We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ყველას, ყველას, ყველას!!!

ჩვენ ვქმნით 16 გუნდიან ახალგაზრდულ ლიგებს, სადაც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მენეჯერი მოიყრის თავს. ამ მენეჯერებს დაევალებათ გაზარდონ ისეთი ფეხბურთელები, რომელიც ჯერ U20 ნაკრებს გამოადგება და შემდგომში ეროვნულს!

მეგობარო ჰეთტრიკელებო,

ყველანი მოხარულები ვართ, რომ არსებობს თამაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ჩვენი გუნდი, დავგეგმოთ ის ამოცანები და განვახორციელოთ ის მიზნები, რაც რეალურ ფეხბურთში არ მოგვწონს. ურთიერთ ჭიდილში მივაღწიოთ წარმატებებს.
მაგრამ ჰეთტრიკი საქართველოთი არ დაწყებულა და არც დამთავრებულა. უამრავი ქვეყანაა ჩართული ამ სამყაროში და ყველას თავისი ამბიციები გააჩნია. ამბიციაზე თუ მიდგა საქმე, ჩვენც ხომ ვართ ქართველები? ჩვენ ხომ გვახურავს ნამუსის ქუდი? რით გვჯობიან სხვა ქვეყნები? რით და კონსოლიდაციით! ჩვენ გვაკლია მენეჯერთა კონსოლიდაცია, გაერთიანება ერთი მიზნის ქვეშ - იქცეს საქართველო ჰეთტრიკის მოწინავე მოთამაშე ქვეყნად. ამიერიდან ასე აღარ იქნება! ჩვენ ვქმნით 16 გუნდიან ახალგაზრდულ ლიგებს, სადაც ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა მენეჯერი მოიყრის თავს. ამ მენეჯერებს დაევალებათ გაზარდონ ისეთი ფეხბურთელები, რომელიც ჯერ U20 ნაკრებს გამოადგება და შემდგომში ეროვნულს!!!

გავაერთიანოთ ჩვენი ახალგაზრდულები საქართველოს საკეთილდღეოდ!

შემოგვიერთდით! - serjhanti (1987706)

2011-10-09 08:54:44, 318 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=13263]

 
Server 070