჩევის გადამწყვეტ და ჯგუფის მატჩებს თითქმის სულ ვადევნებ თვალს.



- ერთერთი ყველაზე ტიტულოვანი მენეჯერი ხარ ქართულ ჰეთთრიკში, ფორუმზეც ძალიან აქტიური და შესაბამისად ძალიან ცნობილი ქართული კომუნისთვის. არ გეგმავ სანაკრებო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

არაა, ნამდვილად არ ვგეგმავ არჩევნებში მონაწილეობას. საერთოდ ბექას დროიდან ვცდილობდი ნაკრების შიდა სამზარეულოში ჩახედვას და იმდენი მუღამი ვერ დავუჭირე რამდენიც კლუბს. იყო რაღაც მცდელობები, მაგრამ ბოლომდე არასდროს მდომია ტრენერობა. ნამდვილად არ მინდა ჩემი უმუღამობის გამო ნაკრებმა იზარალოს, მითუმეტეს მშვენიერი ხალხის ხელშია ნაკრები.



- როგორ შეაფასებდი მოქმედი სამწვრთნელო შტაბის მუშაობას ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებში.

მაღალი ბალით შევაფასებდი ნამდვილად. ეხლა კი საინტერესოა ჩემთვის როგორ გადაწყვეტენ ამ ახალი ცვლილებების ფონზე ნაკრების ბიჭების გაზრდას. ამ პროცესს გულისყურით დავაკვირდები და იმედი მაქვს ნაკლები კრიტიკის დაწერა მომიხდება ))



- შენი აზრი ახალგაზრდული აკადემიის შესახებ, ღირს საერთოდ მისი გახსნა? თუ იყენებ, რამდენად კმაყოფილი ხარ?

რათქმაუნდა ღირს. დამატებითი მუღამიცაა და კარგი შემოსავალიც. დიდ მოგებას ვნახულობ და ეხლა სადღაც 7-8 მილიონის ბიჭები მყავს აკადემიაში.



- იყენებ თუ არა დამხამრე საშუალებებს (ფოქსტიკი, ჰო , იუსქლაბი და სხვა), რომლებს ?

ძალიან იშვიათად იუსქლაიბს, დანარჩენი არცერთი დამხმარე საიტი არ გამომიყენებია არასდროს



- მოგწონს თუ არა დაანონსებული ცვლილებები, რომლები მომავალი სეზონის სტარტიდან შედის ძალაში? უნარების კონტრიბუციის ცვლილება, ახალი ტაქტიკური მწვრთნელი და მატჩის დინამიკა.

ძალიან მაგარი ცვლილებაა, რაც კიდევ უფრო გაართულებს და მეტ აზარტს მისცევს თამაშს



- დაიწყე თუ არა გუნდის გადაწყობა ამ ცვლილებებზე მოსარგებად?

ძნელია ასე უეცრად გადაწყობა გუნდის, მაგრამ რაღაც ცვლილებები უკვე დავიწყე და იმედი მაქვს ნელ-ნელა გადავაწყობ გუნდს. ეს პროცესი რათქმაუნდა უმტკივნეულოდ არ ჩაივლის, მაგრამ ვეცდები ნაკლებად დაეტყოს გუნდს.



- 3 რამ რაც არ მოგწონს და შეცვლიდი ჰეთთრიკში.

1. დამალული მომენტების არჩვენება.
2. მასტერის სისტემა უნდა შეიცვალოს, რაც ძალიან ძნელი იქნება. უნდა იყოს ჯგუფები ჩემი აზრით, რაც კიდევ უფრო აზარტულს გახდის ამ ტურნირს.
3. გამოცდილების მომატება. სიტყვაზე უმაღლესში და მეხუთე ლიგაში ერთნაირ გამოცდილებას არ უნდა ღებულობდეს, რაც იმ ბევრ ტალანტ მოთამაშეს გადაარჩენდა, რომლებიც ბოტებთან ლპებიან.



- 3 რამ რაც ყველაზე მეტად მოგწონს ჰეთთრიკში.
1. თამაში რომ ფულზე არაა დამოკიდებული და უპირატესობას არ აძლევს გუნდს ფული.
2. ლიგების სისტემა
3. ნაკრებების სისტემა.

- რეალურ სამყაროში თუ თამაშობდი ფეხბურთს და ამჟამადაც თუ თამაშობ?

რეალურ ცხოვრებაში ვთამაშობდი საკმაოდ კარგად რაგბს და სხვადასხვა პრობლემების გამო ნაადრევად მომიწია თავის დანებება, რამაც ძალიან დიდი დაღი დამასვა. ფეხბურთს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ ხოლმე.



- რეალურ ფეხბურთში რომელ ნაკრებს (რათქმაუნდა საქართველოს გარდა) და
კლუბს გულშემატკივრობ?

კლუბებიდან ჩემი გული ლურჯებს უკავიათ, ლონდონელ არისტოკრატებს. ნაკრებებში გამორჩეული გუნდი არ მყავს, მაგრამ ეხლა ყველაზე დიდი სიმპატია ბელგიისკენ მაქვს



- როგორ შეაფასებდი ბელგიის ნაკრების შანსებს მომავალ მსოფლიო
ჩემპიონატზე?

ვფიქრობ ბელგიას უმაგრესი თაობა ყავს, რომელსაც შესწევს ძალა რაღაც დიდ ტურნირის ჩემპიონობას გამოკრას ხელი. 2016 წლის ჩემპიონატზე ერთ-ერთ ფავორიტად ვთვლი.



- როგორ შეაფასებდი ჩელსის შანსებს ინგლისის ჩემპიონატში და ლიგაზე?

ძალიან ცუდად დაიწყეს სეზონი, ალბათ ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაძნელდება, მაგრამ ლიგაზე ვფიქრობ 2011/12 წლის სეზონს გაიმეორებენ )))



- და ბოლოს, რას ურჩევდი/უსურვებდი დამწყებ მენეჯერებს?

პირველ რიგში რასაც ვურჩევდი ესაა მოთმინება, ამ თამაშში სიჩქარით ძნელია რაიმე შედეგს მიაღწიო. სურვილით დამწყებებს და უკვე დიდი ხნის დაწყებულებს ))) ვუსურვებდი დიდხანს და ბედნიერ სიცოცხლეს!



- დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. გისურვებთ წარმატებებს როგორც ჰეთთრიკში, ასევე რათქმაუნდა რეალურ ცხოვრებაში.

2015-10-22 20:13:57, 3350 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=19259]

 
Server 071