ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

თამაშის წესები

ქცევის წესები

თქვენ შეგიძლიათ უამრავი რამის კეთება ჰეთთრიქში და ჰეთთრიქთან ერთად, მაგრამ იმისათვის, რომ თამაში ყველასათვის გასართობი იყოს, ჩვენ გვაქვს შესაბამისი ქცევის წესები. ეს წესები მარტივი და ადვილად გასაგებია და ის გამოიყენება ჰეთთრიქის ნებისმიერ ადგილას. ჰეთთრიქი უნდა იყოს სასიამოვნო და უსაფრთხო ყველასათვის, მიუხედავად ასაკისა, სქესისა, რასისა და რელიგიისა. თქვენ ვალდებული ხართ იყოთ ზრდილობიანი, პატივი სცეთ სხვა მომხმარებლებს და ითვალისწინებდეთ იმ ფაქტს, რომ ჰეთთრიქის კარი ბავშვებისთვისაც ღიაა.ნებისმიერი დამრღვევი შეიძლება დისკვალიფიცირებულ იქნას თამაშიდან მომენტალურად. გაითვალისწინეთ, რომ გეიმმასტერებს სრული უფლება აქვთ გადაწყვიტონ ვინ არღვევს წესებს და ვინ არა.

თქვენთვის, როგორც ჰეთთრიქის მოთამაშისათვის, კატეგორიულად აკრძალულია შემდეგი:

  • მუქარის, შეურაცხმყოფელი ან დამამცირებელი სახის წერილების ფოსტით, სტუმართა წიგნით ან სხვა საშუალებით, მოთამაშეებისათვის გაგზავნა ან ფორუმზე დაწერა. მოთამაშეებისთვის სპამის გაგზავნა ან ფორუმზე დაწერა, რაც შეიცავს რეკლამების, ამხანაგური მატჩების მოთხოვნების და გულშემატკივრობის მოთხოვნების გაგზავნას. ასევე აკრძალულია უხამსად და შეურაცხმყოფელად მოქცევა.
  • ჰეთთრიქის საკუთრების მოპარვისა ან ზიანის მიყენების მცდელობა, ან ამაში სხვისთვის ხელშეწყობა, წახალისება. ამ საკუთრებაში შედის სერვერები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვა მასალები, რომელთა საავტორო უფლებებიც დაცულია.
  • ვებ გვერდის სკანირება, შექმნა, გამოყენება და გავრცელება პროგრამული უზრუნველყოფისა, რომლებიც ავტომატიზაციას უკეთებენ სათამაშო პროცესის ელემენტებს, თუ ეს პროგრამები არ არის დამტკიცებული თამაშის შემქმნელების მიერ. აგრეთვე აკრძალულია ვებ გვერდის შემადგენელი ნაწილების ავტომატურად გამოყენება სხვა ვებ გვერდებზე ან პროგრამებში.
  • სხვა მოთამაშეთა პაროლის მოპარვის მცდელობა, ან მათთვის ზიანის მიყენება რაიმე სხვა შეუფერებელი მეთოდით.
  • მცდელობა ინფორმაციის მიღებისა იმ ბმულების გამოყენებით, რომლებიც არ დევს ვებ გვერდზე, ან ინფორმაციის გაგზავნა ანალოგიური ხერხებით. ინფორმაციის მიღება შევიძლიათ მხოლოდ თქვენი ბრაუზერის გამოყენებით საიტის ნავიგაციის სისტემით ან CHPP პროგრამით.
  • თაღლითობის უსამართლოდ დაბრალება, რეალური ნივთების რეკლამირება (მათ შორის იმ რეფერალის ბმულებისა, რომლისგანაც თქვენ სარგებელს იღებთ), კრიმინალური მოქმედებების და/ან ნარკოტიკების პოპულარიზაცია, ჰეთთრიქის ოფიციალურ პირებთან არსებული დიალოგის გამოქვეყნება, გეიმმასტერთა და მოდერატორთა გადაწყვეტილებათა მესამე პირთათვის გამხელა და მათი სხვა მომხმარებლებთან განხილვა.

ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ მხოლოდ ერთი ექაუნთი. კიდევ ერთხელ, ერთზე მეტი ექაუნთის ქონა სასტიკად აკრძალულია. თუ ამას გააკეთებთ, თქვენ თამაშიდან დაბლოკვის საშიშროების ქვეშ აღმოჩნდებით. არ გიშველით ის, რომ ექაუნთი თქვენმა მეგობარმა დაარეგისტრირა, თუ თქვენ აკონტროლებთ მას (იძლევით ბრძანებებს), თქვენ ითვლებით მის მეპატრონედ. თქვენი ექაუნთი პირადულად ითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს მეგობრებსა თუ ოჯახის წევრებს არ შეუძლიათ მასში შესვლა და თქვენ არ შეგიძლიათ მისი ვინმესთვის ჩუქება. ასევე აკრძალულია ფეხბურთელების შეძენა მეგობრებისგან არასაბაზრო ფასად! თუ თქვენ არასაბაზრო ფსონი მიიღეთ თქვენს რომელიმე ფეხბურთელზე, ჯობია მაშინვე დაუკავშირდეთ გეიმმასტერებს. გეიმმასტერებთან დასაკავშირებლად გამოიყენეთ ეს ბმული კონტაქტი

ყველა სიტუაცია, რომელიც წესებში ზუსტად არ არის აღწერილი, შეუძლიათ გადაწყვიტონ ჰეთთრიქის თანამშრომლებმა (GM, Mod, CHPP) წესების პრინციპების გამოყენებით. ასევე, ნებისმიერი სახის საუბარი ჰეთთრიქის პერსონალთან პირადულია და არ შეიძლება იქნას გამოქვეყნებული ან ვინმესთვის გადაცემული.

 
 
Server 081