We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

სანაკრებო სახელმძღვანელო_II_კვალიფიკაციის შემდეგ

სანაკრებო სახელმძღვანელო_I_პირველი ნაბიჯები (20891)
სანაკრებო სახელმძღვანელო_III_სავარჯიშო გეგმა (20893)
სანაკრებო სახელმძღვანელო_IV_კენჭისყრა და განრიგი (20894)

თუ ვინმეს სურვილი გაქვთ გახდეთ ეროვნული(NT) ან ახალგაზრდული(U20) ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ თავს იკავებთ იმის გამო, რომ თვლით საკმარის გამოცდილებას ან ცოდნას არ ფლობთ. იმედია ეს სახელმძღვანელო ცოტათი მაინც დაგეხმარებათ.

ეს სახელმძღვანელო არის თარგმანი. ორიგინალი დაწერილია ძალიან გამოცდილი ლატვიელი მენეჯერის Salnas-ის (1582612) მიერ.. რუსულ ენაზე სახელმღვანელო შეგიძლიათ ნახოთ აქ -> (17189130.1)



საკვალიფიკაციო ციკლის შემდეგ
მას შემდეგ რაც თქვენ გადალახეთ საკვალიციკაციო რაუნდი თუ ჩარჩით ჯგუფში, იმის მიხედვით ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნით თუ ეროვნულს, არსებობს მოქმედების რამოდენიმე ვარიანტი. განვიხილოთ ყველა მათგანი:

ახალგაზრდული ნაკრები - U20
თქვენ გადალახეთ საკვალიფიკაციო ციკლი მხოლოდ უკანასკნელ მატჩში. დაიმახსოვრეთ, რომ განწყობის და თავდაჯერებულობის რესეტი აღარ მოხდება, როგორც ეს მოხდა პირველი მატჩის წინ. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე თქვენს განკარგულებაშია 8 კვირა. ამ პერიოდის მანძილზე ითამაშებთ ამხანაგურ მატჩებში, სადაც შეგეძლებათ გაზარდოთ გამოცდილება სასურველი წყობებისთვის. თქვენი ამოცანაა გუნდიდად გაუშვათ ყველა ფეხბურთელი, რომლებიც ასაკის გათვალისწინებით ვერ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში და მოიწვიოთ მინიმალური რაოდენობის მოთამაშეები (როგორც წესი +- 14), რომლებსაც გამოიყენებთ ფინალურ ეტაპზე. დანარჩენი საჭირო ფეხბურთელების აყვანას შეძლებთ მეორე რაუნდის პირველი მატჩის წინ, მათი ფორმის გათვალისწინებით. ამის შემდეგ თქვენი გუნდის განწყობა დიდი ალბათობით მინიმუმამდე დაიკლებს, თუმცა ნუ შეშინდებით, რადგან თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ და არავის აღარ გაათავისფულებთ, ამ 8 კვირის მანძილზე თქვენი გუნდის განწყობა თავისთავად დადგება საშუალო ნიშნულზე (4,5), ისევე, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის სხვა მონაწილე გუნდების შემთხვევაში.
თქვენ გადალახეთ საკვალიფიკაციო ციკლი წინასწარ რამოდენიმე რაუნდით ადრე.
ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ მაშინვე აიყვანოთ ფინალური ეტაპის ფეხბურთელები, რის შედეგადაც ისინი მიიღებენ დამატებით გამოცდილებას ოფიციალურ მატჩებში. დიდი ალბათობით თქვენ ამ მატჩებში დამარცხდებით, თუმცა თუ მოახერხებთ გუნდის განწყობა აწიოთ მინიმუმ 9-მდე, მაშინ მეორე რაუნდის დაწყებისთვის ამ პარამეტრში მცირე უპირატესობას მიიღებთ მოწინააღმდებთან შედარებით. ასევე შეგიძლიათ ბოლო მატჩები საბრძოლო შემადგენლობით ჩაატაროთ და მეტი ქულა მოაგროვოთ, რაც შემდეგში გავლენას იქონიებს კენჭისყრაზე განთესვის პროცესში (17235506.12) და რათქმაუნდა რაც შეიძლება მაღლა აწიოთ გუნდის თავდაჯერებულობა, თუ შეძლებთ მის აწევას 8 ან მეტ ნიშნულზე, მაშინ მიიღებთ მცირე უპირატესობას თავდაჯერებულობაში.
თქვენ ვერ გადალახეთ საკვალიფიკაციო ციკლი წინასწარ რამოდენიმე რაუნდით ადრე.
ამ შემთხვევაში მწვრთნელების უმრავლესობას გუნდში აყავს შემდეგი თაობის ფეხბურთელები (17-18 წლის) გამოცდილების მოსამატებლად. თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ბოლომდე ბრძოლას ამჯობინებენ, ცდილობენ მეტი ქულა დააგროვონ, რათა მოხვდნენ უკეთეს კალათაში შემდეგი კვალიფიკაციისთვის.
თქვენ ვერ გადალახეთ საკვალიფიკაციო ციკლი მხოლოდ უკანასკნელ მატჩში.
ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან მარტივი და მოსაწყენია: წინ გელით მთელი სეზონი მხოლდო ამხანაგური მატჩებით. აგყავთ მომდევნო ციკლის ფეხბურთელები და ავარჯიშებთ სასურველი წყობებით, ცდილობთ ცოტა გამოცდილება მაინც შემატოთ ახალგაზრდა ბიჭებს.
ასევე, კარგ ტონად ითვლება იმ მენეჯერებთან შეხმაინება, რომლებმაც გაზარდეს ფეხბურთელები ნაკრებისთვის, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხვდნენ მასში. თქვენ შეგიძლიათ შესთავაზოთ მათ, რომ მოხდეს მათი ფეხბურთელ(ებ)ის გამოძახება ნაკრების ერთ-ერთი ამხანაგური მატჩისთვის.

ეროვნული ნაკრები
თქვენ გადალახეთ საკვალიფიკაციო ციკლი მხოლოდ უკანასკნელ მატჩში.
რაც შეიძლება მალე ათავისუფლებთ ფეხბურთელებს და იტოვებთ მხოლოდ მინიმალურ რაოდენობას (სასურველია საუკეთესოებს (ჩვეულებრივ +-14), რაც საჭიროა ამხანაგური მატჩებისთვის. თუ თქვენი გუნდის განწყობა 9 ან მეტია, შეგიძლიათ არავინ გააათავისფულოთ გუნდიდად, რათა შეინარჩუნოთ მცირე უპირატესობა განწყობაში მეორე რაუნდის პირველი მატჩისთვის. თუმცა ამ შემთხვევაში დიდია რისკი, გაიფუჭოთ გუნდში სიტუაცია ტრავმებთან და ფორმებთან მიმართებაში.
თქვენ გადალახეთ საკვალიფიკაციო ციკლი წინასწარ რამოდენიმე რაუნდით ადრე.
ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია გუნდიდან გაუშვათ რამოდენიმე ფეხბურთელი და დარჩენილ მატჩებში გაზარდოთ გუნდის განწყობა 9 ან უფრო მაღალ დონეზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, იმის მიუხედავად თუ როდის გადალახეთ საკვალიფიკაციო ეტაპი, თქვენ შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ყველა ფეხბურთელი და შეინახოთ ნაკრები ცარიელი მეორე რაუნდის პირველ მატჩამდე. ამ შეთხვევაში თქვენ არ თამაშობთ ამხანაგურ მატჩებს, შესაბამისად ინარჩუნებთ წყობების დონეს უცვლელად. ამ ვარიანტის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ თუ გყავთ კანდიდატების დიდი რაოდენობა, შეგიძლიათ შეარჩიოთ ის ფეხბურთელები, რომლებიც საუკეთესო ფორმაში შეხვდებიან პირველი ოფიციალურ მატჩს. ცუდი არ არის საშალო-დიდი ქვეყნებისთვის.
თქვენ ვერ გადალახეთ საკვალიფიკაციო ციკლი წინასწარ რამოდენიმე რაუნდით ადრე.
შეიძლება ბოლომდე ბრძოლა, სარეიტინგო ქულების დასაგროვებლად, ან შემდეგი ციკლისთვის მზადება გუნდში შედარებით ახალგაზრდა და გამოუცდელი ფეხბურთელების ვარჯიშით.
თქვენ ვერ გადალახეთ საკვალიფიკაციო ციკლი მხოლოდ უკანასკნელ მატჩში.
ვამზადებთ ნაკრებს შემდეგი ციკლისთვის, თუ როგორ, თქვენი გადასაწყვეტია.

ოქროს თაობა
ოქროს თაობა ან Golden Generation (GG) - შედგება დაახლოებით მსგავსი ასაკის ფეხბურთელებისგან, რომლებმაც მიღეს გამოცდილების ვარჯიში ოფიციალურ მატჩებში, რისთვისაც მოხდა ერთი ან რამოდენიმე შესარჩევი ციკლის გაწირვა. ახალგაზრდული ნაკრების მაგალითზე ეს ნიშნავს: იმის ნაცვლად, რომ საკვალიფიკაციო რაუნდში სათამაშოდ გამოიძახონ 20 წლის საუკეთესო ფეხბურთელები, აყავთ შემდეგი თაობის 17-18 წლისები, რომლებიც ატარებენ ყველა ოფიციალურ და ამხანაგურ მატჩებს, ყველგან ან თითქმის ყველგან მარცხდებიან, გადიან ბოლო ადგილზე, თუმცა შემდეგი შესარჩევი ციკლისთვის ნაკრები დაკომპლექტებულია ძალიან გამოცდილი ფეხბურთელებით, რაც უზრუნველყოფს უპირატესობას ჯგუფის სხვა ნაკრებებთან შედარებით. ეს მეთოდი უფრო შესაფერისია პატარა ქვეყნებისთვის, ფეხბურთელთა მცირე პულებით. პირადად მე არ ვარ ამ ვარიანტის მომხდე და გირჩევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოთ, თუ თქვენმა წინამორბედმა ჩააგდო სამზადისი და გადმოგაბარათ ყოვლად უვარგისი ნაკრები, რომლითაც წარმოუდგენელია კვალიფიკაციის გავლა. ამ შემთხვევაში შეიძლება ყურადღების გამახვილება შემდეგ თაობაზე, თუ იქ მოიძებნება რამოდენიმე პერსპექტიული ფეხბურთელი.

ფეხბურთელის გადარჩენა უპატრონო გუნდებიდან
ფეხბურთელები, რომლებიც იმყოფებიან უპატრონო გუნდებში, შესაძლოა ნებისმიერ მომენტში გაქრნენ სისტემიდან და მათი დაბრუნება შეუძლებელი იქნება. თუმცა არსებობს რამოდენიმე მეთოდი, ასეთი ფეხბურთლების ტრანსფერზე დასაყენებლად, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეს ნაკრების მწვრთნელმა. მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია ასეთი ფეხბურთელის გადარჩენა. უპატრონო გუნდში იგულისხმება ისეთი გუნდი, რომელსაც არ ყავს აქტიული მეპატრონე, ან სულაც ბოტია. ასეთი ფეხბურთელის ტრანსფერზე დასაყენებლად 0 ლარად აუცილებელია შემდეგი პირობების დაკმაყოფილება:
- ფეხბურთელი ირიცხება ნაკრებში დროის მოცემულ მომენტში.
- ფეხბურთელს ჩატარებული აქვს მინიმუმ 3 მატჩი ნაკრებში ( ეროვნულში ან ახალგაზრდულში), იმ ქვეყნის სახელით, სადაც იგი იმყოფება მოცემულ მომენტში.
თქვენ შეგიძლიათ ნაკრებში გამოიძახოთ ფეხბურთელი მხოლოდ აქტიური გუნდიდან. გახსოვდეთ, რომ მენეჯერი (მხარნდამჭერის გარდა) კარგავს გუნდს ბოლო შემოსვლიდან 49 დღეში. თუ ამ დროის მანძილზე ვერ მოასწრებთ ფეხბურთელის ნაკრებში გამოძახებას, იგი სამუდამოდ დაიკარგება. ხოლო, თუ ფეხბურთელი ჩაირიცხა ნაკრებში მანამ, სანამ გუნდი დარჩა მენეჯერის გარეშე, მას შეუძლია გააგრძელოს თამაში ნაკრებში. თუმცა უნდა გახსოვდეთ ის ფაქტი, რომ ასეთ გუნდს ნებისმიერ დროს შეიძლება გამოუჩნდეს ახალი მეპატრონე, ასეთ შემთხვევაში გუნდის ყველა ფეხბურთელი წაიშლება სისტემიდან და ნაკრების ფეხბურთელიც დაიკარგება (ამ დროს გუნდის განწყობა არ დაიკლებს, როგორც ეს ნაკრებიდან გარიცხვის დროს ხდება).
ფეხბურთელი შესაძლოა ტრანსფერზე დაყენდეს ავტომატურად ან ხელით, ნაკრები გუნდების ადმინისტრატორების(NTA) მიერ.
თუ ფეხბურთელს ნაკრებში ჩატარებული აქვს 3 მატჩი და ირიცხება ნაკრებში, მაშინ გუნდის გაბოტების ( პირველი, მერვე ან მე15 კვირას) ან გაბანკროტების შემთხვევაში იგი ავტომატურად დადგება ტრანსფერზე. ხოლო თუ მენეჯერი დიდი ხნის განმავლობაში არ შემოსულა და თქვენ ფიქრობთ, რომ არის საფრთხე, გუნდი დარჩეს მეპატრონის გარეშე , მაშინ მეპატრონის ბოლო შემოსვლიდან 36-ე კვირიდან დაწყებული , თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ ამის შესახებ NTA-ებს და სთხოვოთ დააყენონ ფეხბურთელი ტრანსფერზე. ამისთვის შეგიძლიათ გამოყენოთ შემდეგი ფორმა:
(/Help/Contact.aspx?InfoInstanceID=7). შეტყობინების ტექსტი დაალხოებით ასეთი:
- Hi, kindly ask you to release player (სახელი + ფეხბურთელის id)
თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი დრო, რათა სათითაოდ აკონტროლოთ ყველა ფეხბურთელი, ამის გაკეთება შეუძლია Hattrick Portal-ს, შეტყობინებების გვერდზე. თუმცა იყავით ფრთხილად ისეთი ფეხბურთელების შემთხვევაში, რომლებიც ირიცხებიან მეორად გუნდებში. თუ მეპატრონე მეორად გუნდს გააუქმებს, ასეთი გუნდი მაშინვე ხდება უპატრონო და თქვენ ვერ მოასწრებს სასურველი ფეხბურთელის გადარჩენას.

2019-01-21 11:06:07, 638 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20892]

 
Server 071