We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ინსტრუქცია და რჩევები ახალი მენეჯერებისთვის.

ჰეთთრიკი(Hattrick) არის ძალიან საინტერესო და სახალისო თამაში, მაგრამ ამასთანავე ძალიან კომპლექსური და რთული, აქ წარმატების მისაღწევად საჭიროა წესებში და პრინციპებში კარგად გარკვევა. ამ სტატიაში შევეცდები მოვიყვანო რამოდენიმე ძირითადი რჩევა, რომელიც დაეხმარება ახალდარეგისტრირებულ მენეჯერებს თავიანთი გუნდების მართვაში. ეს ინფორმაცია მათ საშუალებას მისცემს თავიდან აიცილონ სტანდარტული შეცდომები, რომელთა გამოსწორებას შესაძლოა რამოდენიმე სეზონი დასჭირდეს. როგორც ამბობენ, ჭკვიანი ადამიანი სხვის შეცდომებზე სწავლობს.

სანამ დავიწყებდეთ, გაითვალისწინეთ, რომ ჰეთთრიკი(Hattrick) არის გრძელვადიანი თამაში, რომელიც მოითხოვს მოთმინებას და ჭკუას. მაგრამ რაც უფრო რთულია მიზნის მიღწევა, მით უფრო საინტერესოა პროცესი და სასიამოვნო - შედეგი.


ძირითადი რჩევა
თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებებისაგან, ნუ დახარჯავთ ფულს ახალი ფეხბურთლების შეძენაში, მწვრთნელის შეცვლაში, სტადიონის გაზრდაში და ა.შ. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს გუნდს. სიტუაციის გამოსწორებას კი შეიძლება არაერთი სეზონი დასჭირდეს. არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ საწყის მატჩებში ხშირად განიცადოთ მარცხი, მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ, ეს ნორმალურია. თუ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებთ, ეტაპობივრად მოძლიერდებით და შესაძლოა თქვენი შემჩერებელი ვერც კი მოიძებნოს. ეს ყველაფერი რათქმაუნდა თქვენზეა დამოკიდებული.



მენეჯერის ლიცენზია
პირველი ამოცანა რეგისტრაციის შემდეგ არის მენეჯერის ლიცენზიის აღება , რისთვისაც დაგჭირდებათ ელემენტარული დავალებების შესრულება. ამაში თქვენ დაგეხმარებათ „გიდი დამწყებთათვის“, ეს არის „ნაბიჯ-ნაბიჯ“ ტიპის ინსტრუქცია, რომელიც ავტომატურად ირთვება და გეხმარებათ დავალებების შესრულებაში. მასზე გადასასვლელად გამოიყენეთ ეს ლინკი: (/Help/BeginnersGuide.aspx) ეს გიდი დაგეხამრებათ საიტზე ორიენტირებაში.


სახელმძღვანელო
ინფორმაციის ძირითადი წყარო ჰეთთრიკში არის სახელმძვანელო, შესასვლელად დააჭირეთ ზედა/მთავარი მენიუს პუნქტს „დახმარება“ , შემდეგ მარცხენა მხარეს „სახელმძღვანელო“-ს. ან უბრალოდ გადადით შემდეგ ლინკზე: (/Help/Rules/). ამ გვერდზე მარჯვენა მხარეს არის სარჩევი თავების მიხედვით, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ თამაშის სხვადსახვა ასპექტს.


შეკითხვების ფორუმი
ფორუმი არის ადგილი, სადაც იკრიბებიან მენეჯერები, როგორც გამოცდილები, ასევე ახალბედები. ისინი აქ სწავლობენ ბევრ ახალს, დაობენ, ან უბრალოდ საუბრობენ სხვადსახვა თემებზე. დასაწყისისთვის გირჩევთ ეწვიოთ შეკითხვების ფორუმს, სადაც შეგიძლიათ დაწეროთ ნებისმიერი კითხვა და აუცილებლად მიიღებთ კომპეტენტურ და ამომწურავ პასუხს. ან უბრალოდ გადაიკითხოთ სხვების მიერ ადრე დასმული შეკითხვები და მათზე გაცემული პასუხები.

ფორუმზე შესასვლელად დააჭირეთ ზედა/მთავარი მენიუს პუნქტს „ფორუმი“, ქვემოთ მოყვანილ რეკომენდებული ფორუმების სიაში მოძებნეთ და დააჭირეთ „შეკითხვები(Georgian)“-ის. მარცხენა მხარეს გამოჩნდება ამ ფორუმის თემების ჩამონათვალი. დასაწყისისთვის დააჭირეთ თემას „ ყველა კითხვა ერთ პოსტში“. ეს არის თემა, სადაც ყველა მსურველს შეუძლია დასვას ნებისმიერი შეკითხვა.

გირჩევთ აქტიურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, რადგან ამ კითხვებს ბევრი გამოცდილი და ტიტულოვანი მენეჯერი კითხულობს, ყოველი მათგანი მოხარული იქნება დაგეხმაროთ. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა: "რაში აწყობთ ამ ტიტულოვან და გამოცდილ მენეჯერებს ახალი კონკურენტების შეძენა?". პასუხი მარტივია: ჰეთთრიკი არის საერთაშორისო თამაში, მასში მონაწილეობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, ყველას გააჩნია საკუთარი ეროვნული და 21წლამდელთა ნაკრები გუნდები, რომელთა შორისაც ყოველ სეზონურად ტარდება მსიოფლიო ჩემპიონატები. ასევე კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატები სახელად „ჰეთთრიკ მასტერსი“. ამიტომ რაც უფრო მეტი გამოცდილი და ძლიერი მენეჯრი გვეყოლება, მით უფრო გაძლიერდება საქართველოს ნაკრები და მით უფრო ვასახელებთ ჩვენს ქვეყანას.

ლინკი შეკითხვების ფორუმის თემაზე „ ყველა კითხვა ერთ პოსტში“: (15872491.1)


ფული
მენეჯერის ლიცენზიის ყოველი დავალების შესრულებისათვის თქვენ დაჯილდოვდებით გარკვეული თანხით. რადგან დავალება რამოდენიმეა, ამიტომ მოგიგროვდებათ სოლიდური თანხა. თუ თქვენ არ გაფლანგავთ და ჭკუით გამოყენებთ, ეს სახსრები საკმარისია საწყის ეტაპზე გუნდის არსებობისთვის და განვითარებისთვისაც კი. კიდევ ერთხელ განვმეორდები: თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი ხარჯებისაგან.


სტადიონი
ნუ შეეხებით თქვენს სტადიონს, ჯერ ნურც ააშენებთ და ნურც დაანგრევთ მას. ეს მხოლოდ ფულის ფლანგვა იქნება. მოიცადეთ, მისი გაზრდის დროც მოვა, როცა თქვენი გულშემატკივრების რიცხვი გაიზრდება და მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდება მინიმუმ 2 ჯერ.


პერსონალი
საწყისი ეტაპისთვის გირჩევთ აიყვანოთ მხოლოდ 7 დამხმარე მწვრთნელი და 1 პიარ მენეჯერი. სხვა ტიპის პერსონალს ჯერ შეეშვით, მათ ყოველკვირეულად ხელფასი უდნა უხადოთ, ამიტომ ჯობია მხოლოდ ისინი აიყვანოთ ვინც აუცილებელია. ინფორმაცია პერსონალის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ მარჯვენა ზედა კუთხეში მენიუში „მეტი ინფორმაცია -> დახმარება“. ან პირდაპირ ამ ლინკზე:(/Help/Rules/Specialists.aspx). თუ რამე გაურკვეველი დარჩა, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ფორუმზე დასხვათ შეკითხვა (15872491.1).


ტრანსფერები
არ იჩქაროთ და დაუფიქრებლად არ იყიდოთ ახალი ფეხბურთელი. ეს არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა. ასე შიეძლება უაზროდ სერიოზული თანხა დაკარგოთ. (ტრანსფერების თემას მალე ისევ შევეხებით).


ვარჯიში
აქამდე გირჩევდით მხოლოდ იმას, თუ რაში არ უნდა დახარჯოთ ფული. ეხლა კი დადგა დრო ვთქვათ, რაში დავაბანდოთ ჩვენი კაპილარი. ეს არის ვარჯიში-ჰეთთრიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. იგი არის შემოსავლის ძირითადი წყარო. სწორად დაგეგმილი ვარჯიში საგრძნობლად გააძლიერებს თქვენს გუნდს. ვარჯიშის ეფექტურობას განსაზღვრავს თქვენი მწვრთნელის დონე და დამხმარე მწვრთნელების რაოდენობა (უკვე დავიქირავეთ 7). თავიდანვე თქვენი გუნდის ყველა სავარჯიშო ნიუანსი არის ისე გათვლილი და დაყენებული, რომ მაქსიმალური ეფექტი მიიღოთ მინიმალური დანახარჯებით:
1. თქვენ გყავთ ნორმალური(6) დონის მწვრთნელი
2. ვარჯიშის ხარისხი არის 100%
3. გამძლეობის წილი - 5%.
გრჩებათ უბრალოდ ვარჯიშის ტიპის და სავარჯიშო ფეხბურთელების შერჩევა.

ვარჯიშის ტიპები
არსებობოს 11 ტიპის ვარჯიში, მაგრამ თავიდან გირჩევთ აირჩიოთ შემდეგი 5 დან ერთ-ერთი:
1. მეკარეობა
2. დაცვა
3. ნახევარდაცვა
4. გრძელი პასი (ფლანგი)
5. თავდასხმა
დანარჩენი ვარჯიშები საწყის ეტაბზე არაეფექტურია და შედეგს არ იძლევა, შესაძლოა გაზარალოთ კიდეც. ვარჯიშების ტიპების აღწერილობა იხილეთ სახელძღვანელოს შესაბამის თავში - „ვარჯიში“. შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ შემეგი ლინკით: (/Help/Rules/Training.aspx)

სავარჯიშო ფეხბურთელები
რაც უფრო ახალგაზრდაა ფეხბურთელი, მით უფრო კარგად ვარჯიშობს ანუ სწრაფად ვითარდება იგი, ამიტომ გირჩევთ:
1. ტრასფერებზე შეიძინოთ 17 წლის და რაც შეიძლება ნაკლები დღის ახალგაზრდები, სასურველია მაქსიმუმ 50დღის. (აკონტროლეთ ფინანსები და ეცადეთ არასდროს გადახვიდეთ ვალებში. დასაწყისში მაინც, სანამ კარგად გაერკვევით კრედიტების სიტემაში).
2. რაოდენობა უნდა იყოს ვარჯიშის ტიპის შესაბამისი. მაგალითად თუ ავარჯიშებთ თავდასხმას, თითო თამაშზე თქვენ შეგიძლიათ ავარჯიშოთ 3 ფეხბურთელი, თუ გავითვალისწინებთ რომ კვირაში გაქვთ 2 თამაში (დივიზიონის და ამხანაგური), გამოდის რომ დაგჭირდებათ 6 პერსპექტიული ახალგაზრდა.
3. შეიძლინეთ ფეხბურთელები, რომელთაც ვარჯიშის შესაბამისი სკილი უკვე აქვთ მინიმუმ ნორმალური(6) დონის.
4. ნუ შეცვლით ვარჯიშის ტიპს მინიმუმ 1 სეზონის მანძილზე.


ახალგაზრდული აკადემია
ძირითადი გუნდის გარდა, თქვენ გეძლევათ საშუალება შექმნათ ახალგაზრდული აკადემია. გირჩევთ თავიდანვე გახსნათ იგი შემდეგი მიზეზების გამო:
1. მოამარაგებთ ძირითად გუნდს სავარჯიშო ფეხვურთელებით.
2. გაყიდით აკადემიაში აღზრდილებს და მიიღებთ დამატებით შემოსავალს.
3. დაგემატებათ მეორე გუნდი (ცალკე შემადგენლობა, ცალკე დივიზიონი, ცალკე მატჩები და ა.შ.) რაც უფრო მეტ ხალისს მატებს თამაშს.
4. გამართლების შემთხევაში შეიძლება აღმოაჩინოთ სუპერ ვარსკვლავი, რომელიც მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს.
5. შეიძენთ დამატებით გამოცდილებას და ცოდნას.
6. ამით თქვენ დაეხმარებით არა მარტო საკუთარ გუნდს, არამედ საქართველოს ნაკრებსაც.

აკადემიის შესახებ სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ სახელმძღვანელოს შესაბამის თავში სახელად „ახალგაზრდა ფეხბურთელები“. ლინკი: (/Help/Rules/Youthgamerules.aspx)

დამატებითი ინფორმაციისთვის გამოიყენეთ ფორუმზე გახსნილი სპეციალური თემა სახელად „ახალგაზრდული აკადემიის შესახებ“. ლინკი: (14777755.1). აქ შეგიძლიათ დასვათ აკადემიასთან დაკავშირებული ნებისმიერი თქვენთვის საინტერესო კითხვა და მიიღებთ ამომწურავ პასუხს.




ეს სტატია წარმოადგებს მოკლე და ძირითადი რჩევების ნაკრებს ახალი მენეჯერებისთვის. ბევრი დეტალი და ნიუანსი არაა აქ განხილული, რომც გადამეწვიტა, ამის განხორცელება წარმოუდგენელია. თუნდაც იმის გათვალისწინებით რომ ჰეთთრიკი ხშირად იცლვება და ვითარდება. მაგრამ ჩვენდა სასიკეთოდ არსებობოს ფორუმი, სადაც მუდმივად, უწყვეტ რეჟიმშ მიმდინარეობს ცოდინს განახლება და გაზიარება. შემოგვიერთდით (15872491.1).

2012-11-19 08:29:59, 1259 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=16300]

 
Server 071