ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ფსიქოლოგია

გუნდის მართვა არ არის მხოლოდ ვარჯიში და ტაქტიკა, ეს აგრეთვე გუნდის ფსიქოლოგიაცაა. თქვენს გუნდს უნდა უნდოდეს მოგება, სჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების. გუნდის ფსიქოლოგია ეფექტს ახდენს მატჩის შედეგზე და ასევე მატჩის შედეგიც ცვლის გუნდის ფსიქოლოგიას.

გუნდის განწყობა

თქვენი გუნდის გამოსვლა დამოკიდებულია იქ არსებულ ატმოსფეროზე. გუნდის სულისკვეთება გავლენას ახდენს ნახევარდაცვაზე და რაც უფრო მაღალია გუნდის სულისკვეთება მით უკეთესად თამაშობს ნახევარდაცვა ეს კი თავის მხრივ მხრივ განაპირობებს ბურთის ფლობას. გუნდის განწყობაზე საკმაოდ ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის მწვრთნელის ლიდერობის უნარი, წინა მატჩებში არჩეული გუნდის შემართება, ტრანსფერები და ფსიქოლოგი.

თავდაჯერებულობა

თქვენს ფეხბურთელებს უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის იმისათვის, რომ ითამაშონ უკეთ. თუ თქვენი გუნდის თავდაჯერებულობის დონე დაბალია, მაშინ ფეხბურთელებს უფრო გაუჭირდებათ მეტოქის დაცვის დაჯაბნა. მაღალი თავდაჯერებულობა კარგია, მაგრამ თუ ის ძალიან მაღალია მაშინ ჩნდება რისკი მოწინააღმდეგის შეუფასებლობისა ანუ ძალიან თავდაჯერებულმა გუნდმა შესაძლოა ვერ შეაფასოს მოწინააღმდეგე (მეტი ინფორმაცია იხილეთ ქვემოთ) გუნდის თავდაჯერებულობა მოქმედებს შეტევის რეიტინგზე. იგი ძლიერაა დამოკიდებული ჩატარებული უახლოესი მატჩების შედეგებზე, მაგრამ თავდაჯერებულობის მომატებაში თქვენ ფსიქოლოგი და ასევე გუნდის მწვრთნელის მაღალი ლიდერობის უნარი დაგეხმარებათ.

გუნდის შემართება

თამაშის წინ თქვენ უხსნით მოთამაშეებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მატჩი. შემართება განსაზღვრავს ბურთის ფლობას მატჩში. ასარჩევად გაქვთ სამი ვარიანტი:

სეზონის მატჩი: მოთამაშეები ყველაფერს გაიღებენ მატჩის მოსაგებად. თუმცა მატჩის დამთავრებისთანავე დაეცემა გუნდის განწყობა, რაც ნიშნავს, რომ შემდეგ თამაშებზე უარესად ითამაშებენ.

ჩვეულებრივი: მოთამაშეები თამაშობენ როგორც ჩვეულებრივ.

ნახევარი ძალით თამაში: მოთამაშეებს ესმით, რომ თამაშს არ უნდა მიუდგნენ მთელი სერიოზულობით, რადგან წინ უფრო მნიშვნელოვანი მატჩებია. მატჩის შემდეგ გუნდის განწყობა იზრდება, რაც მომდევნო თამაშებში უკეთ გამოსვლის საშუალებას იძლევა.

ფეხბურთელის პირადი თვისებები

ყველა მოთამაშე გამოირჩევა თავისი პირადი თვისებებით. უპატიოსნო და აგრესიული მოთამაშეები უფრო ხშირად მიიღებენ ყვითელ და წითელ ბარათებს. ლიდერობა მნიშვნელოვანია მწვრთნელისა და გუნდის კაპიტნისთვის.

ფსიქოლოგიური მოვლენები მატჩში

მატჩის დროს შექმნილმა მდგომარეობამ შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს თქვენი ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ ქმედებებზე. მსგავსმა შემთხვევებმა შეიძლება დიდი გავლენა იქონიონ კონკრეტული მატჩის მიმდინარეობისას, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ, ეს შემთხვევები არ იმოქმედებენ გუნდის თავდაჯერებულობაზე ან განწყობაზე. როდესაც რომელიმე გუნდი მატჩის მიმდინარეობისას იღებს ორბურთიან უპირატესობას, მას ავტომატურად უნელდება შეტევის სურვილი და ყურადღება გადააქვს დაცვითი თამაშისკენ. ეს ეფექტი უფრო და უფრო იზრდება, თუ გუნდი კიდევ უფრო მეტად დაწინაურდება ანგარიშში, შედეგად ყოველი მომდევნო გატანილი გოლით უპირატესობის გაზრდის შემდეგ, შეტევა შემცირდება 9%-ით, ხოლო დაცვა კი მოიმატებს 7.5%-ით. საპირისპიროდ თუ მოწინააღმდეგე მოახერხებს ანგარიშში სხვაობას შემცირებას, შეტევითი პოტენციალი უკუეფექტის გზით დაიწყებს ნელ-ნელა მატებას და ანგარიშის ერთბურთიან სხვაობამდე დაყვანის შემთხვევაში იგი სრულად აღდგება. რეიტინგების ცვალებადობის კუთხით, არსებობს ზედა ზღვარი 8 ბურთიან უპირატესობაზე, რომლის შემდეგაც რეიტინგებზე ზემოქმედება აღარ მოხდება.

ზოგიერთ შემთხვევაში გუნდებს აქვთ საშუალება თავიდან აირიდონ აღნიშნული ფსიქოლოგიური ეფექტი. თუ გუნდი თამაშობს "სეზონის მატჩს" მაშინ ფეხბურთელები უკან დახევის გადაწყვეტილებას არ მიიღებენ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი გუნდი დიდი ანგარიშით იქნება დაწინაურებული. იგივე ეხება იმ შემთხვევებს, როდესაც გუნდი ატარებს ეროვნული თასის, მსოფლიო თასის ან ჰეთთრიქ მასთერზის ფინალურ მატჩს და დივიზიონის ბოლო ტურის შეხვედრას.

მეტიც, გუნდი რომელიც უჩვეულოდ ცუდად თამაშობს შეხვედრის პირველ ნახევარში, შესაძლოა მწვრთნელის მხრიდან მიღებული მითითებების დამსახურებით მეორე ნახევრიდან გამოცოცხლდეს და უკეთესად ათამაშდეს.

დაუფასებლობა

იმ შემთხვევაში, თუ ხვდებით სატურნირო ცხრილში თქვენზე ცუდ პოზიციაზე მყოფ გუნდს და ამავდროულად, თქვენი გუნდის თავდაჯერებულობა მაღალია, თქვენმა ფეხბურთელებმა შეიძლება სათანადოდ არ შეაფასონ მეტოქე და ითამაშონ ჩვეულებრივზე ნაკლებ დონეზე. მეტოქის დაუფასებლობის რისკი დამოკიდებულია ქულებისა და სატურნირო ცხრილში გუნდების პოზიციებს შორის სხვაობაზე, თქვენი გუნდის თავდაჯერებულობის დონესა და მატჩისთვის გუნდის შემართებაზე. რაც უფრო დიდია სხვაობა, თავდაჯერებულობის დონე და ა.შ. - მით უფრო დიდია რისკიც. მეტოქის დაუფასებლობის რისკის გამორიცხვის ერთადერთი საშუალებაა 'სეზონის მატჩის' თამაში.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ვერ შეაფასებთ მოწინააღმდეგეს; ქულებს შორის სხვაობა, თავდაჯერებულობის დონე, გუნდის შემართება და სახლში\სტუმრად თამაში წყვეტს თუ რა დონეზე ვერ შეაფასეთ ოპონენტი. თუმცა, შესვენების შემდეგ მეტოქის დაფასებაა შესაძლებელი, რაც რეზულტატზეა დამოკიდებული: დაფასება სრულად ხდება, თუ თქვენი გუნდი მარცხდება, 2/3-ით ფრის შემთხვევაში და 1/3-ით 1 ბურთით უპირატესობის შემთხვევაში.

გაითვალისწინეთ, რომ მეტოქის დაუფასებლობა მხოლოდ დივიზიონის მატჩებში შეიძლება მოხდეს, პირველი სამი ტურის შემდეგ.

 
 
Server 080