5-23-2022 ხარვეზი საარქივო მასალის და ახალგაზრდულის მონაცემებში
სერვერი, რომელსაც ახალგაზრდული აკადემიის და დაარქივებული ინფორმაციისთვის ვიყენებთ (სიტყვაზე როგორიცაა სამატჩო შედეგების ისტორია), სამწუხაროდ ამჟამად არ მუშაობს. მყარი დისკი, რომელიც ამ მონაცემთა შესანახად არის გათვლილი, სათანადოდ არ მუშაობს, შესაბამისად ინფორმაციის აღდგენას სარეზერვო მექანიზმით ვცდილობთ. ამას კი დრო დასჭირდება, სავარაუდოდ 24 საათი. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყოველივე ეს უფრო სწრაფადაც მოხდება.
ბოდიშს გიხდით ამ ხარვეზისა და დისკომფორტისთვის, რომელიც მომხმარებლებს შეგექმნათ.
განახლება 15:00 CET: აღდგენით სამუშაოებს იმაზე ნაკლები დრო დასჭირდა, ვიდრე თავდაპირველად ვვარაუდობდით. ზემოთხსენებული ხარვეზები გამოსწორდა და ყველაფერი გამართულად მუშაობს.