We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

იტალიელის ქართული თავგადასავალი

ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს italianità-ს(1986483) ოფისი თანამშრომლებისგან დაცარიელებულიყო...
მთელი შენობიდან მხოლოდ ერთ კაბინეტში შეიმჩნეოდა ანთებული სინათლე და ეს ოთახი კლუბის პრეზიდენტს ეკუთვნოდა, რომელიც როგორც ყოველთვის, გვიანობამდე შემორჩენილიყო და გუნდისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე ზრუნავდა. უეცრად მის კარზე კაკუნის ხმა გაისმა:

- რომელი ხარ?!
- მე ვარ უფროსო, ჯოვანი(336987050)! თუ დრო გექნებათ, თქვენთან საუბარი მსურს...
- აა, გივი, შემოდი შე კაი კაცო, რა შორიდან იძახი.
- რა ვიცი ბატონო ლევან, არ მინდოდა შემეწუხებინეთ და მაინც მერიდებოდა მოსვლა...
- არ გრცხვენია გივი?! ისე, ხომ არ გწყინს ასე რომ გეძახი?
- არა რას ამბობთ, ოჯახის წევრივით ხართ ჩემთვის... მოდით პირდაპირ გეტყვით. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც თქვენ საქართველოში ჩამომიყვანეთ და ფეხბურთელად ჩამომაყალიბეთ. აქ მართლაც ზღაპრული წლები გავატარე... თითქმის ყველაფერს მივაღწიე და მრავალი ტიტულიც მოვიგე, მაგრამ ვატყობ, რომ უკვე გადაღლილი ვარ და ძველ დონეზე მიჭირს თამაში... თან უკვე იტალიაში დაბრუნებაზეც ვფიქრობ, დედა მომენატრა... მემგონი დროა ასპარეზი ახალგაზრდა ბიჭებს დავუთმო... თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?
- ეჰ გივი, გივი, ხომ იცი მეც როგორ პატივს გცემ?! გპირდები, ვიფიქრებ მაგ საკითხზე, მაგრამ მოდი ახლა ცოტა გული გადავაყოლოთ... მაცივარში ჩემი სოფლის ორნახადი ჭაჭა მაქვს და ჭიქებიც მანდვეა, ხოდა რამდენიმე ჭიქა ჩავურტყათ! თუ რამეა, ხვალინდელი ვარჯიშისას მწვრთნელთან მე ვარ პასუხისმგებელი.
- ოხ უფროსო, როგორ გეხერხებათ ხოლმე ჩემი აყოლიება... გახსოვთ, თასის ფინალის წინა დღეს მე, თქვენ და ზეზვამ(335394841), რომ დავლიეთ ერთად?! მაგ თამაშში მწვრთნელი მინიმუმ თითო გოლს ითხოვდა ჩვენგან, მაგრამ ისეთი ნაბახუსევები ვიყავით, რომ არაფრის თავი არ გვქონდა და ბოლოს მცველების გოლებით მოვიგეთ...
- კი, კი, ეგეც კარგი ლოთია. აბა, ღმერთს დიდება - ჩვენ მშვიდობა!
- დიდება უფალს...

ასეთ საინტერესო ვითარებაში გაგრძელდა მეგობრების საუბარი და შედეგად ჯოვანი მეორე დღეს ვარჯიშზეც არ უნახავთ, მაგრამ კლუბში ყველამ იცოდა, თუ რაოდენ დიდი იყო მისი წვლილი გუნდის მიერ მიღწეულ წარმატებებში... შესაბამისად, რამდენიმე ვარჯიშის ჩაგდებაც კი ვერ მიაყენებდა ჩრდილს მის სახელს.

Giovanni 'Pinturicchio' Colacito (336987050) - ეს სახელი ყოველთვის დაამშვენებს კლუბის ლეგენდათა სიას!

2016-12-27 11:04:56, 2868 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=19905]

 
Server 071