ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

თამაშის წესები

კომერციული წერილები

ჰეთთრიქის ფორუმი, სტუმართა წიგნები და სხვა სახალხო შეკრების ადგილები არ არის კომერციული წერილების დასაწერად. მთავარი პრინციპი ის არის, რომ როგორც ჰეთთრიქის მოთამაშე, თქვენ არ უნდა ნახულობდეთ ისეთი შინაარსის წერილებს, რომლებსაც სარგებელი მოაქვთ სხვა მოთამაშეებისთვის რეალურ ცხოვრებაში.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ აკრძალულია კომპანიის ან პროდუქტის სახელის დაწერა როცა ამას კონტექსტი მოითხოვს. მაგრამ, თუ თქვენ ბოროტად გამოიყენებთ ამას და ეცდებით კომერციული წერილების გავრცელებას, ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ ისინი, დაგაჯარიმოთ ან თუნდაც დავბლოკოთ თქვენი გუნდი. დისკუსიები დაშვებულია, რეკლამები – არა. ეს მიჩნეულია როგორც სპამი და ჩვენი საერთო ადგილის დაბინძურება.

არა–ჰეთთრიქულ ფორუმის განყოფილებებში ჩვენ უფლებას გაძლევთ სხვა საიტებისა და სხვა ონლაინ თამაშების შესახებ თემების გახსნისა. ჩვენ ამას ჩვენი მოთამაშეებისათვის ვაკეთებთ, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს კომერციაში. თუ კომპანიები დაიწყებენ ჰეთთრიქის, როგორც უფასო სარეკლამო საშუალების, გამოყენებას, ან თუ ჩვენს ფორუმზე გაჩნდება სარეკლამო ბმულები, ჩვენ შეგვიძლია ეს წერილები და თემები შავ სიაში გადავიტანოთ და მათი ავტორებიც დავბლოკოთ. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე გამოვცადეთ ასეთი მაგალითები და მათი ახლიდან გამოცდა აღარ გვსურს.

ჰეთთრიქი, თავის მხრივ, იყენებს ფორუმს პარტნიორების ატქიურობების და მათი პროდუქტების გასავრცელებლად ან სარეკლამოდ. მაგრამ, დროდადრო ჩვენ გატყობინებთ სიახლეებს ჩვენი პარტნიორი კომპანიების შესახებ. ჩვენ ვცდილობთ გადავაქციოთ ფორუმი წმინდა სათამაშო განყოფილებად, თუმცა ზოგჯერ გვჭირდება ჩვენს მოთამაშეებთან კომუნიკაცია, თუნდაც კომერციულ თემებთან დაკავშირებით.

 
Server 070