We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ინტერვიუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ახალ მწვრთნელთან. ს41

გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ახალ მწვრთნელთან

1.რატომ გადაწყვიტეთ რომ კენჭი გეყარათ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე?

ალბათ იმიტომ გადავწყვიტე რომ მაქვს საკმარისი დრო და მინდა გავაუმჯობესო ის შედეგები რაც წინა ჯერზე მქონდა.

2.ელოდით გამარჯვებას?

გამარჯვებას ველოდი რა თქმა უნდა, თუმცა საკმაოდ ძლიერი მეტოქე მყავდა.

3.გაქვთ რაიმე გეგმები სამომავლოდ ახალგაზრდულ ნაკრებთან დაკავშირებით?

გეგმებს რაც შეეხება უნდა შევძლოთ და მაქსიმალურად კარგად გამოვზარდოთ ფეხბურთელები, რაც საბოლოოდ ყველას გამოადგება ახალგაზრდულიდან დაწყებული დიდი ნაკრებით დამთავრებული.

4.როგორ არის გუნდი მომზადებული მსოფლიო თასის პირველი მატჩისათვის?

გუნდი საკმაოდ ნორმალურია, თუმცა ფორმები ცოტა უკეთესი რო იყოს კარგი იქნება, თამაშამდე ერთი ვარჯიში დაგვრჩა კიდევ და იმედია ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით და აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ.

5.როგორ შეაფასებთ ჯგუფს სადაც მოხვდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები?

კარგი ჯგუფია, თამაში ამ ასაკის ნაკრებებში ნებისმიერთან შეიძლება, ფავორიტი ალბათ გერმანიაა ჩემი აზრით თავისი რესურსებიდან გამომდინარე, დანარჩენებს ერთნაირად შევაფასებდი, ვნახოთ რა გამოვა.



2017-05-25 13:20:19, 741 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20114]

 
Server 070