ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

9-26-2018 გზამკვლევი: Hattrick-ის ახალი მობილური აპლიკაცია

დღეს ჩვენ ოფიციალურად წარმოგიდგენთ Hattrick-ის ახალ აპლიკაციას ანდროიდის და iOS-ის პლატფორმებისათვის. ის სრულიად ხელახლა დაიწერა და შეეცვალა დიზაინიც - ნავიგაციის კუთხით აპლიკაცია უფრო მეტად დაემსგავსა ბრაუზერის ვერსიას. ის ახლა გაცილებით სწრაფი, სტაბილური და ფუნქციურად მდიდარია.
ჩვენი ახალი აპლიკაცია გახლავთ დიდი პროექტი, რომლის შექმნასაც ჩვენ შევალიეთ უკანასკნელ 6 თვეში არსებული სამუშაო დროის დიდი ნაწილი. გვინდა მოგიბოდიშოთ, თუ ბოლო დროს ნაკლებად აქტიურები ვიყავით, მაგრამ ვფიქრობთ ამისთვის ლოდინი ნამდვილად ღირდა.

ჩვენ ვხედავთ, რომ Hattrick-ის მობილური ვერსიის მოხმარება დღითიდღე იზრდება - მეტიც, ჩვენ უკვე გვყავს მომხმარებელთა ისეთი ჯგუფი, რომლებიც Hattrick-ს მხოლოდ მობილური აპლიკაციის საშუალებით თამაშობენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ახალი მობილური აპლიკაცია, რომელიც ფუნქციური თვალსაზრისით მაქსიმალურად დაუახლოვდებოდა Hattrick-ის ტრადიციულ, ბრაუზერისთვის განკუთვნილ ვერსიას. ამიერიდან, ვებ გვერდი და მობილური აპლიკაცია იყენებენ ერთი და იგივე ტექნოლოგიას და მსგავს ნავიგაციას. უნარების და რეიტინგების ჩვენება ორივეგან ერთნაირი პრინციპით ხდება და რაც მთავარია, მომავალში Hattrick-ში დანერგილი ყველა ახალი ფუნქცია ადვილად შეიძლება დაემატოს მობილურ აპლიკაციასაც, რადგან ის უკვე კარგად ინტეგრირებულია და იგივე პრინციპით მუშაობს, როგორც ბრაუზერის ვერსია.

კონკრეტულად რა შეიცვალა?

პირველ რიგში თვალშისაცემია ახალი სტილის ნავიგაცია, რომელსაც ვებ გვერდის მსგავსად მარცხენა მხარეს მდებარე ჩამოსაშლელი მენიუ შეემატა. აქ თქვენთვის ხელმისაწვდომი ხდება ყველა გვერდი და ასევე დამატებითი გუნდ(ებ)ის ყოლის შემთხვევაში აქედანვე შეგეძლებათ სასურველზე გადართვა. ერთი სიტყვით, ახალი მენიუ ეფექტურად ანაცვლებს ძველ აპლიკაციაში არსებულ ზედა მენიუს. რაც შეეხება ნავიგაციის ქვედა მენიუს, ის ახალ აპლიკაციაშიც შენარჩუნებულია.

ადვილად შეამჩნევთ, რომ აპლიკაციაში ძველი პიქტოგრამები ჩაანაცვლეს ახლებმა, რაც ვიზუალურად უკეთესად აღქმადს და მიმზიდველს ხდის ჩვენს აპლიკაციას. მომავალში, ეს ახალი პიქტოგრამები გამოყენებული იქნება ბრაუზერის ვერსაშიც. კიდევ ერთი სიახლე იქნება ის, რომ ჩვენ მალე ყველგან დავნერგავთ ფეხბურთელთა რეიტინგების გამომხატველ წრიულ პიქტოგრამას (ახლა მათი გამოყენება ხდება მხოლოდ მობილურ აპლიკაციაში და ახალი LIVE-რეპორტიორის გვერდზე), რაც იმას ნიშნავს, რომ ის ჩაანაცვლებს ფეხბურთელთა შესაფასებლად დღემდე გამოყენებულ კლასიკურ ვარსკვლავებს. თუმცა ვარსკვლავი მაინც შენარჩუნდება, როგორც რეიტინგების გამომხატველი ზოგადი პიქტოგრამა. გარდა ამისა შეგხვდებათ ბევრი წვრილ-წვრილი მაგალითები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ აპლიკაცია ბევრად უფრო მოქნილი გახდა და დაუახლოვდა ვებ ვერსიას. და რა თქმა უნდა, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენ გამოვასწორეთ უამრავი ისეთი ხარვეზი, რომელიც ძველ აპლიკაციას ახასიათებდა.

ეს გახლავთ იმ ფუნქციების ჩამონათვალი, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომი იქნება ახალ აპლიკაციაში:

* შეგეძლებათ მწვრთნელი შეცვლა
* ნახავთ ვარჯიშის ინდივიდუალურ მოხსენებას აკადემიის ფეხბურთელებისათვის
* აკადემიის ფეხბურთელთა სორტირება შესაძლებელი ხდება დაწინაურებამდე დარჩენილი დღეების მიხედვით, ხოლო მთავარი გუნდის მოთამაშეები დასორტირდებიან სასურველი კატეგორიების მიხედვით
* დივიზიონის გვერდს დაემატა ახალი ფუნქცია, რომლითაც შეგეძლებათ ყველა მატჩის ერთდროულად დამატება LIVE-რეპორტიორში საყურებლად. ასევე, ტელეფონის დახრის შემთხვევაში, დივიზინის გვერდი უფრო დეტალურ ინფორმაციას გიჩვენებთ სატურნირო მდგომარეობის თაობაზე
* გაუმჯობესდა ტრანსფერების ძიება. შესაძლებელი გახდა შეცვალოთ ძებნის კრიტერიუმების ნებისმიერი დეტალი და არ მოგიწევთ ყველაფრის ხელახლა შევსება. ფეხბურთელის ასაკი (წელი და დღე) და სპეციალიზაცია დეტალურად ჩანს ძიების შედეგების გამოტანისას. ხოლო გაფართოებული ვარიანტი აჩვენებს ერთდროულად ყველა უნარს
* რომელიმე ფეხბურთელის დეტალების სანახავად მის გვერდზე შესვლისა და შემდეგ საერთო სიაში დაბრუნებისას, თქვენ არ დაკარგავთ ბოლო პოზიციას და ადვილად გააგრძელებთ მომდევნო ფეხბურთელების დათვალიერებას
* ფორუმზე შეგეძლებათ როგორც ახალი თემების გახსნა, ისე ამა თუ იმ თემის უგულებელყოფა, ჩანიშვნა და წაკითხულად მონიშვნა. აპლიკაციას ასევე დაემატა ფუნქცია “უპასუხე ყველას”
* ჩვენ დავნერგეთ ადვილი საშუალება ფეხბურთელების, მატჩების, მენეჯერების, დივიზიონების და სხვათა ID კოდების დასაკოპირებლად (რაც გამოსადეგია ფორუმზე მათი ბმულების განთავსებისას)
* ხელმისაწვდომი გახდა ფეხბურთელის შესახებ შენიშვნების დამატების ფუნქცია
* კლუბის გვრედზე გამოტანილი შეხსენებების წაშლა შეგეძლებათ თითის ერთი გასმით
* მხარდამჭერები შეძლებთ აპლიკაციიდან დაამატოთ შემხსენებლები
* მოთამაშის მიერ ჩატარებული განვლილი მაჩების შესახებ ინფორმაცია ნაჩვენებია მათსავე გვერდზე
* მხარდამჭერთათვის ჩვენ დავამატეთ ახალი ფუნქცია, რომლითაც ისინი შეძლებენ სასურველი მალსახმობების(ე.წ. შორთქათის) დამატებას ჩამოსაშლელი მენიუს ქვედა ნაწილში, რაც მათ გაუადვილებს რჩეულ გვერდებზე წვდომას

სამომავლოდ ჩვენ კიდევ გვაქვს იდეები აპლიკაციის გაუმჯობესების კუთხით, რაც იმას ნიშნავს რომ წლის ბოლომდე მოსალოდნელია მისი განახლება და ფუნქციების დამატება/დახვეწა.

იმედი გვაქვს მოგეწონებათ Hattrick-ის ახალი მობილური აპლიკაცია!
 
Server 070