ჩვენ ვიყენებთ მზა ფაილებს(cookies) - რაც აუცილებელია თქვენთვის უკეთესი ონლაინ სერვისის უზრუნველსაყოფად.
ჩვენი საიტით სარგებლობასთან ერთად, თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს მოწყობილობაზე მოხდეს მზა ფაილების(cookies) მიღება და შენახვა ბრაუზერის საშუალებით, რომელიც განკუთვნილია შემდგომი გამოყენებისთვის ვებ-გვერდზე აქტივობის პროცესში.

სიახლეები

1-12-2022 გზამკვლევი: მომავალი წელი

ყველა ახალ წლის დადგომის მოლოდინშია და ჩვენც გვინდა ვისარგებლოთ შანსით და ჰეთთრიქის ყველა მენეჯერს მადლობა გადავუხადოთ 2021 წლისთვის, გადავხედოთ განვლილ წელს და ვნახოთ, თუ რას შეიძლება გვიმზადებდეს ახალი 2022 წელი.
გასული წელი ჰეთთრიქისთვის კარგი გამოდგა. სინამდვილეში ბოლო რამოდენიმე წელიწადია მომხმარებელთა ბაზისური რაოდენობა სტაბილურია, ეს ეხება როგორც აქტიურ მენეჯერების რიცხვს, ასევე მხარდამჭერთა რაოდენობას. ეს ჩვენთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანია და რის საფუძველზეც ოქტომბერში სამ ახალ პოზიციაზე რეკრუტირების პროცესი დავიწყეთ, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ინტერესი დიდი იყო, მაგრამ პანდემიამ ინტერნაციონალური კადრის აყვანის პროცესი შეაფერხა. მაგრამ, დარწმუნებულები ვართ, როგორც კი ახალი პერსონალი პროცესში ჩაერთვება, ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი ბიძგის მიმცემი გახდება!

2021 წელი ასევე პროდუქტიული იყო თამაშის ახალი მახასიათებლების მხრივ. როგორც იქნა მსოფლიო თასის განახლებული სისტემა ჩაეშვა, ისევე როგორც არჩევნების ჩატარების ახლებური მიდგომა, ეროვნული გუნდის სკაუტინგის და ინტერნაციონალური შეჯიბრებებს ახლებური შტრიხები შეემატა. განვაახლეთ მიღწევების სისტემაც, რიგი ახალი „სამკერდე ნიშნებით“. კომუნის სამყაროში ჩაეშვა ჩატ-პორტალი, ისევე როგორც მობილურის მომხმარებელთათვის ახალი მახასიათებელი - „ლოკალური წრეები“, სოც-გარემო უფრო „მეზობლური“ რომ გაგვეხადა. და აი უკვე რამდენიმე კვირაა „ლოკალური წრე“ ვებზეც ხელმისაწვდომია.

მხარდამჭერებს დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ ფორმის და არენის ახალი დიზაინერი შევთავაზეთ, ასევე უფასო გავხადეთ ეროვნული ნაკრების ფედერაციის ადგილები, ყველა მომხმარებლისთვის რომ ხელმისაწვდომია. აპაჩ-ლიგამ ახალი მოდგომა შემოიტანა ჰეთთრიქში - დროით შეზღუდული ლიგის სისტემა. კიდევ დამატებით „მისიები“ და ახალი სასპონსორო სისტემა. ამ ორს ერთგვარი მსგავსებებიც გააჩნია. „მისიები“, რომელიც ბორდის მიერ მენეჯერების მიმართ არის დასახული, თუ გარკვეული პირობები სრულდება და ახალი სასპონსორო სისტემა, რომელმაც მიღებული შემოსავლის გარკვეული წილი უფრო დინამიური გახადა. მენეჯერს ამიერიდან ეძლევა საშუალება თავად აირჩიოს მისი სასპონსორი კომპანია, ასევე შედეგზე დამყარებული საბონუსე სისტემა. ეს ორივე მახასიათებელი 2022-ში კიდევ დაიხვეწება და მეტად მრავალფეროვანი მიზნებით დახუნძლული გახდება.

როდესაც ჩვენ ვიყურებით 2022 წელში, ვგრძნობთ იმ სირთულეს, რაც აგვისტოში 25-ე საიუბილეო თარიღის დადგომას ახლავს. ეს იქნება კომუნის აქტივიზმზე დამყარებული მოვლენა, და ასევე თამაშშიდა განვითარება, ჰეთთრიქის ისტორია თამაშის სივრცეში უფრო ნათლად და კარგად რომ წარმოვაჩინოთ.

გაგრძელდება ფორმის და არენის დიზაინერზე მუშაობაც, ვინაიდან კვლავ ვეძებთ ახლებურ გზებს ამ მახასიათებლების თამაშში ინტეგრირებისთვის.

და კიდევ ერთი რამ, რაზეც 2022-ში ვფოკუსირდებით - ეს დივიზიონებში მონაწილეობის მიღების გამოცდილებაა. ეს ისედაც ჰეთთრიქის ფუნდამენტური მხარეა, მაგრამ მომხმარებელთა ინტერესი, რაც ამ საკითხის გარშემოა, ალბათ აქამდე სათანადოდ არ დავაფასეთ.

ამასთანავე სურვილი გვაქვს შევიტანოთ ცვლილებები დივიზიონებში მენეჯერთა დაწინაურების განაწილების კუთხით, რაც გულისხმობს სეზონის მიმდინარეობისას მენეჯერებს ექნებათ შესაძლებლობა იცოდნენ თუ რომელ დივიზონში მოუწევთ ასპარეზობა სამომავლოდ - იქნება ეს დაწინაურება თუ დაქვეითება, რათა იცოდნენ რომელ დივიზონში მოხვდებიან და შესაბამისად დააწყონ გეგმები სამომავლოდ, თუ რანგით ქვედა დონეზე იმყოფებით, ამით თქვენი მოღვაწეობა არსებულ დივიზიონში უფრო მიმზიდელი და სახალისო რომ გავხადოთ.

და ისევ, მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის, ახლა კი დავუბრუნდეთ თამაშს.. და სამუშაოსაც!
 
Server 071