ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ლიგების სისტემა

ჰეთთრიქში სეზონი 16 კვირას გრძელდება: 14 ლიგის თამაშები (თითო ჯგუფში 8 გუნდია, რომლებიც ორ წრედ თამაშობენ), ერთი კვირა საკვალიფიკაციო მატჩებისთვის და ერთიც თავისუფალი კვირა.

დივიზიონის სქემა

სხვადასხვა ქვეყანაში ლიგების რაოდენობა შესაძლოა სხვადასხვა იყოს, თუ ზოგადი სტრუქტურა ყოველთვის ერთნაირია. მაგალითად იტალიის ჩემპიონატი ასე გამოიყურება:

1 I დივიზიონი (Serie A)
4 II დივიზიონი (II.1, II.2, II.3, II.4)
16 III დივიზიონი (III.1... III.16)
64 IV დივიზიონი (IV.1... IV.64)
256 V დივიზიონი (V.1... V.256)
1024 VI დივიზიონი (VI.1... VI.1024)
1024 VII დივიზიონი (VII.1... VII.1024)
2048 VIII დივიზიონი (VIII.1... VIII.2048)
2048 IX დივიზიონი (IX.1... IX.2048)
4096 X დივიზიონი (X.1... X.4096)
4096 XI დივიზიონი (XI.1... XI.4096)

გაითვალისწინეთ, რომ 6–ე დონის შემდეგ დივიზიონთა ზომა ყოველ მეორე დონეზე ორმაგდება.

დაწინაურება, ჩამოქვეითება და კვალიფიკაცია

თუ თქვენ გაიმარჯვეთ თქვენს ლიგაში ან ავტომატურად გადახვალთ ზედა ლიგაში, ან მოგიწევთ საკვალიფიკაციო მატჩის თამაში. II-VI დივიზიონების გამარჯვებულებს შორის საუკეთესოები ავტომატურად გადადიან ზედა ლიგაში, დანარჩენი გამარჯვებულები თამაშობენ საკვალიფიკაციო მატჩებს. უფრო ქვედა ლიგებში გადასვლა ავტომატურია. კენტი დივიზიონებიდან (VII, IX და ა.შ.) მეორე ადგილის მფლობელებიც ავტომატურად ადიან ზედა ლიგაში.

ლიგის გამარჯვებულები, რომლებსაც საკვალიფიკაციო თამაში ელით, შეხვდებიან ზედა დივიზიონის მე-5 ან მე-6 ადგილის მფლობელს. ამასთან, მათ შორის საუკეთესო შეხვდება უარეს მე-6 ადგილოსანს, ხოლო ყველაზე სუსტი – საუკეთესო მე-5 ადგილოსანს. საკვალიფიკაციო მატჩებში მასპინძელია მაღალი დივიზიონის გუნდი.

თუ გუნდი დაიკავებს მე-7 ან მე-8 ადგილს, იგი ავტომატურად ვარდება დაბალ დივიზიონში(გამონაკლისია მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც ეს გუნდი უკვე ისედაც ყველაზე დაბალ დივიზიონში იმყოფება). 1-5 დონის დივიზიონებიდან გავარდნილ გუნდთაგან საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი (საუკეთესო მე-7 ადგილოსანი) ადგილს უცვლის ავტომატურად ამოსულებიდან საუკეთესოს, ხოლო გავარდნილთაგან ყველაზე ცუდი შედეგის მქონე - ყველაზე ცუდს. თუ გუნდი დაქვეითდება მე-6 (ან ამაზე უფრო დაბალი დონის) დივიზიონიდან, მაშინ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი ადგილს უცვლის ამოსულებიდან ყველაზე უარესს.

VII და IX დონის დივიზიონებში მე-3 და მე-4 ადგილზე გასული გუნდები ითამაშებენ საკვალიფიკაციო მატჩებს დაწინაურებისთვის, ხოლო VIII და X დონის დივიზიონების შემთხვევაში დაწინაურებისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მატჩებს მხოლოდ მე-2 ადგილოსნები ითამაშებენ.

დივიზიონის შეცვლა პორტირების ფანჯარის გამოყენებით

თუ თქვენი გუნდი ასპარეზობს ქვეყნის ქვედა სამი დონის ლიგიდან რომელიმეში, მაშინ სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგეძლებათ დივიზიონის შეცვლა, ოღონდ იმავე დონის სხვა დივიზიონში გადანაცვლების გზით. ამისათვის აუცილებელია თქვენთვის სასურველ დივიზიონში მოიძებნებოდეს "თავისუფალი" ადგილი, რომელიც აღნიშნული იქნება ხელმისაწვდომად სეზონთაშორისი შესვენებისას გახსნილი პორტირების ფანჯარის მოქმედების დროს. ამასთან, თუ თქვენ შეძენილი გაქვთ "მხარდამჭერის" პაკეტი და ამის გამო გყავთ დამატებითი კლუბი, თქვენ არ შეგეძლებათ ერთი და იგივე დივიზიონში მოახვედროთ თქვენი ორივე გუნდი.

ბოტის დაქვეითება და დაწინაურება

ყოველი სეზონის ბოლოს ყველა ბოტი გუნდი VI და უფრო დაბალი დივიზიონისა გავარდება დაბლა დივიზიონში. გამონაკლისი არის მხოლოდ VI დივიზიონის უმაღლესი ადგილი ანუ თუ ბოტი გუნდი მოიგებს ლიგას, ამ შემთხვევაში ის დაწინაურდება ან ითამაშებს საკვალიფიკაციო მატჩს. ბოტი გუნდები V დივიზიონში და ზემოთ ექვემდებარებიან იმ წესებს რასაც რეალური მენეჯერის მქონე გუნდები.

რამდენადაც ეს ბოტი გუნდები უნდა დაქვეითდნენ, მათ სანაცვლოდ ქვედა დივიზიონებიდან სხვა გუნდები დაწინაურდებიან. ეს "იღბლიანი დამარცხებულები" იქნებიან ის გუნდები, რომლებმაც საკვალიფიკაციო მატჩი წააგეს ან, ზოგიერთ შემთხვევაში, რომლებიც პირდაპირ დაქვეითდნენ ქვედა დივიზიონში. შენ შეგიძლია უარი თქვა ასეთ დაწინაურებაზე გუნდის პარამეტრების გვერდიდან.

თუ ლიგაშ არის ძალიან ბევრი ბოტი გუნდი (გარდა ყველაზე დაბალი დივიზიონისა) მაშინ მენეჯერები ყველაზე დაბალი ლიგიდან ავტომატურად გადმოვლენ აქ და დაიხურება ცარიელი ლიგა. მოემზადეთ ამისათვის.

ადგილი ლიგაში და რეიტინგი

ლიგაში ადგილების საბოლოოდ განაწილება ხდება შემდეგი პრიორიტეტით: დაგროვებული ქულები, ბურთების განსხვავება, გატანილი გოლები. ლიგაში ადგილი განსაზღვრავს გუნდის რანგს, რომლის საშუალებითაც ხდება განსაზღვრა იმისა თუ ვინ ვის შეხვდება საკვალიფიკაციო მატჩებში და თასზე. რეიტინგის დათვლისას პრიორიტეტები შემდეგი თანმიმდევრობით ნაწილდება: ლიგის დონე, ადგილი ლიგაში, ქულები, ბურთების განსხვავება, გატანილი გოლები. თუ ორ ან მეტ გუნდს ეს პარამეტრები ერთნაირი აქვს, განაწილება ხდება შემთხვევითობით.

საპრიზო თანხა

პირველ ოთხეულში მოხვედრის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ საპრიზო თანხას. თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ადგილზე გახვედით და რომელ ლიგაში ასპარეზობთ:


ლიგის დონე 1 2 3 4
I დივიზიონი 2 000 000 US$ 1 175 000 US$ 825 000 US$ 500 000 US$
II დივიზიონი 1 350 000 US$ 1 050 000 US$ 750 000 US$ 450 000 US$
III დივიზიონი 1 200 000 US$ 925 000 US$ 675 000 US$ 400 000 US$
IV დივიზიონი 900 000 US$ 700 000 US$ 500 000 US$ 300 000 US$
V დივიზიონი 600 000 US$ 475 000 US$ 325 000 US$ 200 000 US$
VI დივიზიონი 525 000 US$ 400 000 US$ 300 000 US$ 175 000 US$
დანარჩენი დივიზიონები 450 000 US$ 350 000 US$ 250 000 US$ 150 000 US$

ჯგუფის ბომბარდირს ბოლო მატჩის შემდეგ გადაეცემა პრემია 10 000 US$. თუ ბომბარდირი ორია, პრემია ორივეს გადაეცემა. თუ ორივე ბომბარდირი ერთი გუნდიდანაა, მაშინ პრემია მხოლოდ ერთხელ გაიცემა.

დაწინაურების პრემია

ზედა ლიგაში პირდაპირი დაწინაურების შემთხვევაში, საპრიზო თანხასთან ერთად თქვენ მიიღებთ დაწინაურების ბონუსს ფულადი სახით. ამასთან, თქვენი ფანკლუბი გაიზრდება 10%-ით (ანალოგიურად, ქვედა ლიგაში დაქვეითებისას ფანკლუბი 10%-ით შემცირდება). თუმცა თუ თქვენ დაწინაურდებით კონკურსგარეშედ, თქვენ მიიღებთ მხოლოდ გულშემატკივრების 10%-იან ნამატს. ამის მაგალითს წარმოადგენენ "Hattrick International" ლიგაში ბოტების ლიკვიდაციის შედეგად წარმოქმნილი დროებითი თავისუფალი ადგილების შესავსებად დაწინაურებული გუნდები.


ლიგის დონე პირდაპირ დაწინაურება გადასვლა გადათამაშებით
I დივიზიონი - -
II დივიზიონი 500 000 US$ 175 000 US$
III დივიზიონი 450 000 US$ 150 000 US$
IV დივიზიონი 400 000 US$ 125 000 US$
V დივიზიონი 300 000 US$ 100 000 US$
VI დივიზიონი 200 000 US$ 75 000 US$
დანარჩენი დივიზიონები 175 000 US$ 50 000 US$
 
Server 070