ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ჰეთთრიქ მასტერსი

ჰეთთრიქ მასტერსი არის საერთაშორისო ტურინირი, რომელშიც მონაწილეობენ თასისა და ჩემპიონატის გამარჯვებულები. ის თამაშდება 4 კვირის განმავლობაში, ყოველ სეზონში ლიგის მე-4 რაუნდის შემდეგ. მატჩები იწყება 20.00 საათზე ორშაბათობით და ხუთშაბათობით.

განრიგი

256 გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს მასტერსში და გათამაშება ხდება თასის გათამაშების მსგავსად 8 რაუნდის მანძილზე. თითოეული რაუნდისათვის ტარდება კენჭისყრა და სრულიად შემთხვევითად ხვდებიან გუნდები ერთმანეთს, ხოლო მატჩები ტარდება ნეიტრალურ მოედანზე.

თუ არ არის გუნდების საკმარისი რაოდენობა, იმისათვის რომ შეივსოს პირველი რაუნდი სრულად, მაშინ რამოდენიმე იღბლიანი გუნდი (შემთხვევითად არჩეული) გამოტოვებს პირველ რაუნდს და შეუერთდება ტურნირს მეორე რაუნდიდან. თუ რომელიმე ის გუნდი, რომელიც გახდა თასის ან ლიგის გამარჯვებული, მასტერსის დაწყებამდე გაკოტრდა(ან შეეცვალა მფლობელი), მაშინ ის ვერ მიიღებს მასტერზსში მონაწილეობას. ერთი გუნდის მიერ თასის და ლიგის ერთდროულად მოგების შემთხვევაში, მასტერზსში მონაწილეობას მიღებს, შესაბამისი ქვეყნიდან, მხოლოდ ერთი გუნდი.

წესები სპეციალური ტურნირებისათვის

არსებობს სპეციალური წესები, რომლებიც ვრცელდება მასტერსზე:

ბარათები და ტრავმები: ბარათები არ მოქმედებს (რა თქმა უნდა, თამაშში მიღებული წითელი ბარათების გარდა, რომლებიც აისახება თავად კონკრეტულ მატჩზე), მაგრამ ტრავმები ჩვეულებრივად ვრცელდება.

გუნდის განწყობა: "სეზონის მატჩით" (მოთსი) ან "ნახევარი ძალით თამაშით" (ფიქი) თქვენი გუნდის განწყობა არ დაიწევს/აიწევს ისეთივე მაღალი ეფექტით, როგორც ეს ხდება რეგულარული მატჩების შემდეგ. თუმცა, თავად მატჩის განმავლობაში, ეფექტია იგივეა, როგორც რეგულარული მატჩის მიმდინარეობისას.

ვარჯიში: მასტერსის თამაშები არ მოქმედებს მოთამაშეების ვარჯიშზე.

მასტერსის შემოსავალი

საკუთარ მოედანზე და სტუმრად მოთამაშე გუნდი, 50/50-ზე იყოფს მაყურებლებისაგან შემოსულ ფულს. უკეთესმა გუნდმა შესაძლოა მიიღოს საპრიზო თანხა, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ.

ჰეთთრიქ მასტერსის გამარჯვებული მიიღებს 800 000 US$, მეორე ადგილის მფლობელი მიიღებს 400 000 US$, დანარჩენ დამარცხებულ ორ ნახევარფინალისტს კი 200 000 US$. მეოთხედფინალში გავარდნილი გუნდების საპრიზო თანხაა 100 000 US$ და მერვედფინალში გავარდნილების 50 000 US$.

 
 
Server 081