ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

მატჩი: ტაქტიკები

ყოველი მატჩისათვის თვენ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენს გუნდს, თუ რა ტაქტიკით ითამაშოს. ტაქტიკის შერჩევისას იყავით ყურადღებით, ყოველ მათგანს გააჩნია როგორც თავისი პლიუსები, ასევე მინუსები. სულ არსებობს ექვსი ტიპის ტაქტიკა (აგრეთვე ჩვეულებრივი). თუ თქვენ არ აირჩევთ ტაქტიკას, გუნდი ითამაშებს „ჩვეულებრივად“.

ტაქტიკური უნარი

ტაქტიკური უნარი განსაზღვრავს, თუ რამდენად კარგად ფლობთ ამა თუ იმ ტაქტიკას. იგი გამოითვლება სხვადასხვა მოთამაშეების პარამეტრების ერთობლიობით და აგრეთვე ითვალისწინებს ტაქტიკაში ჩართულ მოთამაშეთა გამოცდილების ბონუსს.

თუ რამდენად ეფექტურია თქვენი ტაქტიკა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგი ფეხბურთელები გყავთ მოედანზე. რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელია მოედანზე, მით უფრო მაღალი რეიტინგის დონე გჭირდებათ ტაქტიკაში, იგივე ეფექტს რომ მიაღწიოთ. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გჭირდებათ უფრო მაღალი ტაქტიკის დონე, როდესაც თქვენ და ტქვენს ოპონენტს კარგი დონის მოთამაშეები გყავთ მოედანზე.

პრესინგი

პრესინგის დროს თქვენი მოთამაშეები ცდილობენ მეტოქეს განძრევის საშუალება არ მისცენ. ამ დროს მათი ძირითადი მიზანი მეტოქის შეტევების ჩაშლაა და არა შეტევის ორგანიზება. პრესინგის გამოყენება კარგი ვარიანტია იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გუნდი მეტოქეზე გაცილებით სუსტია და ცდილობთ ეს უპირატესობა როგორმე ჩაახშოთ.

დადებითი მხარე: თქვენ შეგიძლიათ ორივე გუნდის პოტენციური შანსების შემცირება მატჩის დროს.

უარყოფითი მხარე: ეს თქვენს ფეხბურთელებს უფრო მალე დაღლის, ვიდრე ჩვეულებრივი ტაქტიკით თამაშის დროს.

მართებული უნარები: მინდვრის მოთამაშეების დაცვის უნარი და გამძლეობა. „ძლიერი“ მოთამაშეების დაცვითი უნარი ორმაგდება. რაც უფრო იღლება თქვენი მოთამაშე, მით ნაკლებია მისი ეფექტი პრესინგის დროს.

მატჩის რეპორტაჟში არ ჩანს დაკარგული პოტენციური შანსი. შესაბამისად თქვენ ვერ გაიგებთ, თუ რომელმა გუნდმა უფრო მეტი შანსი გაუშვა ხელიდან. თუ ორივე გუნდი პრესინგს თამაშობს, დაკარგული პოტენციური შანსების რიცხვი ორმაგდება. როდესაც თამაშობთ გუნდის წინააღმდეგ რომელსაც აქვს არჩეული ტაქტიკა შორეული დარტყმები, მაშინ პრესინგით მოთამაშე გუნდს ეძლევა დამატებითი შანსები შორეული დარტყმების შეჩერებისა.

კონტრ-შეტევები

კონტრ-შეტევითი ტაქტიკის დროს თქვენ შეგნებულად თმობთ ბურთის ფლობას და მეტოქის უშედეგო იერიშის შემდეგ ცდილობთ სწრაფი კონტრ-შეტევის განხორციელებას. კონტრ-შეტევა ეფექტურია იმ შემთხვევაში, როდესაც გყავთ ძალიან კარგი დაცვა და შეტევა, მაგრამ სუსტი ნახევარდაცვა და ორმაგად მომგებიანი იქნება, თუ იმავდროულად თქვენს მეტოქეს სუსტი თავდასხმა ეყოლება.

დადებითი მხარე: შესაძლოა განახორციელოთ დამატებითი შეტევები (როდესაც თქვენი დაცვა ჩაშლის მეტოქის იერიშს, გეძლევათ კონტრ-შეტევის განხორციელების შანსი).

უარყოფითი მხარე: თქვენი გუნდის ნახევარდაცვის დონე იკლებს 7%-ით.

რელევანტური უნარი: თქვენი მცველების დაცვისა და პასის ჯამური უნარები განსაზღვრავენ თქვენი გუნდის კონტრ-შეტევითი ტაქტიკის დონეს. ამასთან, პასის უნარი ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაცვა.

მხოლოდ ისეთ გუნდს, რომელიც თმობს ნახევარდაცვას მეტოქის უშედეგო იერიშის მომენტისთვის, შეუძლია ისარგებლოს და წამოიწყოს კონტრ-შეტევა (და გაითვალისწინეთ, რომ ნახევარდაცვის დათმობა უნდა ხდებოდეს ტაქტიკის გამო ნახევარდაცვის 7%-იან შემცირებამდეც). მეტოქეზე ძლიერი ნახევარდაცვის შემთხვევაში ეს ტაქტიკა წამგებიანია. კონტრ-შეტევებით შექმნილი ყველა მომენტი აისახება მატჩის რეპორტაჟში.

ცენტრიდან შეტევა

ცენტრიდან შეტევა ნიშნავს, რომ თქვენს მოთამაშეებს ფლანგების გამოყენებას ცენტრიდან შეტევა ურჩევნიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრიდან შეტევების რიცხვი იზრდება, ხოლო ფლანგიდან შეტევები მცირდება.

დადებითი მხარე: ფლანგიდან შეტევების დაახლოებით 15-30% გარდაიქმნება ცენტრიდან შეტევებში.

უარყოფითი მხარე: სუსტება ფლანგების დაცვა (ორივე ფლანგზე).

რელევანტური უნარები: მინდვრის მოთამაშეების ჯამური პასის დონე განსაზღვრავს თქვენი გუნდის ცენტრიდან შეტევის ტაქტიკის დონეს.

ცენტრიდან შეტევის გადართვა ფლანგებიდან შეტევაზე, ყოველთვის გამოჩნდება მატჩის რეპორტში.

ფლანგებიდან შეტევა

ფლანგებიდან შეტევა „ცენტრიდან შეტევის“ ანალოგიურია, მხოლოდ შებრუნებით; თქვენი შეტევების უმეტესობა ფლანგებიდან ხორციელდება. თუ ჩვეულებრივ ცოტა შეტევები გაქვთ ცენტრიდან, მაშინ ფლანგიდან შეტევების რიცხვი ნაკლებად გაიზრდება.

დადებითი მხარე: ცენტრიდან შეტევების 20-40% გარდაიქმნება ფლანგიდან შეტევებად.

უარყოფითი მხარე: სუსტდება ცენტრალური დაცვა.

რელევანტური უნარი: ჯამური დონე პასისა, თქვენი ფეხბურთელების განსაზღვრავს თქვენი გუნდის ფლანგებიდან შეტევის ტაქტიკის დონეს.

მატჩის რეპორტაჟში აისახება, როდესაც შეტევა გარდაიქმნება ცენტრიდან ფლანგებზე.

შემოქმედებითად თამაში

შემოქმედებითი თამაშის (შთ) დროს მოთამაშეები ცდილობენ უფრო აქტიურად გამოიყენონ სპეციალობები და სხვა თვისებები.

დადებითი მხარე: იზრდება მატჩის მსვლელობისას მოსალოდნელი სპეციალური შემთხვევების (როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი) ალბათობა - ორივე გუნდისათვის, მაგრამ თქვენს გუნდს ექნება ოდნავ მომატებული შანსი მათ მისაღებად.

უარყოფითი მხარე: უარესდება გუნდის დაცვა.

მართებული უნარები: "შემოქმედებითად თამაშის" ტაქტიკის დონე დამოკიდებულია თქვენი მინდვრის ფეხბურთელების პასისა და გამოცდილების უნარებზე(ამასთან პასის უნარი ბევრად მნიშვნელოვანია). ასევე, თქვენს გუნდში მოთამაშე ყოველი გამოუცნობი ფეხბურთელის უნარები (პასი და გამოცდილება) გაორმაგებულად გაითვალისწინება ტაქტიკის დონის გამოთვლისას. იმისათვის, რომ ეს ტაქტიკა იყოს შედეგის მომტანი, რეკომენდებულია გუნდში გყავდეთ ბევრი ისეთი ფეხბურთელი, რომელთაც ექნებათ სწორად შერჩეული სპეციალობები მათთვის შესაბამისი უნარების კომბინაციით.

შორეული დარტყმები

როდესაც ითამაშებთ შორეული დარტყმების (LS) ტაქტიკით, თქვენი ფეხბურთელები ეცდებიან შორი მანძილიდან დარტყმით დალაშქრონ მეტოქის კარი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცენტრალური და ფლანგური შეტევების ნაცვლად თქვენი გუნდი ამჯობინებს შორეულ დარტყმებს. ეს ტაქტიკა შეიძლება სასარგებლო გამოდგეს, თუ თქვენ გიჭირთ გოლის გატანა ცენტრალური ან ფლანგური შეტევის ზონებიდან, მაგრამ სამაგიეროდ კარგი დამრტყმელები გყავთ გუნდში

უპირატესობა: შორეული დარტყმების ტაქტიკით თამაშისას ფლანგიდან და ცენტრიდან მისაღები შეტევების დაახლოებით 30% გარდაქმნება შორეული დარტყმის მომენტად.

უარყოფითი მხარე: თქვენი გუნდის ფლანგური და ცენტრალური შეტევის რეიტინგები, ისევე როგორც ნახევარდაცვა, მცირედით შესუსტდება.

რელევანტური უნარი: თქვენი ფეხბურთელების თავდასხმისა და სტანდარტულების შესრულების უნარები განსაზღვრავენ შორეული დარტყმების ტაქტიკის დონეს. ამასთან თავდასხმის უნარი სამჯერ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სტადნარტულები.

როდესაც რეგულარული შეტევა გარდაიქმნება შორეული დარტყმის მომენტად, მოწინააღმდეგე გუნდს ექნება კარგი შანსი თავი დაიცვას თუ ის იყენებს პრესინგის ტაქტიკას. თუ მომენტი დროულად არ დაიბლოკა, მაშინ შემტევი გუნდის რომელიმე მოთამაშე (ნახევარმცველებს და გარემარბებს ორჯერ მეტი შანსი აქვთ) შორიდან დაარტყამს კარში. დარტყმის ხარისხი დამოკიდებულია დამრტყმელის თავდასხმისა და სტანდარტულების უნარებზე, ხოლო მეკარე ამ ბურთის მოგერიებას ეცდება მისი მეკარეობისა და სტანდარტულების უნარების წყალობით. როგორც მეკარის, ისე თავდამსხმელისათვის, მნიშვნელოვანია ორივე ზემოაღნიშნული უნარის ქონა და უმჯობესია თუ მათ ორივე უნარი ექნებათ ზომიერად, ვიდრე მხოლოდ ერთ-ერთი, თუნდაც ეს ძალიან მაღალი დონის იყოს.

მატჩის რეპორტაჟში ისახება შორეული დარტყმის ყოველი შემთხვევა, გამოუყენებელი მომენტების ჩათვლით.

 
 
Server 081