ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

6-23-2020 გზამკვლევი: გზამკვლევი: 2020 წლის ზაფხული

ამ ზაფხულს ჩვენ დავიწყებთ მსოფლიო თასის ახალი სისტემის შენებას, რომელზეც რამდენიმე კვირის წინ გამოვაცხადეთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ჰეთთრიქის ვებსაიტის ფართოეკრანიანი ვერსიის შესაქმნელად, რომელიც დაინერგება ზაფხულის განმავლობაში, რამდენიმე საკვანძო გვერდის განახლებასთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ რეალურ სამყაროში გარემო არასტაბილურია, ჰეთთრიქში პოზიტიური ტენდენციები 2019 წლიდან დღემდე უწყვეტად გრძელდება. ჩვენ ვხედავთ, რომ მეტი მომხმარებელი რეგისტრირდება თამაშში, ხოლო ახალი მომხმარებლები, საშუალოდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში რჩებიან, რის შედეგადაც მომხმარებელთა რიცხვი იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ზრდა გრძელდება, ჩვენი მთავარი აქცენტი მაინც არსებული მომხმარებლების კმაყოფილებაზე კეთდება - მომავლის დაგეგმვა კიდევ უფრო სახალისოა, როდესაც ვხვდებით, რომ ჰეთთრიქი ჯანსაღად ძლიერდება და მასზე კიდევ უფრო მზარდი მოთხოვნაა.

დიდი პროექტი, რომელზეც ახლა ვმუშაობთ - მსოფლიო თასის ახალი სისტემა, არის კარგი მაგალითი იმისა, რისთვისაც შეიძლება პრიორიტეტი არ მიგვენიჭებინა, რომ არ გვქნოდა რწმენა თამაშის მომავლის შესახებ. ამ საკითხზე მუშაობა ჩვენგან დიდ ყურადღებას მოითხოვს მომდევნო თვეებში, მაგრამ ჩვენ მას ისეთ ნაწილებად დავყოფთ, რომ სხვა საქმეებისთვისაც მოვიტოვოთ დრო. მსოფლიო თასის ახალი სისტემის ძირითადი ნაწილი მხოლოდ 2021 წლის იანვარში შევა ძალაში, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილების გამოშვება შეიძლება შემოდგომის განმავლობაშიც უკვე შევძლოთ, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს ახალი უფასო ფედერაციები ეროვნული ნაკრებებისთვის.

კიდევ ერთი დიდი პროექტი, რომელზეც ამ ზაფხულს ვიმუშავებთ, ჰეთთრიქის ვებსაიტის ფართოეკრანიანი ვერსიის შექმნა იქნება. ეკრანების გაფართოება დღეს ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ეს იყო 2008 წელს, როდესაც საიტის ამჟამინდელი ვერსია ამოქმედდა, რაც გვაძლევს ცვლილებების შეტანის გონივრულ საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ ამის გაკეთება საკმაოდ ადვილია, ამ ზაფხულს ჩვენ რამდენიმე კვირას დავუთმობთ საიტის ყველა გვერდის შესწავლას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი გეგმიურად იმუშავებს და ასევე მოვახდენთ მცირე გაუმჯობესებებს და საიტის რესტრუქტურიზაციას იმ კუთხით, რომ განიერ ეკრანზე ხელმისაწვდომი სივრცე უფრო გონივრულად ავითვისოთ. მთავარი მიდგომა იქნება ის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ საიტით სარგებლობისას ზედმეტი დაწკაპუნებები. ვეცდებით რაც შეიძლება მეტი რელევანტური ინფორმაცია მოვიზიდოთ იმ გვერდებზე, რომელსაც ყველაზე მეტად ვიყენებთ. ეს ასევე მოგვცემს შესაძლებლობას საიტი უფრო თანმიმდევრული გავხადოთ, მაგალითად, ჩვენ აუცილებლად უნდა უზრუნველვყოთ, რომ საიტის მარცხენა მენიუ ყველა გვერდზე იყოს ხელმისაწვდომი, მათ შორის LIVE-რეპორტიორის და სამატჩო ბრძანებების გვერდებზე.

ეს არ იქნება საიტის დიზაინის მასიური ცვლილება და ამას უფრო მეტად „ცხოვრების ხარისხის“ გაუმჯობესება შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც შეეხება ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან გვერდებს, როგორებიცაა კლუბის, დივიზიონის ჯგუფის, მატჩების და ტრანსფერების გვერდები. რა თქმა უნდა, ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ საიტი კვლავ გამოყენებადი იყოს განსაკუთრებულ მენეჯერთა ჯგუფებისთვის, მაგალითად, უსინათლო ან უბრალო თემით მოსარგებლე მომხმარებლებისთვის. ამასთან, ჩვენ Foxtrick-ის შემქმნელს შევთავაზეთ წინასწარ გაეცნოს სამომავლო ცვლილებებს, რათა ვადაზე ადრე შეძლოს ხელსაწყოს ადაპტირებაზე მუშაობის დაწყება.

ჩვენ ასევე გვსურს გაცნობოთ განახლებული ინფორმაცია ფეხბურთელების ახალი სახეების პროექტთან დაკავშირებით. ამ წლის დასაწყისში, ჩვენ ვთქვით, რომ მომხმარებლებისგან მიღებული რჩევების საფუძველზე, გადავწყვიტეთ დავბრუნებულიყავით პროექტის საწყის ეტაპზე, რათა განგვეხილა გზები, თუ როგორ შეიძლებოდა მათი გაუმჯობესება. ჩვენ დღესაც იმავე ეტაპზე ვართ. პროექტმა გაზაფხულის პერიოდში წინ დიდად ვერ წაიწია, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ახალი იდეა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ჩვენ არ ვიჩქარებთ სახეების შეცვლას და ამას მხოლოდ მაშინ გავაკეთებთ, თუ ვიგრძნობთ, რომ ისეთ პროდუქტს შევქმნით, რომელსაც ჰეთთრიქის მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას მიანიჭებს ამჟამინდელ სტილთან შედარებით.

უახლოეს მომავალში ჩვენ არ გვაქვს დაგეგმილი ძირეული ცვლილებები ძრავის მუშაობის კუთხით, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად და არ მოვერიდებით მცირე შესწორებების შეტანას, თუ ამას საჭიროდ ჩავთვლით. ამის დასტურად, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი ბოლოდროინდელი განცხადება, გამოუცნობი სპეციალობის თაობაზე შეტანილი შესწორებების შესახებ.

და ბოლოს, გვსურს კიდევ ერთხელ წინასწარ შეგახსენოთ, რომ Flash Player-ის მხარდაჭერა სრულდება 2020 წლის ბოლოს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ გუნდების სათამაშო ფორმების და სტადიონის დიზაინის ხელსაწყოებში, რომლებიც მხარდამჭერის ფუნქციებს მიეკუთვნებიან. ჩვენ ვმუშაობთ ამ ინსტრუმენტების სათანადო ალტერნატივის შექმნაზე, მაგრამ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, შევძლებთ თუ არა მათ ჩანაცვლებას იგივე ღირებულების მქონე პროდუქტებით. ნებისმიერ შემთხვევაში, ინფორმაციას დროულად მოგაწვდით, სანამ ამ ფუნქციებს რამე დაემუქრება.

ამ ეტაპისთვის სულ ეს არის - გქონოდეთ ვირუსისგან თავისუფალი ზაფხული!
 
Server 071