სიახლეები
11-14-2019
გზამკვლევი: გზამკვლევი: 2019 წლის შემოდგომა
ახალმა სეზონმა სტარტი აიღო ჩვენს ორ ახალ ლიგასთან, ეთიოპიასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად. ასევე გაკეთდა განცხადება ახალი ტიპის შეჯიბრის. სახელად დივიზიონთა ბრძოლის შესახებ, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა მომხმარებელთა მხრიდან. მოხარულები ვართ, რომ ამ უფასო შეჯიბრში 75,000-ზე მეტი მენეჯერი გაწევრიანდა, რომელიც იძლევა საშუალებას თქვენს ჯგუფში მყოფი გუნდების დახმარებით ებრძოლოთ სხვა ჯგუფებს. მოგვიანებით ჰეთთრიქი მიიღებს ვიზუალურ განახლებას, რამდენადაც ჩვენ ვაპირებთ ფეხბურთელების ახალი სახეების პრეზენტაციას. ბოლოს გეტყვით საუკეთესო ამბავს: ჰეთთრიქმა კვლავ დაიწყო ზრდა.
დივიზიონთა ბრძოლა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზე მუშაობაც დეველოპერთა ბოლო შეხვედრისას, სექტემბერში გადავწყვიტეთ. დიდი ხნის მანძილზე გვსურდა ისეთი რამის გაკეთება, რაც ერთ ჯგუფში მოთამაშე მენეჯერებს საერთო მიზნის ქვეშ გააერთიანებდა. იმედი გვაქვს ეს შეჯიბრი ღირებული სიახლე იქნება საზოგადოებისთვის, რადგან თუ ის წარმატებული გამოდგება, ჩვენ უკვე მივიღეთ ახალი იდეები ამ ტურნირის სამომავლო გაუმჯობესებისთვის. დაველოდოთ ბრძოლის დაწყებას!
დეველოპერთა შეხვედრისას ასევე განვიხილეთ ჩვენი განვლილი სამუშაო. გაზაფხულზე დიდი ყურადღება დავუთმეთ საძიებო ძრავის ოპტიმიზებას, რამაც გააუმჯობესა ჩვენი ხილვადობა გუგლის სისტემაში. მართალია ეს ნამდვილად არ ითვლება თქვენთვის ხალისის მომტან საქმედ, მაგრამ ის მოითხოვდა დროის დათმობას ჩვენგან.
ჩვენ არ შეგვიმჩნევია დადებითი შედეგები დაუყოვნებლივ, მაგრამ ზაფხულის დადგომისთანავე ცვლილებები თვალსაჩინო გახდა. სხვა სიახლეებთან ერთად, როგორიც იყო ახალი მობილური აპლიკაციის გამოშვება და მომხმარებელთათვის ხელახალი შეფასებების დაწერის თხოვნა, ჩვენ ვიხილეთ მომხმარებელთა რაოდენობის ისეთი ზრდა, რომელიც დიდი ხანია არ გვინახავს. ეს ტენდენცია უკვე მყარად ნარჩუნდება რამდენიმე თვის განმავლობაში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰეთთრიქმა კვლავ დაიწყო ზრდა და ეს ყოველგვარი მარკეტინგული ნაბიჯების გარეშე ხდება. მართალია ციფრები არც ისე დიდია, მაგრამ შედეგები მაინც თვალსაჩინოა, რაც ძალიან გვახარებს და მოტივაციას გვმატებს! გმადლობთ, რომ ჩვენთან რჩებით და გვეხმარებით ჰეთთრიქის მომძლავრებაში, მაგალითად მეგობრების მოწვევით.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომხმარებელთა ზრდასთან ერთად, ჩვენ გვაქვს ახალი იდეები თამაშის საერთო გაუმჯობესების შესახებ და ამ საკითხებზე ყურადღებით ვმუშაობთ.
ამ შემოდგომაზე ჩვენ ასევე დავნერგავთ ცვლილებების მეორე ნაწილს ნაკრებებთან მიმართებაში. ამჯერად ეს იქნება ოფიციალური სკაუტების როლი და მწვრთნელების შესაძლებლობა შექმნან ფეხბურთელების სია, რაც მათ გაუადვილებს ფეხბურთელის ვარჯიშისთვის თვალყურის მიდევნებას და მათ მენეჯერებთან კავშირს. ეს ამავდროულად უფრო თვალსაჩინოს გახდის ნაკრებში არსებულ შერჩევის სისტემას, რამდენადაც ყოველი ფეხბურთელი, რომელიც ნაკრებში ითამაშებს, ამ სიების გავლით უნდა მოხვდეს მთავარ გუნდში. ჩვენი აზრით ეს სიები უფრო მეტად დააახლოებს ჩვეულებრივ მენეჯერებს ეროვნულ ნაკრებებთან, რაც მათ გაუადვილებს სანაკრებო პოტენციალის ფეხბურთელების შერჩევას და სწორად ვარჯიშს.
კიდევ რას უნდა ველოდოთ მომავალ თვეებში?
როგორც უკვე გიჩვენეთ ფეისბუქისა და დეველოპერთა ბლოგის საშუალებით, ჩვენ ვმუშაობთ ფეხბურთელების ახალ სახეებზე, რომლებიც იქნებიან უფრო რეალისტური ტიპის და ახლანდერი კომიკური სახეების ალტერნატივის როლს ითამაშებენ. თქვენ შეგეძლებათ არჩევნის გაკეთება და თავად გადაწყვეტთ, თუ რომელი სტილით ისარგებლებთ. ახალი სახეების გამოჩენას სხვა და სხვა მიზეზები აქვს! თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამ კომიკური სტილის ავატარებმა დამატებისთანავე(2009 წელს) აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მომხმარებელთა შორის. ზოგიერთი მენეჯერისთვის ეს ჰეთთრიქის, როგორც "არასერიოზული" თამაშის განცდას ტოვებდა. ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ საიტის დიზაინზე და ვცდილობთ ყველაფერი ერთმანეთთან ჰარმონიაში მოვიყვანოთ, რამაც კვლავ გამოიწვია იგივე გრძნობა მენეჯერების ნაწილში, რომელსაც ურჩევნია ძველ სტილის დიზაინზე დარჩენა. ვინაიდან ახლა მომხმარებელთა ზრდის ტენდენცია შეინიშნება, ჩვენ დიდი ინტერესით ველით ახალი მომხმარებლების გადაწყვეტილებას, რომელ დიზაინს მიანიჭებენ უპირატესობას. თუ ეს იქნება ახალი სახეები, მათი დამატება დიდი მნიშვნელობის მქონე აღმოჩნდება გრძელვადიან პერსპექტივაში.
თქვენ ასევე უნდა ელოდოთ რეიტინგების ახალ სისტემას, რომლის დანერგვაზეც ბოლო ერთი წელია ვმუშაობთ. რეიტინგის ინფორმაცია ნელ-ნელა დაემატება უკვე არსებულ სხვა და სხვა გვერდებზე, ხოლო სამომავლოდ მათი გამოყენება ახალი ფუნქციებისთვისაც შეიძლება მოხდეს.
გარდა ამისა, ჩვენ გვექნება გარკვეული სიურპირიზები, რაზეც ახალ წლამდე შეიტყობთ.
ისიამოვნეთ ჰეთთრიქით!
თქვენი HT-გუნდი