We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

სანაკრებო სახელმძღვანელო_I_პირველი ნაბიჯები

სანაკრებო სახელმძღვანელო_II_კვალიფიკაციის შემდეგ (20892)
სანაკრებო სახელმძღვანელო_III_სავარჯიშო გეგმა (20893)
სანაკრებო სახელმძღვანელო_IV_კენჭისყრა და განრიგი (20894)

თუ ვინმეს სურვილი გაქვთ გახდეთ ეროვნული(NT) ან ახალგაზრდული(U20) ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ თავს იკავებთ იმის გამო, რომ თვლით საკმარის გამოცდილებას ან ცოდნას არ ფლობთ. იმედია ეს სახელმძღვანელო ცოტათი მაინც დაგეხმარებათ.

ეს სახელმძღვანელო არის თარგმანი. ორიგინალი დაწერილია ძალიან გამოცდილი ლატვიელი მენეჯერის Salnas-ის (1582612) მიერ.. რუსულ ენაზე სახელმღვანელო შეგიძლიათ ნახოთ აქ -> (17189130.1)



შესავალი
ჩვეულებრივი კლუბებისგან განსხვავებით ნაკრები გუნდები სულ სხვა წესებით ცხოვრობენ. ძალიან ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, ამიტომ შევეცდები რაც შეიძლება დეტალურად მოგიყვეთ ნაკრები გუნდების და მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ. ასევე გაგანდობთ შიდა სამზარეოლოს რამოდენიმე საიდუმლოს. ამ სახელმძღვანელოს მიზანი არის - თავი მოვუყაროთ ნაკრებთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას და რჩევები მივცეთ მენეჯერებს, რომელთაც სურთ გახდნენ ნაკრების მწვრთნელები, მაგრამ არ გააჩნიათ სათანადო გამოცდილება და/ან ცოდნა ამ სფეროში. ეს სახელმძღვანელო ასევე გამოადგება ყველას, ვინც რაიმე სახით დაკავშირებულია ნაკრებთან, იქნება ეს სკაუტი, თუ უბრალოდ მენეჯერი რომელიც ავარჯიშებს, ან მომავალში აპირებს ავარჯიშოს სანაკრებო ფეხბურთელი.
ამ სახელმძღვანელოს გარკვეული ნაწილი წარმოადგენს მხოლოდ ჩემს პირად მოსაზრებას, რომელსაც არავითარ შემთხვევაში არ ვუწოდებ უპირობო ჭეშმარიტებას, თუმცა იგი ეყრდობა უდიდეს გამოცდილებას, რომელიც დავაგროვე სხვადასხვა ქვეყნებში ნაკრები გუნდების მწვრთნელობის დროს.

თქვენ გაგიჩნდათ სურვილი გახდეთ მწვრთნელი
თქვენ გაგიჩნდათ სურვილი გახდეთ ეროვნული ან ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი. პირველ რიგში უნდა გაეცნოთ ჰეთთრიკის წესებს ნაკრებ გუნდებთან დაკავშირებით. ამის გაკეთება შეგიძლია აქ -> (/Help/Rules/AboutNT.aspx) ან უფრო დეტალურად აქ -> (/Help/Rules/NationalTeams.aspx). ასევე გირჩევთ გაეცნოთ გარკვეულ ნიუანებს დაუწერელი სახელმძღვანელოს ბოლო ვერსიაში, აქ -> (17160478.39) (ორიგინალი/ინგლისური ვერსია). {სამწუხაროდ, ქართული ვერსია შესაძლოა მოძველებული იყოს, ამიტომ ჯობია ორიგინალი გამოიყენოთ, რომელიც გლობალურ ფორუმზე არის აპინული}. ამის შემდეგ, გირჩევთ თავიდან ბოლომდე გადაიკითხოთ სახელმძღვანელო და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა : "ნამდვილად მჭირდება ეს ყველაფერი ?". თუ თქვენ უკვე გაიარეთ ზემოთ მოყვანილი ყველა ეტაპი და გადაწვიტეთ, რომ თქვენთვის ნამდვილად საინტერესოა ნაკრების მწვრთნელობა, მაშინ დროა განვიხილოთ, თუ რითი დავიწყოთ.
თუ თქვენ გსურთ ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობა, ამისთვის იდეალური იქნება თუ რამოდენიმე სეზონი სკაუტად იმუშავებთ და მოამზადებთ ფეხბურთელებს ისე, როგორც დაგჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვავაში დიდი შანსია, მიიღოთ არასწორად ან საერთოდ უვარჯშებელი ნაკრები. სკაუტობა მნიშვნელოვნად გაგიზრდით შანსებს არჩევნებზე, თუმცა თქვენი არჩევის გარანტიად ვერ ჩაითვლება. ხოლო თუ თქვენ გსურთ გახდეთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, წინასწარ სკაუტად მუშაობა ასევე უზრუნველყოფს უპირატესობას არჩევნებში, თუმცა თქვენი გავლენა ფეხბურთელების მომზადებაში იქნება ნაკლებად შესამჩნევი, ვიდრე ახალგაზრდულ ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში მოწვევამდე ფეხბურთელები ხომ 10 სეზონზე მეტ ხანს ემზადებიან, მაშინ, როცა ახალგაზრდულისთვის მხოლოდ 3 სეზონია საჭრო.
თუ სკაუტობა არ გიზიდავთ და არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც მხოლოდ მისი გამოცხადებისას ან სულაც მსვლელობისას გადაწყვიტეთ, თქვენ არ გექნებათ შესაძლებლობა გავლენა იქონიოთ იმ ფეხბურთელების მზადების პროცესზე, რომლელთა მწვრთნელობაც მოგიწევთ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მოუმზადებლები იქნებიან, ყევლაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ და როგორ ხელძღვანელობდა ნაკრებს თქვენამდე. არსებობოს არაერთი მაგალითი, როდესაც საკლუბო დონეზე წარმატებულ მენეჯერს სერიოზული წარამტებისთვის მიუღწევია მწვრთნელის პოსტზე იმის მიუხედავად, რომ არჩევნებამდე არანაირი კავშირი არ ქონია ნაკრებთან.

არჩევნები
სანამ კანდიდატად დარეგისტრირდებით, გირჩევთ შესაბამისი ქვეყნის არჩევნების წესებს გაეცნოთ, სხვადსხვა ქვეყანაში წესები განსხვავდება, ზოგჯერ საკმაოდ მნიშვნელოვნადაც.
თუ რამოდენიმე კანდიდატი მოაგროვებს ხმათა თაბარ რაოდენობას (თუნდაც მხოლოდ 0-ს), მწვრთნელად ინიშნება ის მენეჯერი, ვინც უფრო ადრე დარეგისტრირდა Hattrick-ში მიმდინარე ანგარიშით (ექაუნთით).

პირველი ნაბიჯები არჩევნებში გამარჯვების შემდეგ
არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ, დიდი ალბათობით, გუნდთან წვდომას მიიღებთ მხოლოდ მეორე დღეს (სამშაბათს). პირველი ოფიციალური მატჩი დანიშნული იქნება მომდევნო კვირის პარასკევს, ანუ თქვენს განკარგულებაშია დაალხოებით 1,5 კვირა და ეს დრო საკმარისი უდნა იყოს შესარჩევი ციკლისთვის გუნდის მოსამზადებლად. პირველ რიგში უნდა გადაამოწმოთ დანიშნულია თუ არა მიმდინარე კვირის ამხანაგური შეხვედრა და თუ ჯერ არაა დანიშნული, სასურველია მოიწვიოთ სხვა ნაკრები (რომელსაც თქვენს მსგავსად არ დაუნიშნავს) მატჩის გასამართად. წინააღმდეგ შემთხვევაში დარჩებით პირველი არაოფიციალური მატჩის გარეშე. პრინციპში მისი გამოტოვება ტრაგედია არაა, თუ ნაკრებ გუნდს წყობების გამოცდილება თქვენთვის საკმარის დონეზე აქვს ნავარჯიშები. მიიჩნევა, რომ ეროვნულ ნაკრებში უსაფრთხოა წყობის გამოყენება, რომლის დონეც არის კარგი(7) ან მეტი. თუ გყავთ ძალიან გამოცდილი გუნდი, შეგიძლიათ არასაკმარისი(5) ან ნორმალური(6) დონის წყობის გამოყენებაც. ამიტომ პირადად მე, გირჩევთ ავარჯიშოთ (7-9 დონეზე) რაც შეიძლება მეტი წყობა, რათა მომდევნო მატჩებში უფრო მდიდარი ტაქტიკური არჩევანი გქონდეთ. თუმცა ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობენ უფრო გამოუცდელი ფეხბურთელები, რის გამოც უსაფრთხოდ მიიჩნევა ჩინებული(8) და უფრო მაღალი დონის წყობები. ამის მიუხედავად საჭიროების შემთხვევაში არ ღირს კარგი(7) დონეზე ნავარჯშები წყობის უგულვებელყოფა. ყველა უფრო დაბალი დონის გამოყენება დიდი რისკია.
შემდეგ, თუ თქვენ არ იცნობთ ფეხბურთელებს, აუცილებლად უნდა გაეცნოთ ნაკრებში მოხვედრის ყველა კანდიდატს. ამისათვის საჭიროა დაუკავშირდეთ თქვენს წინამორბედს, გაარკვიოთ არსებობს თუ არა საერთო ბაზა, სადაც თავმოყრილია და მიმდინარეობს დაკვირვება სანაკრებო კანდიდატებზე. ასეთი ბაზის არსებობის შემთხვევაში მიიღოთ მასთან წვდომა, არ არსებობის შემთხვევაში კი მოგიწევთ თავად ცალ-ცალკე მოიძიოთ ფეხბურთელები. ამ ამოცანისთვის საუკეთესოა სერვისი (http://hattrickportal.pro/Tracker). გირჩევთ რაც შეიძლება მალე გაეცნოთ მას. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ Hattrick Portal-ზე შეიძლება არ იყოს ყველა ღირსეული კანდიდატი. სასურველია გამოიყენოთ hattrick-ის უტილიტა (/World/Players/TopPlayers.aspx), რათა არავინ გამოგრჩეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგიწევთ სათითაოდ მოიწვიოთ ნაკრებში ყველა საინტერესო კანდიდატი და მალევე გაათავისუფლოთ ისინი ნაკრებიდან. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ გაიგოთ ამ ფეხბურთელების უნარები და პოტენციალი. თუმცა Hattrick Portal-ისგან განსხვავებით თქვენითვის უცნობი დარჩება უნართა ქვედონეები. მათ დასაზუსტებლად მოგიწევთ დაუკავშირდეთ მის მეპატრონეს ან სცადოთ თავად გამოთვალოთ ხელფასის მიხედვით. ნებისმიერ შეთხვევაში, თუ თქვენ მიაგნებთ საინტერესო კანდიდატს, რომელიც იმსახურებს ყურადღებას, მაგრამ არაა დამატებული Hattrick Portal-ზე, უნდა დამატოთ იგი ხელით და გამოიყენოთ ფუნქცია „ფეხბურთელის იძულებით განახლება“, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის, როგორც ნაკრების მწვრთნელისთვის, ან ხელით განაახლოთ ყოველი უნარი. ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა დრო გაქვთ ფეხბურთელების გადარჩევისთვის, რადგან ფეხბურთელის ნაკრებში მიწვევით გუნდის განწყობა არ იცვლება, თუმცა ნაკრებიდან გარიცხვის შემთხვევაში , შესაძლოა იგი შემცირდეს. განწობის ვარდნის ალბათობა დამოკიდებულია ფეხბურთელის ხასიათზე და შეადგენს:
- საძაგელი: x - 4.5%
- საეჭვო: 4.5 - 9%
- სასიამოვნო: 9 - 13.5%
- საყვარელი: 13.5 - 18%
- პოპულარული: 18 - 22.5%
გუნდის განწობა/თავდაჯერებულობის დარესეტება ნაკრებ გუნდებში ხდება ორშაბათობით, HT დროით დაალხოებით დილის 4 საათზე, ანუ იმავე კვირაში, რომელშიც პირველი ოფიციალური მატჩი. გუნდის განწყობა დადგება 4.65 ნიშნულზე. აქედან გამომდინარე, თქვენ გრჩებათ კვირაზე ოდნავ ნაკლები, იმისთვის, რომ გადაარჩინოთ სასურველი კანდიდატები. რეკომენდებულია, ამხანაგური მატჩის დასრულებისთანავე გაათავისუფლოთ ნაკრების ყველა ფეხბურთელი და მხოლოდ პარასკევს(მატჩის დღეს) HT დროით 12:00 საათის შემდეგ აიყვანოთ მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომელებიც კონკრეტულად პირველი მატჩისთვის გჭირდებათ.
ფეხბურთელების ნაკრებში მოწვევა არაა რეკომენდებული გუნდის განწყობის რესეტსა და ვარჯიშს შორის დროის შუალედში, რადგან არსებობს დიდი რისკი, ამ ფეხბურთელმა საკუთარ კლუბში მიიღოს ტრავმა, ან დაუვარდეს ფორმა. ასევე ამით თქვენ ზედმედ ინფორმაციას მიაწვდით მოწინააღმეგეს.
კიდევ, ღირს შეამოწმოთ, ხომ არ არიან ისეთი ფეხბურთელები, რომელთა მეპატრონეები დიდი ხანია არ შემოსულად (ბოლო შემოსვლიდან 49 დღეში გუნდი ბოტდება). ასეთ შემთხვავში თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ მათი გადარჩენა, ამისათვის აუცილებელია ისინი ნაკრებში აიყვანოთ. სასურველია ეს ყველაფერი მოასწროთ რაც შეიძლება ადრე, იდეალურ შემთხვავაში - გუნდის გაწყობის დარესეტებამდე. თუ როგორ უნდა გადაარჩინოთ ფეხბურთელი გუნდიდან, რომელსაც მეპატრონის გარეშე დარჩენა ან გაბოტება ემუქრება , აღწერილია ცალკე (17235506.14).
თუ არჩევნებამდე არ გიზრუნიათ მენეჯერების გუნდის შექმნაზე, რომელიც დაგეხმარებოდათ ისეთი ფუნქციების შესრულებაში, როგორიცაა: სკაუტინგი, მოწინააღმდეგეების დაზვერვა, პრეს სასმახური და ა.შ., ნამდვილად არ გაწყენდათ შეძლებისდაგვარად მალე იპოვოთ თანამოაზრეები . წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ ძალიან დიდი დრო დახარჯოთ ამ ყველა ფუნქციის თავად შესრულებაში.

პირველი ოფიციალური მატჩი
პირველ მატჩამდე კარგად უნდა შეისწავლოთ ყველა გუნდი თქვენი საკვალიფიკაციო ჯგუფიდან. თუ თქვენს შტაბში არ გყავთ ადამიანი, რომელიც დაკავებულია დაზვერვით, ამის გაკეთება თავად მოგიწევთ. ახალგაზრდული ნაკრების შემთხვევაში არის დიდი ალბათობა იმისა, რომ თქვენს ჯგუფში მოხვდნენ ქვეყნები, რომლებიც ზრდიან „ოქროს თაობას“ (17235506.7). ასეთი გუნდების დროზე გამოვლენამ შესაძლოა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშოს თქვენს მიერ PIC/MOTS -ების წინასწარი სტრატეგიის შემუშავებაში მთელი საკვალიფიკაციო ციკლისთვის. გამოცდილების დაგროვებაზე მომუშავე გუნდების გამოვლენა შესაძლებელია თქვენს ჯგუფში მოასპარეზე ქვეყნების ეროვნულ ფორუმებზე დაკვირვებით. დამატებით, გუნდის განწობის დარესეტების შემდეგ, თუ თქვენ აღმოაჩენთ მოწინააღმეგე გუნდის შემადგენლობაში 17-18 წლის ფეხბურთელებს, დიდი ალბათობით შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მიაგენით ასეთ ნაკრებს. „ოქროს თაობის“ მოვარჯიშე გუნდების დამარცხება პრობლემას არ წარმოადგენს.
ახალგაზრდული ნაკრებისთვის ფეხბურთელების შერჩევისას , ეროვნულისგან განსხვავებით უნდა გაითვალისწინოთ ასაკის ფაქტორი (http://hattrickportal.pro/Utils/U20WC.aspx). სასურველია რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს შეეძლოს შესარჩევი რაუნდის 14-ვე მატჩის ჩატარება. თუმცა რეკომენდებულია ასევე აიყვანოთ „ჯოკერები“, ფეხბურთელები, რომლებიც ასაკის გამო ყველა მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, მაგრამ საგრძნობლად ჯობნიან უნარებით დანარჩენებს. მე გირჩევთ ჯოკერების პოზიციაზე აიყვანოთ ნახევარმცველები, რაც საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად წარმატებით იასპარეზოთ შესარჩევის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში კი დიდი შანსია იმის, რომ რამოდენიმე ნაკრებმა დაკარგოს კვალიფიკაციის გავლის იმედი და გუნდი დაშალოს შემდეგი თაობისთვის გამოცდილების დასაგროვებლად. პირველი მატჩისთვის რეკომენდებულია მინიმალური რაოდენობის ფეხბურთელების მოწვევა (სათადარიგოების გათვალისწინებით), რომლებიც კონკრეტულად ამ მატჩისთვის დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში თუ რაოდენობა უფრო მეტი იქნება, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც ფეხბურთელები, რომლებიც არ გამოგიყენებიათ მიიღებენ ტრავმას საკუთარ კლუბში ან დაკარგავენ ფორმას და შესაძლოა ვეღარც გამოიყენოთ ისინი მომდევნო მატჩებში.

PIC/MOTS -ების სტრატეგია
მოცემულ სათაურში ვგულისხმობ, თქვენს, როგორც მწვრთნელის სტრატეგიას PIC(ნახევარი ძალით თამაში), PIN(ჩვეულებრივი) და MOTS (სეზონის მატჩი) შემართების არჩევასთან დაკავშირებით წინასწარ რამოდენიმე მატჩისთვის, ან სულაც მთელი შესარჩევი ციკლისთვის. ამ სტრატეგიის არჩევა დიდად არ განსხვავდება თქვენი საკუთარი კლუბისგან, როდესაც წინასწარ იცით თუ ვის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენოთ PIC, PIN თუ MOTS. თუმცა ნაკრებს გააჩნია საკუთარი ნიუანსები. კლუბისგან განსხვავებით დაზუსტებით იცით მოწინააღმდეგე გუნდის განწყობა და თავდაჯერებულობა დროის კონკრეტულ მომენტში. აუცილებელია ამ მაჩვენებლებზე დაკვირვება. ზოგი მათ ქაღალდზე იწერს, ზოგიც ექსელში, თუმცა მე გირჩევთ გამოიყენოთ სერვისები, რომლებიც ამ ყველაფერს ავტომატურად ასრულებენ. თქვენ კი არ მოგიწევთ ყოველდღიურად ამოწმოთ, თუ როგორ შეიცვალა მოწინააღმდეგეების განწყობა და თავდაჯერებულობა. ერთ-ერთი ასეთი სერვისი არის Hattrick Portal. მეორე, გაცილებით უფრო მოსახერხებელი და დეტალური, რომლის გამოყენებასაც გირჩევთ არის (http://www.sisu-ht.com/Login.aspx?ReturnURL=%2fTorneosSelecciones.aspx%3fCategoria%3dSub20).

2019-01-21 11:05:51, 1141 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20891]

 
Server 070