ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ტურნირები

ტურნირები არის ალტერნატიული შეჯიბრების სისტემა ჰეთთრიქის გუნდებისათვის. თქვენ შეგიძიათ შეუერთდეთ ოფიციალურ ladder ტურნირებს და შეეცადოთ გახდეთ "მწვერვალის მეფე" ან უბრალოდ ითამაშოთ ტურნირი სხვა მენეჯერებთან ერთად.

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ კვლავინდებურად შეძლებთ ამხანაგური მატჩების თამაშს კვირაში ერთხელ, მაშინაც კი თუ თქვენ მონაწილეობას მიიღებთ ასეთ ტურნირებში).

საკუთარი ტურნირები

თქვენ უნდა გქონდეთ ოქროს, პლატინის ან ბრილიანტის მხარდამჭერი იმისათვის, რომ შექმნათ ტურნირი. თუ თქვენ არ გაქვთ შეძენილი მხარდამჭერის პაკეტი, მაშინ თქვენ შეძლებთ შექმნათ მხოლოდ "არასტანდარტული" ტურნირი. ტურნირის შემქმნელი განსაზღვრავს მის ზომას და სახელს, მასვე შეუძლია გაუგზავნოს მოსაწვევები სხვა მენეჯერებს. ოქროს და პლატინის მხარდამჭერის მქონეებს შეუძლიათ უფასოდ შეუერთდნენ ერთ "სტანდარტულ" ტურნირს, ხოლო დანარჩენი ტურნირებისთვის დასჭირდებათ კრედიტების გადახდა. სხვა მომხმარებლებს ტურნირში გაწევრიანება ასევე შეეძლებათ Hattrick Gears-ის საშუალებით. ბრილიანტის მხარდამჭერის მქონეებს შეუძლიათ ერთდროულად მიიღონ მონაწილეობა ერთ "სტანდარტულ" და 10-მდე "არასტანდარტულ" ტურნირში და მათ ამისათვის არ დასჭირდებათ კრედიტების გადახდა.

როდესაც ტურნირი შეივსება, ის დაიწყება ავტომატურად და ამავდროულად შეიქმნება ამ ტურნირის ფორუმიც. თუ ტურნირი არ შეივსო პირველი მატჩის დაწყებამდე 72 საათით ადრე, მაშინ ტურნირის დაწყების თარიღი გადაიწევს ერთი კვირით. უფრო რთული ტურნირების შემთხვევაში გადატანა მოხდება თუ ტურნირი არ შეივსო პირველ მატჩამდე 24 საათით ადრე, და შეხვედრები შემდეგ შესაძლო პირველ დღეზე გადაიჩოჩებს.

"მარტივი" ტურნირის მატჩები ტარდება კვირაში ერთხელ ორშაბათობით მაშინ როდესაც "განვითარებული" ტურნირის მატჩების ჩატარება შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დროს.

ტურნირის მატჩები (Ladders და სხვები)

მატჩები ტარდება ნეიტრალურ მოედანზე და არ გაძლევთ არანაირ შემოსავალს (და მატჩის შედეგი არ გიმატებთ და არც გაკლებთ გულშემატკივართა რაოდენობას).

ტურნირის მატჩები იყენებენ იგივე მონაცემებს რასაც ჩვეულებრივი შეხვედრები. ანუ თქვენი ფეხბურთელების მიმდინარე ფორმა, უნარები, გამოცდილება, ტრავმის სტატუსი და ა.შ. მხედველობაში იქნება მიღებული. თუმცა, აქ არის ორი გამონაკლისი: ტურნირებს აქვთ თავისი დამოუკიდებელი ბარათების სისტემა და აგრეთვე გუნდის განწყობა (და თავდაჯერებულობა) ფიქსირებულია ერთ მნიშვნელობაზე. დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ.

მატჩის შემდეგ არანაირი ეფექტი არ რჩება

ტურნირის მატჩები არ ახდენს გავლენას თქვენ გუნდზე და არც ფეხბურთელებზე. ამგვარად, ფეხბურთელები არ იღებენ ვარჯიშს ამის გამო და არც გამოცდილებას, ასეთ მატჩებს არ აქვს გავლენა არც განლაგებაზე არც გუნდის განწყობაზე და ა.შ.

დეტალები

ყველა დეტალი რისი ცოდნაც აუცილებელია ტურნირების შესახებ ჩამოთვლილია აქ:

  • გუნდის განწყობა: ტურნირის მატჩებში გუნდის განწყობა ფიქსირებულია ერთ მნიშვნელობაზე (კმაყოფილი).
  • გუნდის თავდაჯერებულობა: ტურნირის მატჩებში თავდაჯერებულობა ფიქსირებულია ერთ მნიშვნელობაზე (მშვენიერი).
  • ტრავმები: ტურნირის მატჩებში ტრავმები არ იქნება, მაგრამ თუ ფეხბურთელი ოფიციალურად ტრავმირებულია, მაშინ ის ვერ ითამაშებს ვერც სატურნირო მატჩში.
  • ბარათები (საკუთარი ტურნირები): ტურნირებს აქვთ ბარათების საკუთარი სისტემა, რომელიც სრულიად დამოუკიდებელია ჩვეულებრივი ჰეთთრიქისაგან. ანუ ბარათი, რომელსაც ფეხბურთელი მიიღებს ტურნირის თამაშში, მხედველობაში იქნება მიღებული მხოლოდ ამავე ტურნირის მატჩებისთვის. ანალოგიურად, თუ ფეხბურთელს აქვს წითელი ბარათი ჩვეულებრივ ჰეთთრიქში, ის მაინც შეძლებს მონაწილეობას ტურნირის მატჩში.
  • ბარათები(Ladders): ბარათები არ ითვლება საერთოდ Ladder ტურნირებში.
  • ვარჯიში: ფეხბურთელი არ იღებს არანაირ ვარჯიშს სატურნირო მატჩიდან.
  • გამოცდილება: ფეხბურთელს არ ემატება გამოცდილება ტურნირის მატჩში მონაწილეობის შედეგად.
  • წყობა: ტურნირის მატჩებში გამოიყენება თქვენი წყობების მიმდინარე გამოცდილების ის დონეები, რომელიც გაქვთ ჩვეულებრივ ჰეთთრიქში. თუმცა, ტურნირის მატჩები წყობებში გამოცდილებას არ მოგიმატებენ.

Ladder ტურნირები

ladder-ში თქვენი მიზანია მიარჭიოთ უმაღლეს რანგს და გახდეთ "მწვერვალის მეფე". შემდეგ კი უნდა დარჩეთ იქ სანამ შეგეძლებათ. იმისათვის, რომ დაწინაურდეთ საჭიროა ეთამაშოთ გუნდებს თქვენი ladder-დან და მოგების შემთხვევაში დაიკავებთ მის პოზიციას.

გამოწვევის წესები

თუ რომელ გუნდთან შეგიძლიათ თამაშ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ladder-ში ხართ.

  • პოზ 1-5: მათი გამოწვევა შეუძლიათ მხოლოდ იმ გუნდებს, რომლებიც ladder-ში არიან მათზე ერთი საფეხურით ქვემოთ.
  • პოზ 6-15: შესაძლებელია გამოწვეულ იქნან იმ გუნდების მიერ, რომლებიც არიან მათზე 1-3 ადგილით ქვემოთ.
  • პოზ 16-99: შესაძებელია გამოწვეულ იქნან იმ გუნდების მიერ, რომლებიც არიან მათზე 1-10 ადგილით ქვემოთ.
  • პოზ 100-199: შესაძლებელია გამოწვეულ იქნან იმ გუნდების მიერ, რომლებიც არიან მათზე 1-50 ადგილით ქვემოთ.
  • პოზ 200-1000: შესაძლებელია გამოწვეულ იქნან იმ გუნდების მიერ, რომლებიც არიან მათზე 1-100 ადგილით ქვემოთ.
  • პოზ 1000-5000: შეიძლება გამოწვეულ იქნან უნდების მიერ ვინც იკავებს 1-500 ადგილს ქვემოთ პოზიციებს.
  • პოზ. 5000+: შესაძლოა გამოწვეულ იქნან გუნდების მიერ რომელთა პოზიცია არის 1-1000 ქვემოთ.

მატჩის გამომწვევი იხდის კრედიტებს, ხოლო გამოწვეული გუნდი ავტომატურად თანხმდება გამოწვევას. მატჩი ტარდება გამოწვევიდან 24 საათში. თუ ამ მატჩს მისი გამომწვევი მოგიებს, მაშინ მას უკან დაუბრუნდება გადახდილი კრედიტები.

პოზიცია გუნდისა იცვლება მატჩის დასრულების შემდეგ

თუ თქვენ გჰამოიწვიეთ გუნდი და მოიგეთ, მაშინ თქვენ იღებთ მის პოზიციას. ხოლო გუნდი რომელიც გამოიწვიეთ ქვეითდება 1 პოზიციით (პოზიციები ეცვლება სხვა გუნდებაც ladder-ში, რომლებიც არიან ამ როი გუნდის შუაში).

მაგალითი: A გუნდი არის 54-ე ადგილზე და გამოიწვია B გუნდი, რომელიც არის 47-ე ადგილზე. თუ მოიგებს A გუნდი მაშინ ის დაიკავებს 47-ე ადგილს, ხოლო B გადაიწევს 48-ე პოზიციაზე ამის გამო გუნდი, რომელიც მანამდე იყო 48-ე ადგილზე გადაინაცვლებს 49-ზე, ხოლო 49-ე ადგილზე მყოფი კი გადავა 50-ზე.

თუ თქვენ დამარცხდით, ორივე გუნდი რჩება თავის ადგილზე.

გამოწვევებისაგან თავისუფალი საშეღავათო პერიოდი

მატჩის შემდგომ, სხვა გუნდი ვეღარ შეძლებს თქვენს გამოწვევას 12 საათის მანძილზე (დრო ითვლება თქვენი უკანასკნელი მატჩის დაწყებიდან). ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დრო იმისათვის, რომ თქვენ თვითონ გამოიწვიოთ გუნდი და დაწინაურდეთ ცხრილში.

იმ მატჩის შემდგომ სადაც თქვენ იყავით გამომწვევი, თქვენ ვეღარ შეძლებთ სხვა გუნდის გამოწვევას 12 საათის მანძილზე (დრო ითვლება თქვენი უკანასკნელი მატჩის დაწყებიდან). ეს იმისათვის, რომ სხვა გუნდებს ქონდეთ შანსი თქვენი გუნდის გამოწვევისა და აგრეთვე იმისათვის, რომ არ გახორციელდეს სცენარი სადაც #2 ყოველთვის იწვევს თან მაშნვე #1-ს, და #3 ვეღარ იწვევს მას იმისათვის რომ სინჯოს დაწინაურება.

 
 
Server 081