ახალგაზრდა ფეხბურთელები

ახალგაზრდა ფეხბურთელები

თქვენი ძირითადი გუნდის შემადგენლობის შევსება ახალგაზრდა ფეხბურთელების რეკრუტირების გზით შეგიძლიათ. ამისთვის ორი განსხვავებული გზა არსებობს.

  • ყველაზე მარტივი გზა თქვენი კლუბის სკაუთთა ქსელის გამოყენებაა. ამ ქსელის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ სკაუტებს მიუთითოთ, რომ ისეთი ფეხბურთელები მოიძიონ, რომლებიც მყისიერად მზად არიან თქვენ ძირითად გუნდში სათაამშოდ.
  • მეორე გზა ახალგაზრდული აკადემიის შექმნაა. თქვენი სკაუტები აღნიშნული ახალგაზრდული გუნდისთვის დაიწყებენ ამიერიდან ტალანტების მოძიებას. თქვენ უფრო ასაკით მცირე ფეხბურთელებს აიყვანთ, რომლებსაც განვითარებისთვის მეტი დრო დასჭირდებათ. ახალგაზრდულ გუნდთან ერთად თქვენ შეძლებთ პირად ან საზოგადო დივიზიონებში სხვა მსგავს გუნდებს გაეჯიბროთ. ამ მატჩების დახმარებით თქვენ რეალურ წარმოდგენას შეიქმნით ფეხბურთელის სრულ პოტენციალზე, და ამავე დროს შეძლებთ ძირითადი გუნდისთვის მათ შესამზადებლად განვითარებას.

სკაუტთა ქსელის დახმარებით ახალგაზრდა ფეხბურთელის მოძიება მარტივი და დროის დამზოგავი გზა არის თქვენს ძირითად გუნდს მომავალი ტალანტი შესძინოთ. ახალგაზრდული გუნდი უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს და შესაბამისად სამართავად უფრო რთული პროცესია, თუმცა თუ მის გაძღოლას უნარიანად შეძლებთ, ყოველივე ამით მომავალში მეტ სარგებელსაც მიიღებთ.

ორივე სისტემაში თქვენ საქმეს ახალგაზრდულის სკაუტებს ანდობთ. ყოველი სკაუტი კვირაში ერთხელ ერთ ტალანტს წარგიდგენთ. დამატებითი სკაუტის დაქირავება მეტი ფული დაგიჯდებათ, მაგრამ ამით გაგეზრდებათ არჩევანი, სასურველი ფეხბურთელი აიყვანოთ. თქვენ ერთდროულად მხოლოდ ერთ-ერთი სისტემის გამოყენება შეგიძლიათ. სტანდარტულად სკაუტთა ქსელი იქნება აქტიური, მაგრამ ახალგაზრდული გუნდის შექმნას ნებისმიერ მომენტში შეძლებთ. აღნიშნული გრძელვადიანი პროექტია, ვინაიდან ერთი სეზონის მანძილზე ძირითადი გუნდისთვის ფეხბურთელის აყვანას არ უნდა ელოდოთ. როგორც კი ახალგაზრდული გუნდის გაძღოლას დაიწყებთ, სკაუტების ქსელიდან ფეხბურთელს ვეღარ აიყვანთ. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისევ დაუბრუნდეთ აღნიშნულ სისტემას. ამას თქვენი ახალგაზრდული გუნდის გაუქმებით შეძლებთ. გაითვალისწინეთ, რომ ამის გაკეთებით ახალგაზრდულ გუნდში აქამდე გაწეული სამუშაო წყალში ჩაგეყრებათ და ახალგაზრდული გუნდის ყველა ფეხბურთელს დაკარგავთ.

 
Server 071