გულშემატკივრები და სპონსორები

სპონსორებსა და გულშემატკივრებზე შემოსავლის მოცულობაა დამოკიდებული, ასე რომ სასურველია მათი კარგი განწყობის შენარჩუნება, რათა შემდეგ ეს ფინანსურად დაგიფასდეთ.

გულშემატკივრების განწყობა

თქვენი გულშემატკივართა კლუბის წევრებს მნიშვნელოვანი როლი უჭირავთ თქვენს ეკონომიკაში. ისინი იხდიან ფანკლუბის საწევრო გადასახადს (30 US$/წევრზე) წელიწადში ერთხელ, ასევე მათი განწყობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს შემოსავლებს სტადიონის ბილეთების გაყიდვიდან.

უმარტივესი გზა, რომლითაც მათი განწყობა მაღალ დონეზე შენარჩუნდება და ამასთან, მეტი გულშემატკივართა მოზიდვა მოხდება, მათი მოლოდინის გამართლებაა (ან გადაჭარბება). გულშემატკივართა განწყობა შეგიძლიათ მათ გვედზე ნახოთ.

სეზონის მოლოდინი

ყოველი სეზონის დასაწყისში ცნობილი გახდება გულშემატკივართა მოლოდინი გუნდისაგან. ეს მოლოდინი მეტწილად წინა სეზონის შედეგზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, რას მოელოდნენ ისინი იმ წელს.

თქვენი გუნდის წინსვლასთან (ან წარუმატებლობასთან) ერთად, გულშემატკივართა მოლოდინი შეიცვლება. თუკი თქვენ ახლახანს გადახვედით მაღალ ლიგაში, მათ ბევრის მოლოდინი ექნებათ, ხოლო თუ იგივე ლიგაში რჩებით წლიდან წლამდე, გულშემატკივრები მხოლოდ მცირედით მეტის იმედად იქნებიან.

მატჩების მოლოდინი

სეზონის მოლოდინი, თავის მხრივ, მატჩების მოლოდინზე ახდენს გავლენას. “გულშემატკივართა” გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ რას მოელიან თქვენგან ისინი ყოველ მატჩზე. საერთოდ, მათი მოლოდინი უფრო მაღალია როცა თქვენი გუნდი სახლში თამაშობს.

თუკი თამაშის შედეგი მათ მოლოდინს დაემთხვა, მათზე ეს დადებითად იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოიგებთ (და ძალიან არ გაუცრუვდებათ იმედი, თუ წაგებას ელოდნენ და მართლაც წააგეთ). თუ თქვენი შედეგი გულშემატკივართა მოლოდინზე უკეთესია, მათი განწყობა კიდევ უფრო მოიმატებს. მაგრამ, თუ თქვენ იმედი გაუცრუვეთ ფანებს, ეს ცუდად იმოქმედებს მათ ხასიათზე. სეზონის პირველი ტურებისთვის გულშემატკივართა რეაქცია ცოტათი უფრო თავშეკავებულია.

სეზონის დასაწყისში მატჩის მოლოდინი ორივე გუნდის გულშემატკივართა სეზონის მოლოდინზეა დამოკიდებული. სეზონის განმავლობაში კი მნიშვნელობას ორივე გუნდის მიერ დაკავებული ადგილი და მიღებული ქულების რაოდენობა იძენს. სათასო მატჩების მოლოდინი კი მხოლოდ სეზონურ მოლოდინზეა (ლიგაში მიღებული ადგილის გათვალისწინებით) დამოკიდებული.

გულშემატკივრებზე გავლენას ასევე გუნდის განწყობა და გუნდის ფინანსური რეზერვები ახდენს

მატჩის “ნახევარი ძალით” ჩატარება და “სეზონის მატჩის” არჩევა ასევე ახდენს გავლენას გულშემატკივართა რეაქციაზე თამაშის შედეგთან დაკავშირებით. თუკი შედეგი მოლოდინს ემთხვევა, ან უკეთესია, “ნახევარი ძალით” თამაში დადებით ეფექტს შეამცირებს, “სეზონის მატჩი” კი – გაზრდის.

თუკი შედეგი მოლოდინზე უარესია, “ნახევარი ძალით თამაშის” მითითება უარყოფით შედეგს გაზრდის, “სეზონის მატჩისა” კი – შეამცირებს.

რაც უფრო მეტია გუნდის ფინანსური რეზერვი, მით უფრო ძნელია გულშემატკივართა დადებითი განწყობის მატება, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ თქვენ მეტი ფინანსების გამოყენება შეგიძლიათ წარმატების მისაღწევად. მდიდარი გუნდების გულშემატკივრები უფრო მწვავედ რეაგირებენ დამარცხებაზე და უფრო ნაკლებად – გამარჯვებებზე, ვიდრე შედარებით ღარიბი კლუბების ფანები. რაც უფრო მეტი ფული გაქვთ, ეს გრძნობები მით უფრო მძაფრია.

სპონსორები

სპონსორები თქვენი კლუბისთვის შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენენ. მათ მიერ გაღებული თანხა დამოკიდებულია თუ რომელ დივიზიონში იმყოფებით და ასევე რამდენად დიდი ფანკლუბი გყავთ.

სასპონსორო თანხის მიღება სეზონის მანძილზე კვირაში ერთხელ ხდება და ეს თანხა მუდმივია, სანამ ახალი სეზონი არ დადგება.

 
Server 071