ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ავტობიდინგის მაგალითები

ორი ავტობიდერი დებს ფსონს ერთმანეთის წინააღმდეგ

როდესაც აუქციონის ორი მონაწილე ავტოფსონს უპირისპირებს ერთმანეთს, გუნდი, რომელიც მეორე აკეთებს ფსონს, პირველ რიგში გაზრდის მიმდინარე ფსონს მინიმალური შესაძლებელი ბიჯით. შემდეგ სისტემა ერთმანეთს შეუდარებს ფსონებს და მაშინვე მიიღებს გადაწყვეტილებას მომდევნო ფსონის მოცულობაზე.

მაგალითი: გუნდი A აყენებს მაქს. ფსონად 50 000 €, და ამასთან მიმდინარე მაქს. ფსონად დებს 20 000 €-ს. შემდეგ გუნდი B დებს მაქს. ფსონს 40 000€-ს. ამ სიტუაციაში ვაჭრობას აქვს შემდეგი სახე:

გუნდი A - 20 000€
გუნდი B - 21 000€
გუნდი A - 41 000€

როგორც ხედავთ, სისტემა ამოწმებს ორივე ფსონს და შემდეგ გამოტოვებს ვაჭრობის იმ ნაწილს სადაც გუნდი A დებს გუნდი B-ს მაქს ფონს (40 000) და პირდაპირ ზრდის მას მინიმალური შესაძლო მნიშვნელობით.


შემთხვევა როდესაც ორი გუნდი ჩამოდის ერთნაირ მაქსიმალურ ფსონს

იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოფსონის განთავსებისას გუნდები უთითებენ ერთიდაიგივე მაქსიმალურ თანხას, უპირატესობა მიენიჭება იმ გუნდს, რომელიც პირველი გააკეთებს ფსონს. თუ ჩვენ გამოვიყენებთ წინა მაგალითს იმ განსხვავებით, რომ B გუნდიც მიუთითებს მაქსიმალურ თანხად 50 000€-ს, მაშინ აუქციონს ექნება შემდეგი სახე:

გუნდი A - 20 000€
გუნდი B - 21 000€
გუნდი A - 50 000€

სისტემა ამოწმებს ორივე ფსონს და გამოტოვებს ვაჭრობის იმ ნაწილს სანამ არ ავლენ მაქსიმალურ ფონზე. და იმის გამო რომ ორივე გუნდს მითითებული აქვს ერთიდაიგივე მაქსიმალური თანხა, პირველი ფსონის დამდები დებს ამ მაქსიმალურ თანხას და იგებს აუქციონს.


შემთხვევა, როდესაც არაავტომატური ფსონი კეთდება იგივე მოცულობით რაც აქტიური ავტოფსონით არის გათვალისწინებული.

თუ ფეხბურთელზე დაიდება ისეთი არაავტომატური ფსონი, რომელიც აღმოჩნდება აქტიური მაქსიმალური ავტოფსონის ტოლი, მაშინ პირველი ფსონის (ავტოფსონის) ავტორი დამარცხდება აუქციონში. ეს იმით არის განპირობებული, რომ ხელით გაკეთებულ ფსონს უპირატესობა ენიჭება ავტოფსონთან მიმართებაში. ამ ყველაფერს ექნება შემდეგი სახე:

გუნდი A – 20 000€
გუნდი B – 50 000€


შემთხვევა როდესაც ვინმე აკეთებს ისეთ ჩვეულებრივ (არაავტომატურ) ფსონს, რომელიც ნაკლებია აქტიურ მაქსიმალურ ავტოფსონზე, მაგრამ ამ მაქსიმალური ავტოფსონის თანხა ნაკლებია იმ მოცულობაზე, რაც აუცილებელია არაავტომატური ფსონის 2%-ით გასაზრდელად

ისევ და ისევ, აქაც მთავარ როლს თამაშობს არაავტომატური ფსონის უპირატესობა ავტოფსონთან მიმართებაში. კვლავ გამოვიყენოთ ზემოაღნიშნული მაგალითი, მაგრამ ვთქვათ, რომ B გუნდი აკეთებს ფსონს 49 500€-ს მოცულობით. A გუნდს კი აქვს მითითებული მაქსიმალურ ავტოფსონად 50 000€, მაგრამ ის ვერ გაზრდის არაავტომატურ ფსონს 2%-ით (ანუ 50 490€-მდე) და ამის გამო B გუნდი გამოცხადდება გამარჯვებულად. ფსონების ისტორიას ექნება შემდეგი სახე:

გუნდი A – 20 000€
გუნდი B – 49 500€


უკან >>
 
Server 070