We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

სენეგალი-საქართველო. ინტერვიუ ყოფილ მწვრთნელთან

გთავაზობთ ინტერვიუს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან - GM-Nerzul-თან (10162426) ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით.

1.როგორ შეაფასებდით საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ მდგომარეობას?

დღევანდელი სატურნირო მდგომარეობა გართულდა, მაგრამ არც უშანსოდ არ ვართ. 7 ქულა გამსვლელ ადგილზე ბევრი არ არის. იმედია ყველაფერს გამოვასწორებთ და გავალთ შემდეგ ეტაპზე.

2.რას იტყვით მომავალ მატჩთან დაკავშირებით?

რთული მატჩი გველის და ვფიქრობ ცენტრში ჭიდაობა მოგვიწევს, უშანსოდ ნამდვილად არ ვართ, თუ ცენტრს მოვუგებთ თამაშიც უნდა მოვიგოთ ჩემი აზრით.

3.თქვენი აზრით რა იყო მიზეზი იმისა რომ საქართველრს ნაკრები წინა შეხვედრაში დამარცხდა?

წინა მატჩის მარცხი ცოტა უიღბლობას უნდა დავაბრალოთ მაგრამ ჩემი აზრით არც კონტრის წინააღმდეგ გათვლა იყო სწორი. ჩვენ ყოველთვის ცენტრის მოგებაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და ეს გათვლა კონტრის წინააღმდეგაც კარგად მოქმედებს. სახლში მაღალი დაცვებით თამაში არ გვჭირდებოდა, შეტევა მეტი რომ გვქონოდა შეიძლება სხვა შედეგი მიგვეღო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ლევანის ვაბრალებ რამეს, არა პირიქით ლევანის მხარდამჭერი ვარ და მჯერა მისი.
წარმატებები თქვენც და ჩვენს ეროვნულ ნაკრებსაც.




2017-03-10 14:29:05, 1903 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20019]

 
Server 071