We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ინტერვიუ საქართვლოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთან. სეზონი 45

გთავაზობთ საკმაოდ ვრცელ ინტრვიუს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელთან kato12 (12332766)

- გამარჯობა. თუ შეიძლება გაგვეცანით.
გამარჯობა. მე ვარ ბაჩო ლიპარტელიანი, 24 წლის, ხონიდან.

- თქვენი საყვარელი საფეხბურთო ნაკრები და კლუბი რეალურ ცხოვრებაში.
საერთოდ ფეხბურთი ბავშვობიდან მიყვარდა განსაკუთრებით მოხიბლული ვიყავი ბრაზილიელი რონალდოს(კიჭას) თამაშით და საერთოდ ბრაზილური ფეხბურთი მომწონდა ადრე და ვქომაგობდი კიდეც, მაგრამ უკვე დიდი ხანია პორტუგალიას ვგულშემატკუვრობ...
საყვარელი კლუბი კი მანჩესტერ იუნაიტედია, რომელსაც 8წლის ასაკიდან ვგულშემატკუვრობ...იმ გასაოცარი ფინალის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე, რომელშიც ბაიერნი ბოლო 2 წუთში დავამარცხეთ სოლსკიაერის გოლის წყალობით.

- საყვარელი ფეხბურთელი მოქმედი და ყოფილი.
ამჟამად გამოკვეთილი საყვარელი ფეხბურთელი არ მყავს ისე კი რონალდუს წარმატება მიხარია, როგორც ყოფილი მანჩესტერელის. ყოფილი ალბად ყველა ის ბრაზილიელი, რომელმაც 2002ში გერმანია დაამარცხა ფინალში.

- რამდენი ხანია რაც ჰეთთრიქს თამაშობთ ?
ჰეტრიკს რეალური დროით 6 წელია რაც ვთამაშობ. დიდი მიღწევებით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ ჰეტრიკი მარტო მიღწევებისთვის ხომ არ არის? ჰეტრიკი სიამოვნებას ანიჭებს მათ ვისაც ფეხბურთი უყვარს და ცხოვრობს ამით ისევე, როგორც მე.

- თუ გქონიათ აქამდე რაიმე სახის შეხება ნაკრებთან ?
ნაკრებთნ აქამდე შეხება ასე უშუალოდ არ მქონია... წინა შესარჩევის დაწყებამდე გავხდი სკაუტი(რისთვისაც მადლობა სარდალას და ლაშას, რომ მანდვეს ეს საქმე) და მაშინ დაიწყო ჩემი ნაკრებთან დაახლოებაც... იყო ახალგაზრდული ნაკრების წვრთნელი არის ძალიან სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლო საქმე.

- როგორი თაობა ეზრდება საქართველოს და როგორ მუშაობს სკაუტინგის სისტემა ?
თაობა მეტნაკლებად კარგია ამ ეტაპისთვის, მაგრამ შემედეგი ნაკადი გაცილებით უკეთესია და ვფიქრობთ ამ სეზონზე თუ არა, შემდეგზე მაინც მივაღწევთ დასახულ მიზანს და ისეთ შედეგს დავდებთ, რაც გაახარებს სრულიად საქართველოს ჰეტრიკ საზოგადოებას...:):):)
სკაუტინგი, როგორც ზემოთ ავღნიშნე ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ვფიქრობ მას ეს არ ეტყობა, რისთვისაც მადლობა იმ სკაუტებს, რომელებიც დღემდე გვერდში უდგანან ჩვენს ნაკრებს და არამარტო მათ. ვინც აქამდე იყო ნაკრების სამსახურში იმათაც ეკუთვნით მადლობა და პატივისცემა...

- როგორ შეაფასებით ჩვენი ნაკრების შანსს მიმდინარე შესარჩევში ?
ნაკრების შანსები ამ ეტაპისთვის მიზერულია და კიდევ უფრო მიზერული გახდება თუ მომდევნო მატჩში მეორე ადგილოსან სინგაპურის ბარიერს ვერ გადავლახავთ, რადგან ძალიან ჩამოვრჩებით.

- რას ფიქრობთ მომავალ მეტოქესთან დკავშირებით ?
მომავალი მეტოქე ამ ეტაპზე სინგაპურია. მათ არ ყავთ ჩვენზე ძალიან ძლიერი გუნდი, მაგრამ სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ არიან, უახლოეს დღეებში ჩვენთან აქვთ თამაში საკუთარ კედლებში და ეცდებიან აუცილებლად მოგებას. ვფიქრობ ეს ყველაფერი იქედან არის განპირობებული, რომ მათ უკეთესი სატურნირო ცხრილი ქონდათ ვიდრე ჩვენ, ფორმებიც და იღბალიც ჩვენზე გაცილებით უკეთესი. ეს უიღბლობა მარტო ამჟამინდელ ნაკრებს არ ეხება, წინა მწვრთნელის დროსაც იყო უიღბლო მატჩები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჯგუფიდან ვერ გასვლაში. გუნდში გვყავს რამდენიმე ტრამვირებული და უფორმო ძირითადის მოთამაშე, რაც ძალიან გვიცვლის გეგმებს. ამავდროულად როტაციის საშუალებაც არ გვაქვს საკმარისი, რომ წარმატებას მივაღწიოთ (ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის).

- არის თუ არა გუნდში რაიმე დანაკლისი?
გუნდში გვყავს რამდენიმე ტრამვირებული და უფორმო ძირითადის მოთამაშე.

- იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ თუ გამოჩნდა, რომ ნაკრებს კვალიფიკაციის გავლის შანსი არ აქვს, რას აირჩევთ - ბოლომდე პრძოლას, შემდეგი სეზონისთვის ჯგუფში უკეთესი საწყისი პოზიციისთვის, თუ შემდეგი თაობისთვის გამოცდილების მიცემას ?
იმედია,მაგრამ თუ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ იქნება ვფიქრობ მომავალი ნაკადის მომზადება უკეთესი იქნება, მაგრამ ეგ ყველაფერი სავარაუდოდ მეორე წრის 1-2 მატჩში გამოჩნდება.

- რომელ ნაკრებ გუნდ(ებ)ს მიიჩნევთ ჯგუფის ფავორიტ(ებ)ად და აუტსაიდე(ებ)ად ?
ჯგუფის ფავორიტი თავიდანვე ცხადი იყო, რომ დანია იქნებოდა და ეს დადასტურდა კიდეც. დანარჩენ გუნდებს თანაბარი შანსები გვქონდა შესარჩევის დაწყებამდე. ახლა კი აუტსაიდერთა სიაში პირელი ანგოლაა, რადგან დაშალა ნაკრები.შ ემდეგ ჩრდილო ირლანდია და კვიპროს ალბათ.

- რომელ ფეხბურთელ(ებს) გამოყოფდით ჩვენი ნაკრებიდან ?
ფეხბურთელების გამორჩევა ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩვენი მაკრების მეკარეს Ioseb Jukharidze-ს (430410438). ის გასაოცრად თამაშობს და ვფიქრობ ბრწყინვალე მომავალი ელოდება წინ.

- როგორაა ნაკრებში სიტუაცია სპეციალიზაციასთან და სტანდარტების უნართან დაკავშირებით ?
სპეცებთან დაკავშირებით ცოტა მოვიკოჭლებთ, მაგრამ არიან ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი სპეც მომენტებით წარმატება მოგვიტანონ. სტანდარტულებზე კიდე შემიძლია ვთქვა, რომ არ გვიჭირს. უბრალოდ 2 ით მერი სტანდარტების უნარი უკეთესი იქნებოდა, რასაც სამომავლოდ მივაქცევთ ყურადღებას.

- შეუძლია გუნდს ძლიერი კონტრ-შეტევითი თამაში ?
კონტრშეტევა ერთხელ ვითამაშეთ და ალბათ ჩემი გამოუცდელობის გამო საშინელი კონტრ თამაში გქვინდა, მაგრამ ამ ფორმაციის ნაკრებს ალბად მხოლოდ შეტევის თამაში უფრო კარგად გამოსდის. ისე კი, მე მიყვარს კარგი დაცვებით თამაში. ალბად იმიტომ, რომ პოზიციით დაცვაში ვთამაშობდი და ახლაც ვთამაშობ(მოყვარულთა ლიგაში).

- რომელი პოზიციაა ნაკრებში უძლიერესი და შედარებით ყველაზე სუსტი ?
ნაკრებში უძლიერესი ალბად ისევ მეკარის პოზიცია და შეიძლება ნახდაცვაზეც დაყრდნობაც, მაგრამ ძლიერი ნამდვილად არ არის ჩვენი ნახევარდაცვის პიზიცია... სუსტი კი - თავდასხმა, რადგან გვიჭირს გოლის გატანა.

- თქვენ რომ იყოთ HT რას შეცვლიდით ჰეთთრიქში პირველ რიგში ?
შეცვლით? ალბათ ძრავის კომპეტენტურობას, რადგან ძალიან არეულია ჩემი აზრით და ვფიქრობ მისი გაუმჯობესება ნამდვიად შეიძლება. კიდე ერთს დავამატებ, პერსონალის სიმცირეა ჩემი აზრით და ამ ყველაფერს 1 სლოტს დავუმატებდი. მაგ. ექიმი, 2 დამხმარე მწვრთნელი, 1 ფორმის და 1 პოზიციას დავამატებდი ფსიქოლოგის ასაყვანად, რადგან მოვარჯიშე გუნდებს გაეზარდოთ ვარჯიშთან ერთად იმ შედეგებს მიაღწიონ, რაც სურთ. ეს იდეალური იქნებოდა ჩემი აზრით.

- დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებებს ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად.
მადლობა შენ. მინდა მეც წარმატებები გისურვო შენს საქმიანობაში და ამ წამოწყებაში, რადგან ეს ჰეტრიკს უფრო მრავალფეროვანს გახდის და გამოაცოცხლებს.

საუკეთესო სურვილებით ბაჩო, იგივე kato12 (12332766)

სტატიის თემა ფორუმზე -> (17208720.1)

2018-09-14 12:19:11, 285 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20720]

 
Server 071