We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

ჰეთთრიკული ანდაზები და აფორიზმები

ჰეთთრიკი ყოველი ჩვენგანისთვის საყვარელი თამაშია, რომელშიც წარმატების მისაღწევადაც ყურადღება და ძალისხმევაა საჭირო. თამაშის წესების ცოდნასა და სწორ მენეჯმენტთან ერთად მრავალი ნიუანსის გათვალისწინებაც საჭიროა. დროთა განმავლობაში ეს ყველაფერი გამოცდილების მომატებასთან ერთად უფრო ადვილდება, თუმცა საჭიროა გრძელი გზის გავლა. ამ გზის გასაადვილებლად გთავაზობთ ყველასთვის ცნობილი ანდაზებისა და აფორიზმების ჰეთთრიკულ ვარიანტებს, რომელთა გათვალისწინებაც ჰეთთრიკულ ცხოვრებაში აუცილებელია :)

1. შეიყვარე გუნდი შენი, ვითარცა თავი შენი
2. სჯობს დამოტსვასა ნაძრახსა, დაფიქვა სახელოვანი
3. Psico-ს ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების
4. თუ კაცს სტამინა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი
5. ვინც მიღწევებსა არ ეძებს, იგი თავისა მტერია
6. ფიცი მწამს, განწყობა მაკვირვებსო
7. რასაც დაბიდავ შენია, რაც არა დაკარგულია
8. ახალი მწვრთნელი კარგად გვის, ძველი მოიტანს კონფუზსო
9. კარგი სკაუტი 16-17 წლის ფეხბურთელებს არ მოიყვანსო
10. ძლიერი ფეხბურთელი წვიმაში გამოიცნობა, ტექნიკური მზეშიო
11. რაც GM-სა არა სწადდეს, არა გუნდი არ იქნების
12. თუ ძრავი ძრავობს, 'ხინკალი საბურთალო' ორივე ხელით იჭმებაო
13. მაჩვენე რა მიღწევები გაქვს და გეტყვი როგორი მენეჯერი ხარ შენ
14. ქარის მოტანილს GM წაიღებსო
15. გუნდი განწყობაზე ხტისო
16. 5-დან 6-მდე სკილაპი და 17-დან 19-მდე სკილაპი, ორივე სკილაპიაო
17. არ დასპეცდა სწრაფი მზეში, არა იყო გვარი მისი
18. რენდომის ბედი მომეცი და სანეხვეზე გადამაგდეო
19. გაჭირვება მაჩვენე და დამოტსვას გაჩვენებო
20. დაფიქვა კაცს ააშენებს, დამოტსვა კი დააქცევს
21. U-20 სკაუტის წინ მორბენალ მენეჯერს ან მგელი შეჭამს ან მგლისფერი ძაღლი
22. კაცს ფორუმიდან აძევებდნენ, ის კი GM-ობას ითხოვდაო
23. 1 ტრანსფერიდან შემოსული ფული 3 გუნდმა გაიყოო
24. ბობის ბამბაც ჩხრიალებს
25. ვაის გავეყარე და უის შევეყარე (Mod-ის ბანის GM-თან გასაჩივრებისას)
26. იუზერის თავზე ფორუმის წესებს კითხულობდნენ და გამიშვით ფეხბურთელი დავარეკლამოო
27. ნაკრები ღონიერია თუ მწვრთნელი გონიერია
28. სტაფის წევრი საპორტერის გაძვირებას ჩიოდაო
29. ავ მეტოქეს ავი მოტსი ურჩევნია სულსა გულსა
30. სპამები და სპამერობა ავნებს ფულსა, მერმე გუნდსა


* აღნიშნული სტატია იუმორისტული ხასიათისაა
*

2013-12-01 15:00:52, 1564 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=17537]

 
Server 070