We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ჰეთთრიკის დღე

ახალი შოუ - ჰეთთრიკის დღე

ახალი შოუ - ჰეთთრიკის დღე
მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და გილოცავთ ახალ 218 წელს. დღეიდან სტარტს აიღებს ჩვენი ახალი შოუ - ჰეთთრიკის დღე.
ეს იქნება შოუ, სადაც ვისაუბრებთ მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე ჩვენს სტუმრებთან ერთად. დღეს ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ახალგაზრდული ნაკრები ხოლო, სტუმრები კი - საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელები. მოგესალმებით ბატონებო.
ლაშა - GM-Nerzul (10162426): გამარჯობა
ლევანი - LA-levang გამარჯობა (11988102): გამარჯობა

- ბატონო ლაშა, პირველ შეკითხვას თქვენ დაგისვამთ. თქვენ გაიმარჯვეთ არჩევნებში და უკვე გუნდიც გადმოგებარათ. რას პირდებით ამომრჩეველს?

GM-Nerzul

გამარჯობა, დიდი მადლობა პირველ რიგში შენ ესეთი მონდომებისთვის და კარგი იდეისთვის.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც გვერდში უდგას ჩვენს ნაკრებებს და თუნდაც პატარა წვლილი მაინც მიუძღვით ნაკრებების მშენებლობაში.
დაპირებით ოქროს კოშკებს ვერ დაგპირდებით მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები ჯგუფიდან გავიდეთ, შანსები გვაქვს და იმედია მოვახერხებთ ჯგუფიდან გასვლას, თუ ძრავმა ხელი არ შეგვიშალა :)



- როგორც ვიცით თქვენ გაქვთ გეგმები სკაუტინგთან დაკავშირებით. თქვენი აზრით რა სარგებელს მოუტანს ახალგაზრდულ ნაკრებს ეს ცვლილებები ?
GM-Nerzul

კი, გეგმები მართლაც კარგი გვაქვს და იმედია ავაწყობთ სკაუტინგის დამოუკიდებელ სისტემას, სკაუტინგი მანამდეც გვქონდა ჩემი ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის დროს და საკმაოდ გამართულადაც მუშაობდა მაგრამ როგორც ყოველთვის მწვრთნელის წასვლის მერე მოვადუნეთ ყურადღება და ჩამოიშალა ეს სისტემა, ეხლა კი მინდა დამოუკიდებელი იყოს და ხალხმა მართოს და არა მწვრთნელებმა.



- როდიდან დაიწყება მუშაობა სკაუტინგის საკითხზე და რამდენი ადამიანი იქნება ჩაბმული მასში?
GM-Nerzul

მუშაობას მალე დავიწყებთ. ახალი წლები დაემთხვა და ცოტა შეგვაფერხა, მაგრამ დაგვიანებული არ არის, ეს სისტემა მომავალზეა გათვლილი და რაც მალე დავიწყებთ მით უკეთესი იქნება.
ამ სისტემაში ყველას შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. რაოდენობა შეზღუდული არ არის, ასე რომ ხალხის იმედი მაქვს, მჯერა ერთად ავაშენებთ ჩვენი ნაკრებების ხვალინდელ დღეს.



- რამდენად დარწმუნებული ხართ თქვენი გეგმის სისწორეში?
GM-Nerzul

დარწმუნებული ვარ რომ გაამართლებს თუ არ დავიზარებთ და ყველანი გავაკეთებთ ჩვენს გასაკეთებელს.



დიდი მადლობა ბატონო ლაშა. ახლა კი ბატონ ლევანს გავესაუბროთ

- როგორ გამოეხმაურებოდით ბატონი ლაშას გამარჯვებას?
LA-levang

ლაშა გამოცდილი მენეჯერია და მოულოდნელი არ ყოფილა მისი გამარჯვება, თუმცა როგორც გამოჩნდა მეორე კანდიდატსაც ბევრი მენეჯერი უჭერს მხარს და კარგია რომ კონკურენცია მაღალია.



- ბატონო ლევან როგორ ფიქრობთ გაამართლებს თუ არა ბატონი ლაშას გეგმა სკაუტინგთან დაკავშირებით?
LA-levang

ლაშა სკაუტინგში ყოველთვის წარმატებული იყო და ვფიქრობ ამჯერადაც შესანიშნავად გაუძღვება წამოწყებულ საქმეს, რაშიც შეძლებისდაგვარად ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი.



- თქვენი აზრით რამდენად წარმატებული იქნება ეს 2 სეზონი ბატონი ლაშასა და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებისათვის?
LA-levang

ვფიქრობ ამ ეტაპზე ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები არ არის სასურველი დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა გაუჭირდება, მაგრამ იმ მხრივ მაინც გაგვიმართლა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე საკმაოდ სუსტ ჯგუფში მოვხვდით. ასე რომ, შანსი გვექნება მომდევნო რაუნდში გასასვლელად.



- ორიოდე სიტყვა ჩვენს ეროვნულ ნაკრებზეც ვთქვათ თუ შეიძლება?
LA-levang

სამწუხაროდ, ეროვნულმა ნაკრებმა ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი და ოფიციალური მატჩები აღარ მოგვიწევს ამ სეზონში, თუმცა ჩვენი გუნდი მონაწილეობას მიიღებს არაოფიციალურ ევროპის ჩემპიონატში და უღიმღამო ამხანაგურების ნაცვლად უკეთესი თამაშები გვექნება, რითაც ვეცდებით მეტი ინტერესი შევძინოთ ამ სეზონს.

მადლობა თქვენ ამ წამოწყებისთვის! :)


დიდი მადლობა ბატონო ლევან.

და ბოლოს მე მინდა შევეხო ჩვენი ნაკრების მდგომარეობას მსოფლიო თასზე

- ბატონო ლაშა, როგორ შეაფასებდით ჯგუფს რომელშიც მოხვდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები?
GM-Nerzul

ჯგუფი საკმაოდ კარგი შეგხვდა, თანაბარი ძალების ნაკრებები უნდა იყვნენ. შანსი გვექნება გასვლის და ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს შანსი, რათა გავახაროთ ქართული კომუნა.



- ვინაა ჯგუფის ფავორიტი?
GM-Nerzul

ფავორიტებზე ჯერ ადრეა საუბარი რადგან გუნდები პირველ ტურამდე დაშლილი ყავს ყველას :) ისე კი ჩვენი პრინციპული მეტოქე რუსეთია და ამ ნაკრებთან გაორმაგებული ენთუზიაზმით და მონდომებით ვიმუშავებთ, იმედია სასურველ შედეგსაც მივაღწევთ :)



- რამდენად გაუადვილდება ჩვენს ნაკრებს ამ ჯგუფიდან გასვლა?
GM-Nerzul

გაგვიადვილდებათქო ვერ ვიტყვი, რადგან რთული მატჩი გვექნება ყველა.



ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი შოუ დასასრულს მიუახლოვდა. მე მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ლაშას და ასევე ბატონ ლევანსაც.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის ნახვამდის.

2018-01-05 18:12:04, 566 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20464]

 
Server 070