We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

გოჩა დემეტრაძე - მოკლე ისტორია

2014 წლიდან საქართველოში გოჩა დემეტრაძის სახელობის თასი თამაშდება, ყოფილი ჰეთთრიქელის საპატივცემულოდ, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის. ვინ იყო გოჩა დემეტრაძე და რატომ არის ქართულ ჰეთთრიქში მისი სახელის უკვდავყოფა მნიშვნელოვანი.

თითოეულ ჩვენგანს აქვს ჰეთთრიქთან პირველი შეხების ისტორია. ჩემი ასე ჟღერს:

2009 წლის ოქტომბრის სუსხიან კვირა დღეს ქუთაისიდან ვბრუნდებოდი თბილისში და მამაჩემის მეგობარს გამოვყევი, რაც ძალიან გამიხარდა, რადგან დიდი სიამოვნება იყო მასთან ერთად მგზავრობა და საინტერესო თემებზე საუბარი. ზესტაფონს რომ გავცდით იმ პერიოდში ახალ დანიშნულ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტზე დავიწყეთ ლაპარაკი და ჩემმა თანამეგზურმა ახსენა, რომ ახალ პრეზიდენტს იმდენად ცოტა ქონდა იმ დრომდე ფეხბურთთან შეხება, რომ სავარაუდოდ არც ჰეთთრიქის შესახებ ეცოდინებოდა.

პირველად რაც გავიფიქრე იყო ის, რომ ჰეთთრიქში ფეხბურთში ერთ მატჩში სამ გატანილ გოლს გულისხმობდა, მაგრამ მაინც არ ვიყავი ამაში დარწმუნებული და ჩავეკითხე. სწორედ მაშინ გავიგე რა იყო ჰეთთრიქის ჭეშმარიტი მნიშვნელობა.

თბილისში ჩამოსვლისთანავე კომპიუტერი ჩავრთე და საძიებო ველში (hattrick.org) ავკრიფე. მეორე დღეს კი უნივერსიტეტში ჩემს მეგობრებს: Bekaa-ს(9942356) და Kvitsaridze-ს მოვუყევი ჩემი ახალი შთაბეჭდილებების შესახებ და ისინიც მალე შემოუერთდნენ ჰეთთრიქელთა რიგებს. ამას მოყვა კიდევ ჩვენი ბევრი სხვა მეგობრის დარეგისტრირება, თუმცა ეს სტატია სხვა თემაზეა.

როგორც უკვე მიხვდით მამაჩემის მეგობარი, რომლისგანაც გავიგე ჰეთთრიქის შესახებ გოჩა დემეტრაძე იყო.

შემდეგი სამი წლის განმავლობაში ვუზიარებდით ერთმანეთს ჰეთთრიქთან დაკავშირებულ ჩვენს ახალ აღმოჩენებსა, თუ გამოცდილებებს და არ მოვიტყუები თუ ვიტყვი, რომ ამ თამაშზე ყველაზე მეტი სწორედ მისგან ვისწავლე.

რაც შეეხება მის გუნდს, FC Delisi Lions დაარსებიდან პირველ ორ სეზონში V და IV დივიზიონების გამარჯვებული გახდა. ოთხი სეზონის III დივიზიონში გატარების შემდეგ მან ერთი დონით დაბლა გადაინაცვლა, ხოლო მომდევნო ორ სეზონში ზედიზედ მოიგო IV და III ლიგა. უმაღლეს ლიგაში ასასვლელად FC Delisi Lions-ს მხოლოდ ორი სეზონი დასჭირდა, სადაც ერთი სეზონის გატარების შემდეგ, მისი მესაკუთრის ცხოვრებაში ტრაგედია დატრიალდა.

ამის შემდეგ მისი ვაჟი, დავითი გაუძღვა გუნდს და აწ უკვე FC Delisi City (1986759) მომდევნო სამი სეზონი უმაღლეს ლიგაში, ხოლო შემდეგი ოთხი სეზონი II დივიზიონში იბრძოდა.

2014 წელს, როდესაც ჰეთთრიქმა ახალი თასების სისტემა შექმნა, Bekaa-ს(9942356) ინიციატივა, რომ ნუგეშის თასი გოჩა დემეტრაძის სახელობის ყოფილიყო, უყურადღებოდ არ დარჩა, რაც ქართული ჰეთთრიქის საზოგადოების მხრიდან ძალიან დასაფასებელი ფაქტია.

იმ თორმეტი სეზონის მანძილზე, რომელიც GD777-მა ჰეთთრიქში გაატარა ის კომუნის აქტიური წევრი იყო, როგორც ჰეთთრიქზე, ასევე forum.ge-ზე, მისი დამსახურებით ამ საინტერესო თამაშს მრავალი აქტიური მომხმარებელი შეემატა და ალბათ ის რომ არა, ქართული ჰეთთრიქიც არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის.


სტატიის თემა ფორუმზე -> (17135751.1)



2017-10-09 08:36:52, 839 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20319]

 
Server 070