We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

30-ე სეზონი და ჩვენი უმაღლესი ლიგა

ამ შაბათ საღამოს ჩვენი უმაღლესლიგელები მოვიწვიეთ რედაქციაში და მცირე ინტერვიუც ჩავწერეთ კარსმომდგარ 30–ე სეზონის წინ. სამწუხაროდ რვიდან მხოლოდ ოთხი მენეჯერი გვესტუმრა, ორმა მოუცლელობა მოიმიზეზა, ხოლო ორ გუნდში სამწუხაროდ ცოტა გაურკვეველი ვითარებაა:
"ახლაც გენინსპექციაა შემოსული, თქვენთვის არ გვცხელაო" – ასე გვიპასუხეს კლუბის მდივნებმა.

ხოლო ვინც დაგვდო პატივი და სიამოვნებით დაგვთანხმდა მცირე დრო კომუნის პრესისთვისაც დაეთმოთ, მათ ინტერვიუს კი შეძლებთ და ამ სტატიაში გაეცნობით.

– პირველ რიგში მადლობა, რომ მონახეთ დრო და რედაქციაში გვესტუმრეთ. როგორია წინასასეზონო მოლოდინი, რას გეგმავთ და რას მიაღწევთ თქვენი აზრით ამ 30–ე სეზონში?

Prafesor (1986363) – ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი კარგი წამოწყებისთვის. რაც შეეხება ახალ სეზონს, დიდი იმედით ვხვდები. პირველადაა ჩემს გუნდში სიტუაცია, როდესაც ყველა პოზიციაზე შემცვლელი მყავს, ერთი-მეორეზე უკეთესი ბიჭებით. მიზანს რაც შეეხება უპირატესეობას ლიგას მივანიჭებ, თასზე კი მხოლოდ მეორე გუნდით და ნახევარი ძალით ვიასპარეზებ.

Levani77 (1903109) – ვგეგმავ ჩემპიონობას და რას მივაღწევ, ეგ ძრავს ჰკითხეთ, ბევრი იქნება მაგაზე დამოკიდებული.

bekan (1986517) – ჯერ ზუსტად არ ვიცი როგორი სეზონი მექნება – პირადი სიტუაციის გამო შეიძლება გუნდი დავშალო და ვივაჭრო. დრო თუ იქნა, მაშინ ვეცდები ამ გუნდით ლიგა მოვიგო. ძლიერი გუნდი მყავს და წესით ძალიან არ უნდა გამიჭირდეს, რამე ძალიან მოულოდნელი თუ არ მოხდა.

Kobalt (710664) – მოლოდინი სამეულია, თუმცა კი ჩემპიონობის გამო ვარ აქ ამოსული. სხვა ყველა ადგილი შეუსრულებელ მისიად შეფასდება.


– კეთილი. აქვე ორიოდე სიტყვით გვითხარით გუნდი როგორ ფორმაში ხვდება ახალ სეზონს, ყველაზე დიდ როლს რას ანიჭებთ?

Prafesor (1986363) – გუნდში ყველაზე დიდ როლს გუნდის არ დაბერებას ვანიჭებ. ასევე არჩეული მაქვს ისეთი სტრატეგია რომელიც გუნდს არასდროს დამიბერებს... ბაზარს ყოველთვის ვაკონტროლებ, რომ ფეხბურთელი ისე არ შემრჩეს გუნდში, რომ დიდი ფული დამაკარგვინოს.

Levani77 (1903109) – არის ერთი–ორი სუსტი პოზიცია გუნში, თუმცა ძირითადი ბირთვი ახალგაზრდებითაა დაკომპექტებული. თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, შემადგენლობის მხრივ პრობლემა არ მექნება.

bekan (1986517) – გუნდი კარგ ფორმაშია. წინა ზესონს ბევრი ფული დავაგროვე. თან იაფად კარგი ფეხბურთელები შევიძინე. რაც გუნდის ასაკს შეეხება, ისეთივე ასაკი ხალხი მყავს, როგორც წინა სეზონს. ჩემი გუნდი არასდროს ბერდება! რადგან სხვა სისტემით მყავს აწყობილი. მაგრამ ვნახოთ, ამ სეზონს რა მოხდება. შეიძლება საერთოდ დავშალო, თუ ვერ მოვიცალე...

Kobalt (710664) – ეს ფორმაცია სამი სეზონია უმაღლესის დასაპყრობად ემზადება და მოდის თანმიმდევრულად. გათვლილია ყველაფერი ისე რომ, ამ შემადგენლობამ კიდე სამი სეზონი უნდა დაიცვას შატილის წმინდა სახელი, ლოკალურადაც და გლობალურადაც.


– ვინ იქნება თქვენი აზრით ლიგის მთავარი ფავორიტი და ასევე თქვენთვის პირადად ყველაზე უფრო უხერხული მეტოქე?

Prafesor (1986363) – მთავარ ფავორიტად ჩემს მეგობარ ბექას მივიჩნევ – ძალიან კარგი გუნდია და პლუს ძალიან კარგი მენეჯერი მართავს. ასევე რამოდენიმე საინტერესო გუნდი არის, რომლებიდანაც GeoReal–ს გამოვარჩევდი.

Levani77 (1903109) – ჩემპიონატის დაწყებამდე მაინც რთულია ფავორიტის დასახელება. ორი–სამი ტურის მერე უფრო გამოიკვეთება.
უხერხული მეტოქე? - ძრავი!

bekan (1986517) – მთავარ კონკურენტად ამ სოზენს ცხვედოს ან პრაფესორს ვთვლი. უფრო დაკომპლექტებული და სერიოზული გუნდი ჰყავთ სხვებთან შედარებით.

Kobalt (710664) – ალბათ Georeal


– რას პირდებით გულშემატკივარს?

Prafesor (1986363) – გულშემატკივრებს? იმას, რასაც შევპირდი – გუნდის მუდმივ განვითარებას. როდესაც გუნდის დაქოქვა დავიწყე, ერთ ცდაში ზედიზედ მოვიგე მეოთხედან ყველა ლიგა.. ახლა კი გუნდი უმაღლესის მოსაგებად არის მზად. თუ ამას ვერ შევძლებთ, სეზონი ჩავარდნილად ჩაითვლება.

Levani77 (1903109) – ძალიან ბევრ ნერვიულობას. მოიმარაგეთ ვილიდოლი!

bekan (1986517) – ჯერ არაფერს, არ გადამიწყვეტია რა ვქნა.

Kobalt (710664) – ვპირდები იმას რომ შატილი, როგორც ყოველთვის თამაშს არავის დაუთმობს და მტერს ზურგს არ აჩვენებს! ამისთვისაა ეს კლუბი დაარსებული. თუ მტრის მარჯვენის მოჭრაც შევძელით - მთლად სახელიანები დავუბრუნდებით ჩვენს აულს!


– და ბოლოს ერთი ორი კეთილი სურვილი, რას ეტყვით მთლიანად ჰეთთრიკის კომუნას ამ წინასაახალწლოდ?

Prafesor (1986363) – ბოლო დროს ძალიან ცუდად წავიდა საქმეები –დაიბლოკა რამოდენიმე კარგი გუნდი.. ქართულ კომუნას კი ვუსურვებდი სამართლიან და მეგობრულ თამაშს. ასევე წინასწარ მინდა მივულოცო დამდეგი შობა–ახალი წელი. წარმატებები ჰქონოდეთ ჰეთთრიქში და ასვე პირად ცხოვრებაში.

Levani77 (1903109) – ნაკლები რენდომები, ნაკლები ტრავმები. ბევრი სახალისო და დაძაბული მატჩები.

bekan (1986517) – (ბექა ამ მომენტში სიგარეტის მოსაწევად გავიდა აივანზე და სამწუხაროდ კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა..)

Kobalt (710664) – ვუსურვებ მეტ მცოდნე და კომპეტენტურ მენეჯერს, ნაკლებ "ნასედკას" და მეტ თვითკრიტიკულობას!!!


პ.ს. როგორც ხედავთ ყველა მენეჯერი სერიოზულად არის სეზონის წინ განწყობილი და ლამის ყველა ჩემპიონობას ამავე წელს სათავისოდ იგულებს – ეს კი დიდ ომს და დაძაბულობას გვპირდება ჩვენს უმაღლეს ლიგაში. მინდა წარმატება ვუსურვო თითოეულ მათგანს და ასევე მთლიან ქართულ ჰეთთრიკის კომუნას.

და ბოლოს იმედია კობალტი ხუმრობდა, როცა მტრის მარჯვენის მოჭრით დაიმუქრა – ტრადიცია ყველა ვაფასებთ, მაგრამ არც ცალხელა ფეხბურთელების მომრავლება გვაწყობს მაინცდამაინც ჩვენს უმაღლეს ლიგაში. ვალიდოლი კი ხომ გაიგეთ?! ლევანის გადამკიდე სანამ გაძვირებულა, მოიმარაგეთ GeoReal–ის ფანებმა!

სხვა კი წინდაწინ გილოცავთ დამდეგ შობა–ახალ წელს: მრავალ წარმატებას გისურვებთ, როგორც აქაურ გარემოში, ისე რეალურ ცხოვრებაში!

2013-12-29 11:02:16, 1524 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=17653]

 
Server 070