ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

თამაშის წესები

ჰეთთრიქი სრულიად უფასოა. ჩვენ უბრალოდ მოვითხოვთ დაიცვათ ჩვენი მარტივი წესები. თუ ფიქრობთ, რომ ვინმე არღვევს წესებს, გთხოვთ, მიმართეთ გეიმმასტერებს.

ჰეთთრიქის პერსონალი მუდმივად ცდილობს თამაშის გაუმჯობესებას. ყოველ წუთს შეიძლება თამაშში რაღაც შეიცვალოს და ახალი რამ გაჩნდეს, თუმცა უმთავრესი სისტემური ცვლილებები ძირითადად სეზონებს შორის ხდება. ჰეთთრიქი მუდმივად განვითარებადი თამაშია, რომელიც არასდროს „მთავრდება“, ამიტომ, ზოგჯერ იძულებულნი ვართ, ოდნავ შევცვალოთ ესა თუ ის ასპექტი, თუნდაც იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ზოგიერთი გუნდი აბსოლუტურად დაუძლეველი არ გახდეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სათამაშო პროცესის მონიტორინგისას მისი პროგრამისტები ზოგჯერ იძულებულნი არიან მასზე მართვითი ზეგავლენა მოახდინონ. ისინი ამის გაკეთებას მაქსიმალურად სამართლიანად და უმტკივნეულოდ ცდილობენ, თან ამის შესახებ ყველას ბევრად ადრე აფრთხილებენ, რათა მომხმარებელს მომავალი ცვლილების გასათვალისწინებლად საკმარისი დრო ჰქონდეს. თუმცაღა, ცალკეულ შემთხვევებში სიტუაცია დაუყოვნებლივ ჩარევას ითხოვს.

ჩვეულებრივად, სერვერები ყოველთვის მზად არიან საქმისთვის, ოპერატიული ჩარევებით და განახლებებით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გაგაფრთხილოთ, როცა სერვერი შეიძლება შეფერხდეს, მაგრამ ზოგ ვითარებაში ჩვენ გვიხდება პრობლემებთან შებრძოლება წინასწარ გაფრთხილების გარეშე.

ხანდახან გაუთვალისწინებელი შემთხვევებიც ხდება, როგორიცაა პროგრამული ჩავარდნები (ე.წ. ბაგები). თუ თქვენ რაიმე საეჭვო აღმოაჩინეთ, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ გეიმმასტერს და ჩვენ მაშინვე გავერკვევით სიტუაციაში. როდესაც ჩვენ შეცდომებს ვასწორებთ, ვცდილობთ რეალობასთან მაქსიმალურად დაახლოებულნი ვიყოთ, თუმცა პრაქტიკული მიზეზების გამო მატჩის გადათამაშება შეუძლებელია. მსაჯთა უსამართლო გადაწყვეტილება, თამაშის გამფუჭებელი მოედნის ხარვეზები ან უბრალო უიღბლობა, როგორც უკვე ითქვა, თამაშის ნაწილია.

 
Server 070