კლასიკური ონლაინ საფეხბურთო მენეჯერი
ჰეთთრიქი არის ონლაინ საფეხბურთო მენეჯერული თამაში, სადაც თქვენ მოირგებთ გუნდის მენეჯერის როლს და დაგეკისრებათ თქვენი კლუბის მწვერვალებისკენ გაძღოლის მისია! თქვენ მოგიწევთ ყველაფრის განკარგვა: ყიდულობთ და ყიდით ფეხბურთელებს, ადგენთ სავარჯიშო გეგმას, შეიმუშავებთ სათამაშო ტაქტიკას თითოეული მატჩისთვის, რომელსაც ითამაშებთ ეროვნულ ლიგაში და თასზე, როგორებიცაა აშშს პირველობა და US Open Cup.
მატჩის დაწყების დროის დადგომისთანავე, ჩვენ მოვახდენთ შეხვედრის სიმულირებას და თქვენ შეგეძლებათ მატჩის რეპორტიორში კომენტატორის თანხლებით მიადევნოთ თვალი მატჩში მომხდარ მოვლენებს, რა დროსაც ასევე გექნებათ მოწინააღმდეგე მენეჯერთან ჩატში მიმოწერის შესაძლებლობაც! სურვილის შემთხვავაში, თქვენ შეძლებთ უკვე დასრულებული მატჩის ყურებასა და ანალიზს.
ჰეთთრიქი პირველ რიგში სტრატეგიული ჟანრის საფეხბურთო თამაშია, სადაც გეგმის დასახვა აუცილებელია ხანგრძლივ პერიოდზე გათვლით. გსურთ კაპიტალდაბანდების გაკეთება უკეთესი ახალგაზრდული გუნდის შესაქმნელად? ან იქნებ ასაკოვანი ვარსკვლავების შეძენა გირჩევნიათ, რომლებიც მოკლე დროში გააუმჯობესებენ თქვენი გუნდის თამაშის ხარისხს? ახალგაზრდული გუნდიდან ნიჭიერი მცველების დაწინაურება იქნება პრიორიტეტი, თუ შემტევ ფეხბურთელებს ამჯობინებთ?
გააკეთეთ სწორი არჩევანი, თქვენი თინეიჯერი ტალანტები შესაძლოა ვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ და მრავალი სეზონის განმავლობაში ემსახურონ გუნდს. ვინ იცის, იქნებ თქვენს აკადემიაში ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს ან კილიან მბაპეს დონის ვარსკვლავი გეზრდებათ ჰეთთრიქული სამყაროს ვერსიით!
აღფრთოვანების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ ჰეთთრიქში შეჯიბრი მოგიწევთ ისეთ გუნდებთან, რომლებსაც სხვა ადამიანები მართავენ და თქვენსავით ცდილობენ კონკურენტი მენეჯერების დაჯაბნას. ჩვენს თამაშს ჰყავს გამოცდილი საზოგადოება, რომელთაგანაც შეძლებთ ბევრი სასარგებლო ინფორმაციის მიღებას (მაგ. ვარჯიშის საუკეთესო ხერხები, სწორი სათამაშო ტაქტიკის დაყენება, კლუბის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება და ა.შ.)
თქვენი ვარსკვლავი ფეხბურთელები შეიძლება საერთაშორისო ასპარეზზე სათამაშოდაც შეირჩნენ და ითამაშონ USA-(ი)ს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებში! ყოველ სეზონში ჰეთთრიქში მსოფლიო თასის გათამაშება იმართება, როგორც ეროვნულ, ასევე ახალგაზრდულ ნაკრებ გუნდებს შორის. ჰეთთრიქის მსოფლიო თასის ამჟამინდელი გამარჯვებულია España, მოდი ვადიდებდეთ მათ!
თუ კარგი მენეჯერი გახდებით, შეგეძლებათ თქვენი კანდიდატურა თამამად დააყენოთ ეროვნული ან/და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელის არჩევნებში, სადაც გამარჯვებას მოახერხებთ თქვენი კოლეგა მენეჯერების მხრიდან მხარდაჭერის მიღების შემთხვევაში. ამ მომენტისთვის ჰეთთრიქი მოიცავს 152 ეროვნულ ლიგას და თქვენ კანდიდატობა შეგიძლიათ ნებისმიერი მათგანის ნაკრების მწვრთნელის არჩევნებში, თუნდაც თქვენი გუნდი სხვა ქვეყანაში ასპარეზობდეს.
ჰეთთრიქში თავშესაქცევს ყოველთვის ნახავთ, იქნება ეს ფორუმზე განხილვებში მონაწილეობა თუ სატრანსფერო ბაზარზე დაკვირვება და მომგებიან ტრანსფერებზე მუშაობა.
მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, უნდა გახსოვდეთ, რომ ჰეთთრიქის თამაში თქვენთვის მოსახერხებელი გრაფიკითაც თავისუფლად შეგიძლიათ. კვირაში 30 წუთით შემოსვლისას სამატჩო ბრძანებების და სავარჯიშო გეგმის დაყენების შემთხვევაშიც კი, თქვენი გუნდი შეძლებს ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბებას და სხვებისთვის კონკურენციის გაწევას - მთავარია ყოველთვის ჭკვიანური გადაწყვეტილებები მიიღოთ.
მრავალი სხვა თამაშისგან განსხვავებით, ბონუსის თუ თამაშში გამოყენებადი ვალუტის შესაგროვებლად აქ არ მოგეთხოვებათ ყოველდღიურად შემოსვლა. ჰეთთრიქში რეალური ფულითაც კი შეუძლებელია სათამაშო უპირატესობის მომნიჭებელი შენაძენის გაკეთება. სანაცვლოდ შეგიძლიათ გახდეთ ჰეთთრიქის მხარდამჭერი, რომელიც გთავაზობთ სხვა და სხვა ფუნქციებსა და ხელსაწყოებს, რაც თამაშს უფრო სახალისოს და საინტერესოს გახდის, მაგრამ ეს სხვებთან შედარებით სათამაშო უპირატესობას არ მოგცემთ.
ჰეთთრიქი ორიგინალური საფეხბურთო მენეჯერული თამაშია, რომელიც არსებობს 1997 წლიდან. თამაშის დამაარსებლები კვლავაც აქტიურად უძღვებიან საყვარელ საქმეს და ჰეთთრიქის თამაშს ყველას უფასოდ სთავაზობენ.
ჩვენ გვწამს, რომ ჰეთთრიქი თავის თავში აერთიანებს ტრადიციული კუმპიუტერული საფეხბურთო მენეჯერული თამაშისთვის აუცილებელ საუკეთესო თვისებებს, მაგრამ უფრო საინტერესო სახით, რამდენადაც აქ თქვენს წინააღმდეგ რეალური ადამიანები თამაშობენ.
ის ასევე მოიცავს ფანტაზიური ჟანრის საფეხბურთო თამაშების და ისეთი კონსოლური თამაშების ასპექტებს, როგორიცაა თუნდაც "FIFA Ultimate Team", სადაც აგროვებთ ფეხბურთელებს და აწყობთ გუნდს სხვა მომხმარებლების წინააღმდეგ სათამაშოდ და ტიტულების თუ მიღწევების მოსაპოვებლად.
ყველას გულითადად გეპატიჟებით ჰეთთრიქში - მსოფლიოში საუკეთესო სტრატეგიული ტიპის საფეხბურთო თამაშში! აქ რეგისტრაცია სრულიად უფასოა და არაფრის ჩამოტვირთვაა აუცილებელი. სურვილის შემთხვევაში თქვენ გექნებათ iOS-ის ან ანდროიდის აპლიკაციით სარგებლობის საშუალებაც, საიდანაც შეგეძლებათ განკარგოთ თამაშის ყველა ასპექტი, რაც ჰეთთრიქს პარალელურად მობილურ თამაშადაც აქცევს.
გაფრთხილებთ! ჰეთთრიქი იწვევს მიჩვევას - ჩვენს თამაშს უკვე ჰყავს მრავალი მომხმარებელი რომელთაც 10 და კიდევ მეტი წლის თამაშის სტაჟი აქვთ და ამას კვლავაც აქტიურად განაგრძობენ.