We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

წინასამატჩო ინტერვიუ. სენეგალი-საქართველო

ინტერვიუ საქართვეოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან მატჩის შესახებ რომელიც პარასკევს გაიმართება

1.წინა მარცხის შემდეგ როგორ ხვდება გუნდი ახალ შეხვედრას?

უკანასკნელ მატჩში განცდილი მარცხიდან გამომდინარე თავდაჯერებულობის მხრივ მცირე პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ იმედია შემტევი ფეხბურთელების ფორმები გაგვიუმჯობესდება და დავძლევთ ამ სირთულეს.

2.როგორ შეაფასებდით ამ მეტოქეს წინასთან შედარებით?

ზოგადად სიძლიერით ალბათ აფრიკელები ოდნავ ჩამორჩებიან ჩვენს წინა მეტოქეს, თუმცა მიმდინარე გათამაშებაში მათ ბევრის გაოცება შეძლეს და რამდენიმე სენსაციური შედეგი უკვე დააფიქსირეს. სენეგალი ძირითადად დაცვით ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, რისი წყალობითაც მათ წინააღმდეგ გოლის გატანა რთული ამოცანა ხდება. ამას ისიც ემატება, რომ მათ საკუთარ მოედანზე მოუწევთ თამაში, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანი ფაქტორია.

3.შეგვიძლია ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ფავორიტად ჩავთვალოთ?

შეიძლება ითქვას რომ ჩვენი უპირატესობა მოსალოდნელია.

4.თქვენ წინა ინტერვიუში თქვით რომ საქარველოს ნაკრების შემტევ ხაზში სერიოზული პრობლემები იყო ეს პრობლემები ისევ პრობლემებად დარჩა თუ გამოსწორდა?

.არა, სამწუხაროდ ეს პრობლემა მალე მოგვარებადი არ არის, რადგან ჩემს მიერ წინა ინტერვიუში ნახსენებ თავდამსხმელებს ამჟამად ფორმა 3-4 დონეზე აქვთ, რის გამოსწორებასაც რამდენიმე კვირა მაინც დასჭირდებასაბოლოო პროგნოზი

5.და ბოლოს თქვენი საბოლოო პროგნოზი

პროგნოზის გაკეთებისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მოგება ძალიან გვჭირდება და ვეცდებით მივაღწიოთ მიზანს.


___________________________________________________
განხილვა ფორუმზე -> (17075889.1)



2017-03-07 13:24:07, 1578 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20018]

 
Server 071