We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ჰეთთრიქი 20 წლისაა - რატომ ვთამაშობთ ჰეთთრიქს !?

დღეს, 30 აგვისტოს ჰეთთრიქი 20 წლის გახდა. დამეთანხმებით ეს სერიოზული მიღწევაა ონლაინ თამაშისთვის და ზოგადად ნებისმიერი web რესურსისთვის. ამ თარიღთან დაკავშირებით, გადავწვიტეთ დავკავშირებოდით უხუცეს ჰეთთრიქელებს და ყველასთვის დაგვესვა ერთი შეკითხვა- "ამდენი წლის შემდეგ ჯერ კიდევ თამაშობთ ჰეთთრიქს, რატომ ? "


უხუცესი მენეჯერების სია შეგიძლიათ ნახოთ წინა სტატიაში: (20212).

სამწუხაროდ ყველა მათგანთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, გთავაზობთ დანარჩენების პასუხს:


Pep_Guardiolla - "fc barcelona tbilisi" (710646) - 09.02.2006:

ალბათ შევეჩვიე და იმიტომ :)


Nodoo - "1st Mercxali" (710649) - 15.05.2006:

რა ვიცი, შემოვჩი... საკმაოდ პასიურად ვთამაშობ, "მუღამიც" ნაკლები მაქვს. უბრალოდ მენანება 10-11 წლის გუნდის მიტოვება და შიგადაშიგ ვთამაშობ ხოლმე :)


merstone - "Samegrelo FC" (710673) - 15.03.2007:

დავბერებულვარ :) რთულია ცალსახა პასუხის გაცემა. ადრე ბევრად აქტიური ვიყავი, ბოლო დროს ძირითადად დინებას მივყვები, წაშლას არ ვაპირებ თუმცა დიდ დროსაც აღარ ვუთმობ. უფრო ახალგაზრდა ფეხბურთელების გაზრდა/ვარჯიში მომწონს ეტყობა, თორემ დივიზიონის ჩემპინობისთვის ბოლოს როდის ვიბრძოლე აღარც მახსოვს :) ზოგადად საფეხბურთო მენეჯერები ჩემი საყვარელი ჟანრია და უფრო ამოტომ შემოვრჩი ამდენ ხანს.


Duffster - "Chemicals" (710699) - 21.03.2007:

თუ არ ვცდები 2007 წლიდან ვთამაშობ ამ თამაშს და მიღებული გუნდი ლამის შვილივით მყავს, როგორ დავანებებ თავს როცა ასეთი მიდგომა და გრძბობა მაქვს ამ თამაშისადმი. ვიყავი პირველი ქართველი GM იც და ვცდილობდი ქართული ჰეთრიქი გამეუმჯობესებინა და უფრო პოპულარული გამეხადა... ნუ ვცდილობდი და რამოდენიმე მოთამაშეც შევმატე ქართულ ჰეთრიქს..ნუ რაღაც ღვაწლი მიმიძღვის ალბათ და ამ ყველაფრის ჰაერისთვის გატანევა არ გამოვა :)))


mtiula - "TUSHUREBI" (710731) - 30.04.2007:

ჯერ ერთი რო რამე ტიტულის მოგება მინდა ისე არ მინდა რომ დავანებო თავი :) მერე კიდე საინტერესო თამაშია, ყოველშემთხვევაში მე ესე ვფიქრობ. პ.ს თან მიჩვევა იცის


vaxooo - "Gantiadi" (710726) - 12.06.2007:

კომუნის გამო. მასტერსის მოსაგებად. არადა არ მბეზრდება. მარტივი და გენიალური თამაშია. არ არის " Pay to win". დამოკიდებული ვარ :)))


GONSALES - "Associacione Sportiva Roma" (710644) - 21.07.2007:

მიყვარს ეს თამაში.


_Gizo_ - "Lileo" (710729) - 29.08.2007:

უბრალოდ გართობისთვის


Dim_S - "FC Gudauri" (710690) - 20.09.2007:

პირველ რიგში ალბათ იმიტომ, რომ მენანება ამდენი წლის ნაშრომი ესე უბრალოდ რომ მივატოვო და თავი მივანებო. მეორე, დაუკმაყოფილებლობის გრძნობაა, ამ ხნის განმავლობაში ვერაფერი ვერ მოვიგე, ვერც ჩემპიონატი, ვერც თასი.
მესამე, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და ეს თამაში დიდ დროს არ მართმევს და ბოლოს, შერჩენილი ენთუზიაზმის გამო, რომელიც მთლიანი ჰეტტრიკის მოთამაშეების პროპორციულად შემცირდა (თამაშს რო ვიწყებდი მაშინ მილიონამდე იუზერი იყო, ეხლა 200 000-მდეა). ნუ კიდე შეიძლება ცალკე პუნქტად დავასახელო ამ თამაშისადმი ძველი სიყვარული და პატივისცემაც, რომელიც ასევე აღარაა იმ მასშტაბების რაც ადრე იყო :)


datire77 - "Datire" (710297) - 09.10.2007:

რავი დიდი ხანია ვთამაშობ და პროსტა შემოვრჩი. მუღამის რა მოგახსენო, მაგრამ არ ვშლი გუნდს . . .


Revers777 - "GIO GEORGIA" (710748) - 18.10.2007:

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ თამაშის თამაში შესაძლებელია ფულის გარეშე და ამავდროულად სხვა გუნდებთან არ იყო ჩამორჩენილი .მიყვარს ფეხბურთი და ჩემ გემოზე გუნდის აწყობა, ასევე სხვა მენეჯერებთან შეჯიბრიც სასიამოვნოა. პრინციპში ჩვევაშიც გადამივიდა :)


anchabeli - "FC Ksani" (710251) - 23.10.20077:

რამდენჯერმე გადავწყვიტე დამენებებინა თამაშისთვის თავი, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი გუნდი. თუნდაც მაჩანჩალა იყოს, მინდა რომ არსებობდეს და წარმატებებს მიაღწიოს. გარდა ამისა, მინდა გამოვცადო ჩემი თავი, თუ რამდენად შემიძლია გუნდის მართვა. რათქმაუნდა, ჰეთთრიკი თამაშია და არის რაღაცები რაც ამ თამაშში არ მომწონს, მაგრამ წარმატების მიღწევა უბიექტურადაც არის შესაძლებელი.


Dr_Cooper - "ARKA" (1903300) - 12.11.2007:

1. შეჯიბრებითობის პრინციპი დაცულია, ყველა თანაბარ სიტუაციაში იწყებს. 2. მეგობრები შევიძინე, ვისთანაც თამაში მეტ აზარტს მაძლევს. 3. ცხოვრების წესად მექცა. 4. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საინტერესოა. 5. ბავშვობის ოცნებას აქ იხდენ - გუნდს მართავ - მენეჯერიც შენ ხარ, მწვრთნელიც და პრეზიდენტიც!


wrx_909 - "GUGA" (710754) - 12.12.2007:

მივეჩვიე ალბათ


Geo1973 - "GeoGeo" (1903064) - 04.01.2008:

უბრალოდ ვერთობოდი თავიდან და ჯერ არ მომწყინდა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს


vajiko2017 - "F.C MARTVILI" (1903141) - 14.01.2008:

მიყვარს ფეხბურთი და მსიამოვნებს გუნდის მართვა. პლიუს ამას მთელი დღე აქ ჯდომას არ საჭიროებს :)


akutagawa - "MILAN Tbilisi" (1902906) - 28.01.2008 :

თასი მოგებული მაქვს. უმაღლესის მოგება მინდა აუცილებლად. რავი მერე თუ მასტერსის მუღამი გამიჩნდა, კიდე კარგახანს არ დავანებებ თავს :))))))


dato986- "ARAGVELEBI" (1903401) - 31.01.2008:

ამას თუ თამაშ ქვია კიდე :) ადრე ყოველდღიურად შემოვდიოდი და დიდ დროს ვუთმობდი. შედეგსაც მივაღწიე უმაღლესი მოვიგე. ახლა კვირაში ერთხელ თუ შემოვალ და ისიც 5 წუთით :)


entoz - "Musicians" (1902908) - 03.02.2008:

თავიდან გასართობად ( ფეხბურთის სიყვარულის გამო ) ვთამაშობდი. ეხლა წლების შრომის წყალში გადაყრა მენანება :)


vacho - "hereti" (710280) - 15.04.2008:

მიყვარს და იმიტომ... ცხოვრების წესად მექცა... დღე არ გავა რომ არ შევიდე... თუ კომპიუტერი ჩართული მაქვს მაშინ ჰეტრიკიც ჩართული მაქვს აუცილებლად... ალბათ ეს ყველაფერი განაპირობა იმან, რომ ფეხბურთს უკავშირდება, რაც ძალიან მიყვარს, არ მოითხოვს განსაკუთრებულ დროს და უმნიშვნელოვანესია რომ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა რა დროს შეხვალ... ყოველთვის შეგიძლია რაღაც მოასწრო.... ჩამორჩე დინებას და მერე ისევ დაბრუნდე ... დაუშვა შეცდომები და გამოასწორო.... და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ფორუმი და კომუნააა - ადამიანები რომლებსაც ამ თამაშმა დამაახლოვა და კიდევ უფრო შემაყვარა თამაში
... მგონი უკვე ჩვევის ნაწილია


serjanti - "ameri (gldani)" (1902921) - 27.04.2008:

არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ მომწონს და ვთამაშობ.


Kobalt - "Shatili " (710664 ) - 12.05.2008:

ტიტულების მოგების დაუოკებელი სურვილის და თავის გამოცდის გამო. :)


dinamotbilisi - "FC_Dinamo Tbilisi " (1903052) - 08.06.2008 :

რამდენჯერმე თითქმის დავანებე თავი, მაგრამ ბოლოს მაინც დამენანა ამდენი ხნის გუნდის მიგდება. სასიამოვნოა უძველესი გუნდების სიაში მოხვედრა.


Beshken - "GeoFighter" (1903372) - 13.06.2008 :

მენანება დაკიდება ამდენი ხნის მერე, თორემ არც დრო მაქვს და აღარც ხალისი. : )


777555 - "SAQARTVELO-GEORGIA" (1903260) - 29.07.2008:

ამ თამაშს ჯერ კიდევ იმიტომ ვთამაშობ, რომ მომწონდა დაფიქრებული გადაწყვეტილებების მიღება, ამასთან არ ჭირდებოდა დიდი დრო (ზოგიერთს დროში გაწელვა ნაკალდ მიაჩნია) და სასიამოვნო იყო იმის ყურება შენს ნაფიქრს როგორ მოჰქონდა წარმატება. რაც შეეხება ჩემს მოსაზრებას, სეზონიდან სეზონზე უფრო და უფრო უარესდება ეს თამაში, განსაკუთრებით წესების ცვლილება მაღიზიანებს, მაშინ როდესაც დაგეგმილი მქონდა რამდენიმე სეზონიანი ძილი და ფულის შეგროვება მიიღეს უაზრო გადაწყვეტილება ფულის დარეზერვებაზე, მერე ვარჯიშებთან დაკავშირებით ხომ თითქმის ყოველ სეზონში რაღაც იცვლება, რაც არაპროგნოზირებადია და შეიძლება შენი არჩეული პოლიტიკა მთლიანად დაგინგრიოს. ამას ემატება ძრავის საშინელი მოქმედებები თამაშების დროს, რაც ამ თამაშს ვთამაშობ შანსი არაა რომ რაღაც სასწაული არ გაგიგოროს ძრავმა და სულ ამის წუწუნში არიან მენეჯერები. (ეს ვერ გამოასწორეს რაღაც უაზრო პოლიტიკის გამო). რაც შეეხება თამაშის შეფასებას, ჩემი აზრით უნდა აკვირდებოდნენ აქტიური მენეჯრების რაოდენობას, მე რომ თამაში დავიწყე თუ სწორად მახსოვს 700 000 კაცი თამაშობდა, ეხლა 260 000, ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს კონკურენტი თამაშები ან სხვა, მაგრამ ამ თამაშს თავის ხიბლი ჰქონდა და ჯერ კიდევ არ დაუკარგავს, მაგრამ ორგანიზატორები ყველაფერს ,,ცდილობენ" რომ გააუბედურონ ეს თამაში. ჩემი აზრით ყველაზე მეტად ამ თამაშს სტაბილურობა აკლია, სტაბილურობა წესებში ეს იგივეა ქვეყნის კანონმდებლობაში ყოველდღე რომ რაღაც ახალი შეიტანო, რომელიც ჩვენს ქვეყანას ასე ახასიათებს :) იმ ახალი კანონის გაგება ხალხში და მერე შესწავლა და ამ კანონის შესაბამისად მოქმედება ძალიან რთულია. იმ მოტივით, რომ თამაშში ხალხი შეინარჩუნონ ცვლიან წესებს, ეს ანგრევს ამ თამაშს. ზუსტად ასეა ჩვენ ქვეყანაშიც :) იმის გამო რომ ბიუჯეტი შეივსოს უმატებენ გადასახადებს, იმას კი არ ცდილობენ გზები ეძებონ როგორ შეიძლება უკეთ მოხდეს გადასახადების აკრეფვა, ან ხალხისთვის იმის შეგნება რომ გადასახადების გადახდით იგება გზები, გაიცემა პენსიები და ასე შემდეგ :) ცოტა გავაპოლიტიკურე მაგრამ მართლა გული მწყდება ამ თამაშზე. ძალიან დიდი ხანია ვთამაშობ (ადრე სხვა გუნდი მყავდა, ბევრად უფრო წარმატებული :) ) და ჩემი დროის უქონლობის გამო ვერ ვეცნობი ხოლმე სიახლეებს და უცებ აღმოჩნდა რომ მეგონა რომ ფული დავაგროვე ფული სულაც არ მქონია :) ტეხავს მაგრად.


giggz - "noodle" (1903133) - 16.11.2008:

სიმართლე რომ გითხრა, ვთამაშობ იმიტომ, რომ ვერთობი და დროსაც შესაბამისად იმდენს ვთმობ, რამდენიც მინდა და ანუ არანაირი დაბრკოლება არ მაქვს


gozala - "FC.Qiziki" (710724) - 17.11.2008:

:D ვთამაშობ რა, მავიწყდება ხოლმე დაჟე შემოსვლა. გუნდს არ გავაბოტებ რა იცი როდის მომაწვება ნოსტალგია


b]Alexsandre81 - "F.C.Tiflisi City" (1903092) - 14.12.2008[/b]:

I love this game !))) ვთამაშობ 2008 წლიდან, თავიდან მართლა ძალიან მუღამით ვთამაშობდი და მაგრად მომწონდა;) შემეძლო 24 საათი ვყოფილიყავი თამაშში;) მერე ნელნელა ჩვევაში გადამეზარდა, და ეხლა სახლში კომპთან ვჯდები თუ არა შანსი არაა რამოდენიმე წუთით მაინც არ შევიდე. მოკლედ, მიყვარს ეს თამაში;) თავისი მინუსებისდა მიუხედავად.


Pkhoveli - "Pkhovi" (1903102) - 27.12.2008:

მე იმაზე ძველი იუზერი ვარ, ვიდრე ეს გუნდია. ადრე მყავდა გუნდი ზედელა იუნიონ. იმ უხუცეს გუნდებთან ერთად ვთამაშობდი. მერე დავიკიდე და გავააბოტე გუნდი. მერე ეს გუნდი შევქმენი. ვერ ვაქცევ ყურადღებას მარა არც გასაბოტებლად მემეტება ჯერ

2017-08-30 11:45:11, 340 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20221]

 
Server 071