ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

შესავალი

ჰეთთრიქის ყველა ქვეყანას ჰყავს ეროვნული და 21 წლამდე ნაკრებები, რომლებიც არჩეული მწვრთნელების მიერ იმართება.

მწვრთნელის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის მოთამაშეები. ეროვნული მწვრთნელი ორი სეზონის ვადით ირჩევა და ამ ვადის ამოწურვამდე ის ამ ნაკრების მწვრთნელი იქნება, თუ არ დაიბლოკა ან თავისით მიატოვა თამაში. არჩევნების შესახებ მეტი ინფორმაცია თამაშის ძირითად წესებში.

არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი. იმისათვის, რომ გარანტირებული იყოს გამჭვირვალობა, ადმინისტრატორებს აქვთ უფლება მოახდინონ იმ კანდიდატების დისკვალიფიკაცია, რომელთა მოქმედებამაც შეიძლება მათ არჩევნებში არასამართლიანად მოუტანოთ უპირატესობა სხვა კანდიდატებთან მიმართებაში. არჩევნების თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის გასაცნობად შეგიძლიათ მოინახულოთ სახელმძღვანელო.

ეს წესები არის დამატება ძირითად ჰეთთრიქის წესებზე. თუ ამ წესებში არის რაიმე დაპირისპირება ძირითად წესებთან მაშინ გაითვალისწინება ძირითადი წესები.

ერთი პიროვნება არ შეიძლება ორი ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ან ორი ახალგაზრდულის მწვრთნელი იყოს. ეს რომ შესაძლებელი იყოს, შეიძლება თქვენი ორი გუნდი ერთმანეთს შეხვდეს, რაც დაუშვებელია. ეს აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ ჰეთთრიქის ფდედერაცია არ მოქცემთ უფლებას ორი სხვადასხვა ქვეყნის ლიგაში არჩევნებში მონაწილეობისა - არც იმ შემთხვევაში როდესაც ერთ ქვეყანაში თუ მიიღებთ მონაწილეობას და არჩევნების იქ დასრულების შემდეგ გადახვალთ მეორე ქვეყნის არჩევნებში

დამატებითი წესები და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოქვეყნებულია ნაკრებების ფორუმზე, რაც მხოლოდ ნაკრებების მწვრთვნელებისთვისაა. ისინი ამ ფორუმზე ყველა წესის გასაცნობად უნდა შევიდნენ.

 
Server 070