გზამკვლევი: ფორუმის რეაქციები, რეკომენდებული პოზიციები და ახალგაზრდული
3-5-2024
ამ თვის გზამკვლევი არ გთავაზობთ რაიმე რევოლუციურს, მაგრამ ფორუმის მომხმარებლთათვის, ახალგაზრდულის მენეჯერთათვის და მხარდამჭერთათვის უამრავ სასარგებლო სიახლეს. ჩვენ ასევე წარვადგენთ ფეხბურთელთა ახალ დინამიურ კატეგორიას, რაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს განსაკუთრებით ახალბედა მომხმარებლთათვის, გუნდის გასაძღოლად და ბაზრის გამოსაკვლევად.
ერთ-ერთი ვიზუალურად ყველაზე შესამჩნევი მომენტი რაც შეიძლებათ იხილოთ არის ის, რომ ამიერიდან ჰეთთრიქის ფორუმი უფრო სწრაფ გზას გთავაზობთ გამოხატოთ რეაქცია წერილებზე და უპასუხოთ მას. ჩვენი ფორუმის რეაქციები არის ემოციების კრებული, როგორიცაა, სიტყვაზე "მოწონება" და "სიცილაკები", რაც იქნება წერილის გამორჩევის საშუალება, რომელიც კომუნის მოწონებას იმსახურებს. ასევე გაჩნდება შესაძლებლობა დაემატოს ფორუმის გამოკითხვები (პოლი), დაფარული შედეგებით, სანამ გამოკითხვა არ დასრულდება - რაც დამხმარე საშუალება იქნება, სიტყვაზე ისეთი პროცესისა, როგორიცაა ჰეთთრიქ-გალა დაჯილდოება.
ახალგაზრულზე რომ გადავინაცვლოთ, ამიერიდან წინდაწინ შეძლებთ გადაწყვიტოთ, თუკი გსურთ სეზონის დასრულებისას დივიზიონის დატოვება. ჩვებ ასევე შევამცირებთ სეზონის შემდეგ მატჩების შექმნის შეყოვნების დროს. განრიგი ახალი სეზონისთვის მყისიერად შეიქმნება, როგორც კი დივიზიონი შეივსება. თუ არავინ დატოვებს დივიზიონს, დაახლოებით ბოლო წრის დასრულებიდან ახალი 3 საათში განრიგი შეიქმნება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ცვლილება ამ მომენტიდან ერთ კვირაში შევა ძალაში, ვინაიდან ახალგაზრუდლ დივიზიონებს, რომლებიც მალე გასრულდება, ცოტა დრო მოსამზადებლად მივცეთ.
მობილურის აპით ახალგაზრდული დივიზიონის ძიებისას, ამიერიდან შეძლებტ ფილტრის გამოყენებას მხოლოდ იმ დივიზიონთა გამოსაჩენად, რომლებშიც გაწევრიანებას შეძლებთ. ეს ფილტრი ვებზე უკვე მოქმედია, მაგრამ ამიერიდან აპლიკაციაზეც იქნება წვდომადი.
მხარდამჭერებს დიდი მატებათ ელოდებათ სანიშნეების მხრივ - ამიერიდან ყოველ კატეგორიისთვის სანიშნები, რომელთა დამახსოვრება შეიძლება, გაორმაგდება. ასევე შესაძლებელს ვხდით დიდების დარბაზიდან ასაკოვანი ფეხბურთელები მოაშოროთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იოლად არ უნდა მიიღოთ! ზოგადად ჩვენი კლუბის მემკვიდრეობას და გმირებს უნდა ვუფრთხილდებოდეთ, ვიდრე ვივიწყებდეთ მათ. დაიმახსოვრეთ ეს! მაგრამ წლების მანძილზე ბევრმა მხარდამჭერმა მოითხოვა, შეცდომების გამოსწორების საშუალება მიეცეთ, და ჩვენც ვიაზრებთ, რომ უმრავლეს თქვენგანს პასუხისმგებლობა საკმარისი გაგაჩნიათ, ყოველივე ამ თავისუფლებას თავი სათანადოდ გაართვათ.
ჩვენ ასევე წარმოგიდგენთ ფეხბურთელთა რეკომენდებული პოზიციის დინამიურ კატეგორიის სისტემას. მოთამაშეთა უნარებზე დაყრდნობით, ჩვენ მათ რეკომენდებულ კატეგორისდ გამოვითვლით, მატჩების ბრძანებების ფორმაში გამოყენებული ვარსკვლავების რეიტინგის მსგავსი ფორმულის გამოყენებით. ის ასახული იქნება ნაცრისფერი კატეგორიის ნიშნულით, ფეხბურთელის სახელის გვერდით. ამ ნიშნულს ფეხბურთელის დეტალების, მატჩების ბრძანებების, ტრანსფერების ძიების შედეგების და მიმდინარე ფსონების გვერდზე იხილავთ.
ფეხბურთელის დეტალების გვერდზე თქვენ ასევე ნახავთ მინირუკას, რომელშიც მოთამაშის სავარაუდო გამოსვლის პროექცია იქნება ასახული, თუ როგორ ითამაშებს იგი მისთვის მოედანზე საუკეთესო პოზიციაზე.
რეკომენდებული პოზიციის სისტემის გათიშვა პარამეტრების გვერდიდან იქნება შესაძლებელი, თუ ისურვებთ არ აისახებოდეს თქვენთვის იგი. თქვენ თუ მხარდამჭერი ხართ და ხელით გაქვთ კატეგორიები გაწერილი თქვენი ფეხბურთელებისთვის, მხოლოდ თქვენს მიერ არჩეული პოზიცია იქნება წარმოდგენილი.
თქენ ასევე ტრანსფერების საძიებო გვერდზე მომავალი ტალანტების ძიების ახლებულ გზას შეამჩნევთ, მოთამაშეთა კატეგორიის წინასწარ გაწერილი უნარების მსგავსი ფილტრის გამოყენებით. თუ ტქვენ, სიტყვაზე აირჩევთ მოიძიოთ "განაპირა მცველი", საძიებო ფორმაში ავტომატურად შეივსება დაცვის, ფრთის და ნახევარმცველის უნარებით. ეს შეიძლება ვეტერანი მენეჯერებისთვის სასარგებლო მახასიათებელი არ იყოს. თუმცა არსებული ფილტრები ისედაც ძველებურად დარჩება და რა გზითაც გსურთ, იმ გზით განაგრძობთ ძიებას.
მადლობა ამ თვისთვის და აპრილში ისევ გიხილავთ!