ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

ტრანსფერები

ტრანსფერების განხორციელების გზით გეძლევათ ახალი ფეხბურთელების შეძენის და ძველი მოთამაშეების გაყიდვის საშუალება. თქვენ უფლება გაქვთ გუნდში ერთდროულად იყოლიოთ მაქსიმუმ 50 ფეხბურთელი. ფსონების გვერდი გიჩვენებთ იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალს, რომელთა ყიდვა-გაყიდვის საქმეშიც თქვენ მონაწილეობთ. აქვე ნაჩვენებია ის გასაყიდი ფეხბურთელებიც, რომლებიც ოდესღაც თქვენ გეკუთვნოდნენ და მათი ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში თქვენ გარკვეული თანხა უნდა მიიღოთ.

ფეხბურთელის გაყიდვა

თუ გადაწყვიტეთ ფეხბურთელის გაყიდვა, იგი უნდა დააყენოთ ტრანსფერზე. ამისათვის შედით ამ ფეხბურთელის გვერდზე და მარჯვენა ქვედა კუთხეში მიუთითეთ საწყისი ფასი. იმისათვის, რომ წარმოდგენა გქონდეთ ფეხბურთელის ფასზე, გამოიყენეთ ტრანსფერების შედარების ფუნქცია, რომელითაც თქვენ გაიგებთ რეალურ ფასს ფეხბურთელისას. ფეხბურთელს უნდა ქონდეს ნათამაშები ერთი მატჩი მაინც თქვენს გუნდში და მას ვერ დააყენებთ განმეორებით ტრანსფერზე თუ კიდევ სანამ ის არ ითამაშებს კიდევ ერთ მატჩს. ეს შეზღუდვა არ ეხება იმ ფეხბურთელებს რომლებიც არიან თქვენი ახალგაზრდულ გუნდში აღზრდილები და არც იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გუნდის ჩაბარებისას დაგხვდნენ. მოთამაშე ტრანსფერზე იქნება 3 დღე–ღამის განმავლობაში. ვაჭრობა ხდება აუქციონის პრინციპით და ის, ვინც გადაიხდის ყველაზე მეტს, გახდება ამ მოთამაშის მფლობელი. თუ მყიდველი არ გამოჩნდება და არავინ გადაიხდის თუნდაც საწყის ფასს, ფეხბურთელი დარჩება თქვენს გუნდში. გაყიდული მოთამაშე დედლაინის დასრულებისთანავე ახალი გუნდის საკუთრებაა თუ ის არ თამაშობს მატჩს იმ მომენტში თუ არა და ის გადავა ახალ კლუბში მატჩის დასრულების შემდეგ. თუ ყიდვის მსურველი არ გამოჩნდა, მაშინ იგი რჩება ძველ გუნდში. დაიმახსოვრეთ, რომ თუ მოთამაშის ტრანსფერზე დაყენების შემდეგ თქვენ შეიცვალეთ აზრი და აღარ გსურთ მისი გაყიდვა ერთადერთი გზა მისი დაბრუნებისა არის მისი ყიდვა.

ფეხბურთელის ყიდვა

იმისათვის, რომ იყიდოთ ფეხბურთელი, შედით ტრანსფერების განყოფილებაში, კლუბის მენიუში, ან მსოფლიო მენიუში ანდაც მოძებნეთ ლოგო ტრანსფერებისა მარჯვენა ზედა კუთხეში. მოძებნეთ თქვენთვის სასურველი მოთამაშე, შედით ამ მოთამაშის გვერდზე და დადეთ ფსონი. ფსონი უნდა იყოს საწყის თანხაზე მეტი და 2%–ით ან წინა თანხაზე 1 000 US$–ით მეტი. თუ მოთამაშეზე თანხა არ არის დადებული, მაშინ თქვენ შეგიძლიათ დადოთ საწყისი თანხა, 1 000 US$ ან მეტი. გაითვალისწინეთ, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებისა და მისი ხელფასის ჯამის გადახდით (პირველი კვირის ხელფასს მოთამაშეს ყოველთვის ყიდვისთანავე უხდით) არ შეიძლება თქვენი დავალიანება იყოს მეტი ვიდრე 200 000 US$.

მოთამაშეზე თანხის დადება სატრანსფერო ვადის გასვლის ბოლო წამზეც კი არის შესაძლებელი. თუ ვინმე თანხას დადებს მაშინ, როცა ამ ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 წუთზე ნაკლები დრო, მაშინ ვადა გადაიწევს ბოლო ფსონის დადებიდან კიდევ 3 წუთით.

მოთამაშის ყიდვისას დიდ დახმარებას გაგიწევთ ინფორმაცია მისი შესაძლებლობების, პირადი თვისებებისა და სხვათა შესახებ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ „ტრანსფერების შედარება“ და ნახოთ თუ რა ფასად გაიყიდა უახლოეს პერიოდში მსგავსი მოთამაშეები.

ავტობიდინგი

ავტობიდინგი მუშაობს იგივენაირად როგორც ნორმალური ვაჭრობა. თუ თქვენ განსაზღვრავთ მაქსიმალურ დასადებ თანხას, სისტემა ავტომატურად დადებს ფსონს საჭიროების შემთხვევაში. ფსონს გაზრდის მინიმალური შესაძლო მნიშვნელობით (2%, 1 000 US$ მინიმუმ).

თქვენ გაქვთ უფლება შეცვალოთ (მოუმატოთ ან დააკლოთ) მაქსიმალური ფსონის ოდენობა ნებისმიერ დროს, მაგრამ თქვენ არ შეგიძლიათ გააუქმოთ მიმდინარე (ყველაზე მაღალი) ფსონი. თქვენს მიერ მითითებული მაქსიმალური თანხა ჩანს მხოლოდ თქვენთან, სხვა მენეჯერები კი ხედავენ მხოლოდ მიმდინარე ფსონის მოცულობას.

თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ, დროის კონკრეტულ მომენტში, მხოლოდ ერთი აქტიური მაქსიმალური ფსონი. თუ თქვენს მიერ მითითებული მაქსიმალური ფსონი ვაჭრობის გაგრძელებისთვის აღარ იქნება საკმარისი, ავტობიდის სისტემა გაჩერდება და თქვენ, სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიუთითოთ მაქსიმალური თანხის ახალი მაჩვენებელი.

ზოგიერთ სპეციალურ შემთხვევაში (მაგალითად როდესაც ორი გუნდი დებს ერთ ფეხბურთლზე ფსონს ავტობიდიგნის საშუალებით და უთითებს ერთიდაიგივე მაქსიმალურ თანხას) ჩვენ ვიყენებთ ლოგიკას, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ: რამოდენიმე მაგალითის საშუალებით, რომელიც აგიხსნით ავტობიდინგის ლოგიკას.

აგენტი, აღმზრდელი კლუბი და სატრანსფერო გადასახადები

მოთამაშის ტრანსფერზე დაყენება 1 000 US$ ღირს. ვაჭრობის დასრულების შემდეგ მოთამაშის აგენტი, აღმზრდელი კლუბი და წინა კლუბი შემოსული თანხიდან თავიანთ წილს მიიღებენ. მოთამაშის გვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენს მიიღებთ მისი გაყიდვის შემთხვევაში. ქვემოთ მოყვანილია პრინციპები:

თანხა, რომელსაც იღებს აგენტი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ხანი გაატარა მოთამაშემ თქვენს გუნდში.

აღმზრდელი კლუბი ყოველთვის იღებს გაყიდული თანხის 2%–ს. თუ თქვენი გუნდი არის მოთამაშის აღმზრდელი გუნდი, მის ყოველ გაყიდვაზე ჩაგერიცხებათ თანხის 2%.

წინა კლუბების თანხა ყოველთვის არის გასაყიდი ფასის 3%. თუ თქვენ ხართ მოთამაშის წინა კლუბი, მაშინ მიღებული თანხა დამოკიდებულია თქვენს გუნდში მის მიერ ჩატარებული მატჩების რაოდენობაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ცხრილი.

როდესაც თქვენ ყიდით ახალგაზრდულიდან გადმოყვანილ მოთამაშეს, თქვენ არ ითვლებით წინა გუნდად. თუმცა მისი შემდგომი ტრანსფერის დროს ასეთად ჩაითვლებით, თუ ამ მოთამაშეს თქვენს ძირითად გუნდში თუნდაც ერთი მატჩი ექნება ჩატარებული.

ტრანსფერებმა შესაძლოა გუნდის განწყობაზეც იმოქმედოს

როდესაც თქვენ ყიდით, ან ყიდულობთ ახალ მოთამაშეს, შესაძლებელია გუნდის განწყობა დაეცეს. რისკი იმის მიხედვით იზრდება, გაყიდული ფეხბურთელი რაც უფრო "წესიერია" და ყიდვის შემთხვევაში პირიქით - რაც უფრო "უწესოა". თუ ახალგაზრდა ფეხბურთელს თქვენს გუნდში გატარებული აქვს 6 დღეზე ნაკლები, მაშინ მისი გაყიდვა არ იმოქმედებს გუნდის განწყობაზე.

სერვერის გათიშვები

როგორც სამართლიანობა მოითხოვს, სერვერის გათიშვის გამო მოთამაშის ტრანსფერზე ყოფნის ვადა შეიძლება გაიზარდოს. გაითვალისწინეთ, რომ სერვერი შესაძლოა ზუსტად იმ დროს გაითიშოს, როდესაც აუქციონის დასასრული ახლოვდება. ტანსფერი მხოლოდ მაშინ ითვლება დასრულებულად, როდესაც ფეხბურთელი გადაინაცვლებს ახალ კლუბში, ხოლო მანამდე შესაძლოა მისი აუქციონის ვადა გაიზარდოს არსებული შეფერხებების გამო.

ასე რომ, ფსონის გასაკეთებლად ნუ დაელოდებით ბოლო წუთს. რეკომენდებულია, რომ თქვენი ფეხბურთელები დააყენოთ ტრანსფერზე იმ ფასში რაც თქვენ გიღირთ, რათა სერვერის გათიშვებისას აირიდოთ მათი დაბალ ფასში გაყიდვის რისკი.

პატიოსანი თამაში სატრანსფერო ბაზარზე

კარგი მოთამაშეები და ფული ჰეთთრიქის ძირეული ასპექტებია. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა გუნდმა არ მიიღოს რაიმე სახის სარგებელი სატრანსფერო ბაზარზე არანორმალური აქტივობების შედეგად. ეს ნიშნავს იმას, რომ არასაბაზრო ფასად მოთამაშის ყიდვა სასტიკად აკრძალულია. ისევე როგორც, ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ნებისმიერი სახის ფინანსური უპირატესობის მიღებას ისახავს მიზნად. ფეხბურთელის საბაზრო ფასის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ისეთი ატრიბუტების გათვალისწინებით, რომლებიც რეალურად ახდენენ თამაშზე გავლენას. კერძოდ მოთამაშეების უნარები, ასაკი, უნიკალურობა და სანაკრებო პოტენციალი.

გეიმ-მასტერები უფლებამოსილნი არიან გააუქმონ, ან ჩაასწორონ არანორმალური სატრანსფერო ფასები. დააჯარიმონ გუნდები, ან სულად დაბლოკონ საქმეში გარეული მომხმარებლები. თუ თქვენს ფეხბურთელზე ვინმემ ცალსახად გაბერილი ფსონი დადო, გთხოვთ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ გეიმ-მასტერებს. ამისათვის ეწვიეთ კონტაქტის გვერდს.

 
 
Server 080