ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

6-3-2020 გზამკვლევი: ჩვენი ახალი კაშკაშა მსოფლიო თასი

2021 წლის იანვარში ვაპირებთ დავნერგოთ ეროვნული ნაკრებების გათამაშებების ახალი ფორმატი ჰეთთრიქში. ახალი სისტემა იქნება ბევრად უფრო მოქნილი, რაც მისცემს ყველა ნაკრებს მონაწილეობის შესაძლებლობას. ამასთანავე წარმოგიდგენთ კონტინენტურ ჩემპიონატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვვენ გამოვავლენთ ჩემპიონებს ევროპის, ამერიკის, აფრიკისა და აზია-ოკეანიის კონტინენტებისთვის.
ჩვენ ვფიქრობთ რომ ეროვნული ნაკრებები არის ფანტასტიური გზა იმისთვის, რომ კომუნა ერთ მუშტად შეიკრას ამ შესანიშნავი პროექტის ირგვლივ, რაც მოიცავს: ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდას, მათ ვარჯიშს და შემდგომ მწვრთნელის არჩევას, რომელიც მათ აქცევს გამარჯვებულ გუნდად. უამრავი მომხმარებლისთვის, ეს გახალვთ ყველაზე სახალისო ნაწილი ჰეთთრიქში. ჩვენ გვსურს, რომ ჰეთთრიქის სხვა მოთამაშეებმაც შეაღონ ეს კარი და გახდნენ მისი ნაწილი, სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ გავაღვიძოთ ჰეთთრიქის ეს მიძინებული ნაწილი.

გასული წლიდან მოყოლებული ჩვენ დავამატეთ რამდენიმე ახალი ხელსაწყო ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისთვის ნაკრების მარტივად სამართავად. ამიერიდან ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს აქვთ შესაძლებლობა მენეჯერები დანიშნონ სკაუტებად ან დამხმარეებად, რომლებსაც თავის მხრივ აქვთ შესაძლებლობა ნაკრების მართვის, ასევე შეუძლიათ შექმნან პერსპექტიული მოთამაშეებით დაკომპლექტებული სიები. ახლა კი ყველაზე მთავარი ნაწილის დრო მოვიდა: საერთაშორისო გათამაშებების ახალი ფორმატის.

გამომდინარე იქიდან, რომ გრძელვადიანი გეგმა ნაკრებების და მათი მწვრთნელების შემადგენელი ნაწილია, ჩვენ გვსურს მოგცეთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა თუ როგორ იმუშავს აღნიშნული სისტემა. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ ახალი მსოფლიო თასის ფორმატის თითოეულ დეტალს, მაგრამ იგი ძალაში არ შევა 2021 წლის იანვრამდე.

მსოფლიო თასის სისტემის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული ნაკრებების სახელმძღვანელოს გვერდზე.


კონტინენტური ჩემპიონატები

ამერიკას, აფრიკას, ევროპასა და აზია-ოკენიას ექნებათ საკუთარი რეგიონული ჩემპიონატები, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში. აღნიშნული კონტინენტური ჩემპიონატები გაიმართება ეროვნული ნაკრებების შეჯიბრებათა ციკლის პირველ სეზონში, მას შემდეგ რაც არჩეულ იქნება ახალი ეროვნული მწვრთნელი. ყველა ეროვნულ ნაკრებს ექნება გარანტირებული ადგილი ამ რეგიონულ ტურნირში. კონტინენტური ჩემპიონატი გაიმართება ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფში იქნება 6 გუნდი, რომლებიც თავის მხრივ ითამაშებენ სახლში და გასვლაზე, რაც მოიცავს 10 კვირას. საუკეთესო შედეგის მქონე 8 გუნდი ჯგუფური ეტაპიდან გადავა ფინალურ ეტაპზე, რომლის ბოლოსაც ჩემპიონი მიიღებს დამსახურებულ გვირგვინს.

კონტინენტური ჩემპიონატის კიდევ ერთი განსაკუთრებული მხარე არის ის, რომ სამატჩო დრო მორგებული იქნება ადგილობრივ საზოგადოებაზე - ამიერიდან აღარაა საჭირო ღამის გათენება ევროპის სასაათო სარტყელის გამო.


მსოფლიო თასი

კონტინენტური ჩემპიონატის შედეგებით, ზოგერთი გუნდი პირდაპირ კვალიფიცირდება მსოფლიო თასზე, ზოგს კი მოუწევს "ველური ბარათისთვის" ბრძოლა ფლეიოფის მატჩში. ასევე, კონტინენტურ ჩემპიონატზე დაფიქსირებული შედეგი გავლენას იქონიებს მსოფლიო თასის კენჭისყრაზე, თუ რომელ ჯგუფში უნდა განთავსდეს აღნიშნული ნაკრები. ჯამში 96 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო თასზე, რომელიც დაიწყება პირველი სეზონის 13-ე კვირაში. მსოფლიო თასის ჯგუფები ჩამოყალიბდება ცოცხალი წილისყრის შედეგად.

მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება მთელი მეორე სეზონის მანძილზე. იგი შედგება 5 ჯგუფური რაუნდისაგან, რასაც მოყვება ნახევარფინალები და ფინალი.


ერთა თასი

გუნდები, რომლებიც ვერ შეძლებენ მსოფლიო თასზე თამაშს სანუგეშოდ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ერთა თასის გათამაშებაში, რომელიც გაიმართება მსოფლიო თასი პარალელურად.

ახალი სარეიტინგო სისტემა

ნაკრებების ყოველ ოფიციალურ მატჩში დაფიქსირებული შედეგი ზეგავლენას იქონიებს ეროვნული ნაკრებების რეიტინგზე, რომლითაც შემდგომაში გადაწყდება თუ რომელ ჯგუფში მოუწევს თამაში ამა თუ იმ ნაკრებს მომავალ კონტინენტურ ჩემპიონატზე. ამ პრინციპით თითოეულ მატჩს ექნება მნიშვნელობა ყველასთვის იმ შემთხვევაშიც კი თუ ისინი დაკარგავენ ჯგუფური ეტაპიდან გასვლის შანსს და ექნებათ ცუდი სტარტი. ჩვენ გვსურს, რომ გუნდებს ჰქონდეთ სურვილი ყოველთვის იბრძოლონ ბოლომდე ნებისმიერ დროს.

ასაკობრივი შეზღუდვები: U20 გახდა U21

ისივე როგორც დღეს, ყველა ქვეყანაში იქნება ორი ნაკრები, ერთი დიდების და მეორე პატარების, საკუთარი მწვრთნელით და განრიგით. ამასთანავე ჩვენ ვცვლით ამ გუნდების ასაკობრივ შეზღუდვებს.

ამიერიდან U20 გუნდი გახდება U21, რომელშიც 19-21 წლამდე ფეხბურთელები იქნებიან დაშვებულნი. ფეხბურთელები 19 წლის ქვემოთ შესაძლებელია იყვნენ მხოლოდ პერსპექტივებში დამატებულნი, მაგრამ არ შეიძლება აყვანილ იქნენ გუნდში.

ჩვენ ასევე ვაწესებთ მინიმალურ ასაკობრივ შეზღუდვას დიდების ნაკრებისთვის რაც იქნება 22 წელი.

აღნიშნული შეზღუდვა U20 ნაკრებებისთვის ძალაში შედის დაუყოვნებლივ. ხოლო რაც შეეხება 21 წლის ზემოთ ნახსენებ შეზღუდვას იგი არ ამოქმედდება 2021 წლის მაისამდე. ცვლილებებს ვამატებთ ნელნელა, რათა იმ გუნდებმა, რომელთაც ხანგრძლივი გეგმები აქვთ ადვილად შეძლონ სიახლეებთან ადაპტირება.


ეროვნულ ნაკრებთა ფედერაცია, რომელში გაწევრიანებაც შეეძლება ყველას

ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ ეროვნული ნაკრებები გაგვეხადა უფრო მიმზიდველი ჰეთთრიქის "საშუალო მომხმარებლისთვის", აქამდე შეიძლება მათ მხოლოდ ნაკრების მიერ დაფიქსირებული შედეგის ნახვის სურვილი ჰქონოდათ, ან ნაკრებისთვის ახალგაზრდა ფეხბურთელის აღზრდა, მაგრამ საბოლოოდ ინტერესის გაღვივების საუკეთესო გზა არის ის რომ ისინი გახდნენ ეროვნული ნაკრების ფედერაციის წევრები, რაც აქამდე მხოლოდ მხარდამჭერებისთვის იყო ყელმისაწვდომი. უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა მომხმარებელს მივცემთ ლოკალურ სანაკრებო ფედერაციაზე წვდომის შესაძლებლობას მიუხედავად იმისა ექნებათ თუ არა მხარდამჭერი! მაგრამ თავდაპირველად ამ იდეას განვიხილავთ უკვე არსებული ეროვნული ნაკრების ფედერაციებს მფლობელებთან.



კიდევ უფრო მეტი მადლობა ჩვენს მომხმარებლებს

გაჟღერებულთან მთავარ სიახლეებთან ერთად, ასევე ძალაში შევა პატარპატარა ცვლილებებიც, რაც ძირითადად ეროვნული ნაკრებების თავგადაკლულ გულშემატკივართათვის იქნება საინტერესო. კლუბების მსგავსად, ეროვნული ნაკრებებიც მიიღებენ საკუთარ ამხანაგური მატჩების გაერთიანებას. ახლად არჩეული მწვრთნელებისთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება ნაკრებისთვის სასურველი წყობების არჩევა. ჩვენ გავზრდით არჩევნების გამჭვირვალობას. ასევე შევამცირებთ ფეხბურთელისთვის სანაკრებო მატჩებიდან მისაღები გამოცდილების ქულებს, მაგრამ აღნიშნული კომპესირებული იქნება იმით, რომ ეროვნულ ნაკრებს თითოეულ სეზონში შეეძლება უფრო მეტი მატჩის ჩატარება ვიდრე ეს ადრე იყო.

ამ იდეების უმრავლესობა, დაიბადა ეროვნული ნაკრებების ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელებთან დისკუსიის შედეგად, რაც წარიმართა გასული წლის განმავლობაში სპეციალურ ფორუმზე. გვსურს ყველას გადავუხადოთ მადლობა, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ საქმეში, ასევე მადლობას გიხდით მოთმინებისა და აქტიურობისთვის.

ჩვენ კმაყოფილები ვართ შედეგებით და მოუთმენლად ველით ახალი 2021 წლის დაწყებას.
 
Server 070