We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

u20 არჩევნები - სეზონი 39

გთავაზობთ ინტერვიუს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებთან. ამ მომენტისთვის დარეგისტრირებულია 3 კანდიდატი.
_zura_ (F.C. Bogano) (1986895)
iraklinio (madridista var) (710648)
Nika_Kvrivishvili (FC Manchester United) (1987361)

თქვენი სახელი, გვარი, ასაკი.
_zura_ : ზურა გაბრიჩიძე 26 წლის
iraklinio: ირაკლი გაფრინდაშვილი 24 წლის.
Nika_Kvrivishvili : ნიკა ქვრივიშვილი, 22 წლის.

რამდენი ხანია თამაშობთ ჰეთთრიკს
_zura_ : ვთამაშობ 2010 წლიდან
iraklinio: ხუთ წელზე მეტია უკვე, რაც ჩავიძირე ამ თამაშში
Nika_Kvrivishvili : ჰეთთრიკს ვთამაშობ 2007 წლიდან მაგრამ, წინა გუნდი რაც მყავდა დამებლოკა, ამიტომ 2009 წელს ახალი გავაკეთე და გავაგრძელე თამაში.

ყველაზე მნივნელოვანი წარმატება რისთვისაც მიგიღწევიათ ჰეთთრიკში.
_zura_ : თასის ფინალი(დასანანი მარცხით) და 2 დამღლელი სეზონი უმაღლესსში
iraklinio: ალბათ ყველაზე დიდი წარმატებაც და ამავდროულად წარუმატებლობაც არის ეროვნული თასის ორგზის ფინალისტობა, სამწუხაროდ ორივე შემთხვევაში დავმარცხდი, პირველი განსაკუთრებულად მახსოვს,რადგან მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვიოცნებებდი ესეთ მიღწევაზე.
Nika_Kvrivishvili : ყველაზე დიდი წარმატება ჯერჯერობით 3 დივიზიონის მოგებაა ჩემთვის. ძირითადად ფულის ხარჯვაზე ვიყავი გადართული, შემდეგ ფულის მოგროვება დავიწყე და ახლა უკვე უმაღლესისკენაც მივიწევ. ამჟამად მე-2 დივიზიონში ვარ და იმედია ამ სეზონში მოვახერხებ მოგებას.

თუ გყავთ სხვა მენეჯერები რომლებიც დაგეხმარებიან მწვრთნელად დანიშვნის შემთვევაში.(სკაუტინგი, დაგეგმვა, დაზვერვა და სხვა)
_zura_ : რა თქმა უნდა მყავს ასეთი ხალხი
iraklinio: რა თქმა უნდა, ვფიქრობ მარტო მწვრთნელს არ შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, სხვების დახმარების გარეშე, მართალია პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება,მაგრამ დამხმარე მენეჯერები ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ და საბედნიეროდ საკმარისად არიან ისეთი მენეჯერები რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში დამეხმარებიან.
Nika_Kvrivishvili : ჯერჯერობით არავისთვის შემითავაზებია დახმარება, გამარჯვების შემთხვევაში ამ საკთხზე აუცილებლად დავიწყებ.

თუ გქონიათ შეხება და იცნობთ ფარმ გუნდებს, რომლეცით დაგეხმარებათ სანაკრებო კანდიდატების სწორად გაზრდაში ?
_zura_ : თითქმის ყველა ფარმს ვიცნობ და უმეტესობასთან მქონია ურთიერთობა
iraklinio: ფარმ გუნდებს რაც შეეხება სამწუხაროდ უმეტეს მათგანთან არ მქონია შეხება, როცა პირველად გადავწყვიტე ნაკრებში მოსვლა და დავმარცხდი, მქონდა მწვრთნელთან შეთავაზება რომ დავეხმარებოდი სურვილის შემთხვევაში,მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა რომ არ იყო ჩემი საჭიროება, შესაბამისად ფარმ გუნდებთანაც არ მომიწია შეხებამ.
Nika_Kvrivishvili : ფარმ გუნდებთან ნამდვილად არ მაქვს შეხება, მაგრამ ახალგზარდა წარმატებული მოთამაშის შემთხვევაში ფორუმზე გამოვაქვეყნებ და რაც მთავარია ლევანთან გავივლი კონსულტაციას და ჩამაყენებს საქმის კურსში :)

გქონიათ აქამდე რაიმე სახის შეხება ნაკრებთან თუ კი, რა მხრივ ?
_zura_ : ახალგაზრდული ნაკრები 3 ჯერ მებარა (თუმცა უკმაყოფილო ვარ პირადი შედეგებით და გაუმჯობესება მსურს)
iraklinio: ნაკრებთან შეხება მქონია რამდენჯერმე მოთამაშეების დაბინავების პროცესში, ასევე ეროვნული ნაკრების სკაუტი ვარ , ორივე ასაკობრივი ნაკრების ბაზებსაც ვიცნობ.
Nika_Kvrivishvili : ახალგაზრდულ ნაკრებში ვიყავი თავდამსხმელების სკაუტი მაშინ რომა იყო მწვრთნელი თუ სწორად მახსოვს, ასევე ჩემი თავდამსხმელი თამაშობდა ახალგაზრულ ნაკრებში. ამჟამად ეროვნული ნაკრებიში ვარ მეკარეების სკაუტი.

იყნებთ hattrick-youthclub-ს ?
_zura_ : შიგადაშიგ
iraklinio: ვიყენებ მაგ საიტს და ვფიქრობ რომ ერთერთი საუკეთესო დამხმარე საიტია ჰეთთრიქის მოთამაშეებისთვის.
Nika_Kvrivishvili : hattrick-youthclub-ს ვიყენებ, ფეხბურთელებს ვანახლებ ხოლმე და რაც მთავარია ეროვნული ნაკრების მეკარეებს ვაკვირდები სწორად რომ მიიღონ ვარჯიში.

რომელია თქვენი აზრით საუკეთესო წყობა თანაბარ მოწინააღმდეგესთან ?
_zura_ : 3-5-2 (თუმცა ახალგაზრდულში 2-5-3საც განვიხილავ იგივე დონეზე)
iraklinio: თანაბარ მოწინააღმდეგესთან ალბათ მაინც 3-5-2 ვითამაშებდი, თუმცა ვფიქრობ მთავარი წყობა არაა, მთავარია მოწინააღმდეგის შედარებით სუსტი რგოლი იპოვო და შესაბამისად მოარგო წყობაც, ესე გადაჭრით ვერ ვიტყვი, შეგძლება სულ სხვა ტაქტიკით გავიდე, ერთი სიტყვით რგოლებია მაინც მთავარი და არა წყობა,რომელიც უფრო კარგ შანსს გაძლევს კონკრეტულ სიტუაციაში, ის უნდა გამოიყენო.
Nika_Kvrivishvili : თანაბარ მოწინააღმდეგესთან ჰეთთრიკში იდეალურად მაინც 3-5-2 მიმაჩნია, დაბალანსებულია ყველა რგოლი.

საუკეთესო წყობა კონტრშეტევისთვის
_zura_ : 4-4-2(ახალგაზრდულისთვის 5-4-1, თუმცა გააჩნია მეტოქეს, ესე ერთი ხელის მოსმით ძნელია ამ კითხვაზე პასუხი)
iraklinio: კონტრისთვის საუკეთესო წყობა ვფიქრობ 4-4-2-ია თუმცა 5-2-3 იც მესიმპატიურება, მოწინააღმდეგეს გააჩნია.
Nika_Kvrivishvili : კონტრ შეტევაზე თამაში როგორც წესი არ მიყვარს, უპირატესობას მაინც შემტევ ფეხბურთს ვანიჭებ.

მწვრთნელის საუკეთესი ორეინტაცია კლუბში
_zura_ : ყოველთვის ნეიტრალურს ვემხრობი
iraklinio: ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად ალბათ ისევ ნეიტრალური, იმ შემთხვევაში თუ ტექნიკურ ასისტენტს იყენებ კომფორტულია ძალიან.
Nika_Kvrivishvili : მწვრთნელისთვის საუკეთესო ჩემი აზრით ნეიტრალური ტიპია, თანაბრადაა გადანაწილებული ასეთ დროს ყველა რგოლი. დაცვითი ტიპის მწვრთნელიც მომწონს, მაღალი თავდაჯერებულობის შემთხვევაში იდეალურია, მაღალ დაცვას დებ მწვრთნელის დახმარებით და თავდაჯერებულობის წყალობით შეტევის რგოლზეც არაა პრობლემა.

თუ გამოგიყენებიათ როდესმე ტაქტიკური მწვრთნელი
_zura_ : კი გამომიყენებია და ცუდი ნამდვილად არ არის მითუმეტეს ახალგაზრდულისთვის
iraklinio: როგორც კი დაინერგა ეგ სიახლე იმის შემდეგ ვიყენებდი , მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი მატჩები არ ჩამიტარებია, მას შემდეგ კი რაც გუნდი დავასუსტე საჭიროებაც აღარაა .
Nika_Kvrivishvili : ტაქტიკური მწვრთნელი აქამდე არ გამომიყენებია, როგორც წესი ვარჯიშზე ვიყავი ორიენტირებული და პერსონალშიც არ მქონდა დგილი, მაგრამ აუცილებლად ვაპირებ მის გამოყენებას, ნამდვილად საჭირო რამაა, რგოლების ცვლა შეუძლია საკმაოდ კარგად და ნამდვილად საჭირო რამაა.

ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი
_zura_ : ძნელი სათქმელია(მე პირადად შეტევას ვემხრობი თუმცა ამ თამაშში ნახევარდაცვაზე ბევრია დამოკიდებული)
iraklinio: ჩემი სუბიექტური აზრით ნახევარდაცვა, მიყვარს ცენტრზე თამაში, თუმცა ბალანსი აუცილებელია.
Nika_Kvrivishvili : რათქმაუნდა ნახევარდაცვა, როგორც იცით ჰეთთრიკში ნახევარდაცვას მაინც გადამწყვეტი როლი აქვს.

მწვრთნელად არჩევის შეთხვევაში გამოიყენებდით მხოლოდ დეფორებს თუ ჩვეულებრივ თავდამსხმელებსაც ?
_zura_ : ძირითადად დეფორებს და კ.შ.-ს დროს ფორვარდებსაც
iraklinio: გამარჯვების შემთხვევაში უპირატესობას დეფორებს მივანიჭებ თუმცა ჩვეულებრივი შემტევებიც იქნებიან ნაკრებში და კონკრეტულ მატჩებში ალბათ საჭირონიც იქნებიან.
Nika_Kvrivishvili : რათქამუნდა ორივეს გამოვიყენებ, არ ვიცით რომელ ეტაპზე რა ტიპის გუნდი შეგვხვდება ამიტომ ორივე ტიპის ფეხბურთელი ნაკრებისთვის საჭიროა.

მდიდარი არჩევნის და თანაბარი უნარების შემთხვევაში რა სპეციალიზაციის ფორვარდებს გამოიძახებდით ნაკრებში ?
_zura_ : თავისტებს/სწრაფებს
iraklinio: არჩევანი თუ მექნებოდა თავისტებს მივანიჭებდი უპირატესობას და სწრაფებს. (დეფორებში ტექნიკურებს)
Nika_Kvrivishvili : დეფორების შემთხვევაში ტექსნიკურს ვანიჭებ უპირატესობას. სხვა შემთხვევაში სწრაფი თავდასმხმელები.

ნახევარმცველების სპეციალიზაცია?
_zura_ : ძლიერი/თავისტი/უსპეცო
iraklinio: ყველაზე მეტად მომწონს ძლიერი ინერი
Nika_Kvrivishvili : ნახევარმცველების შემთხვევაში მაინც გამოუცნობი მირჩევნია, ასეთ დროს შეუძლია შორი საგოლე გადაცემების გაკეთება და ასევე შეუძლია ბურთის ართმევა და საგოლე მომენტის შექმნა რათქმაუნდა თუ აქვთ საკმარისი პასის და თავდასხმის დონე.

გარემარბების სპეციალიზაცია?
_zura_ : სწრაფი/თავისტი
iraklinio: ვინგერებში ალბათ სწრაფის და თავისტის კომბინაცია იდეალურია.
Nika_Kvrivishvili : გარემარბების შემთხვევაში სწრაფს ან ტექნიკურს ვანიჭებ უპირატესობას.

მცველების სპეციალიზაცია?
_zura_ : ძლიერი/თავისტი/სწრაფი
iraklinio: მცველებს რაც შეეხება თავისტი და ისევ ძლიერი.
Nika_Kvrivishvili : მცველების შემთხვევაში გამოუნობისა გარდა ყველა სპეციალობა მისაღებია.

დავუშვათ, აკადემიიდან დაწინაურებული (საკვალიფიკაციოსთვის იდეალური ასაკით) საუკეთესო ნახევარმცველის უნარებია: დაცვა 4, ნახევარდაცვა 8, დანარჩენი ყველაფერი 3. როგორ ვარჯიშს შეურჩევდით მას, ახალგაზრდული ნაკრებისთვის მოსამზადებლად 20 წლამდე?
_zura_ : დაცვა 5/ ნახ.დაცვა 15+/ პასი 5+
iraklinio: ალბათ ვეცდებოდი მაქსიმალურად ძირითადი უნარის ვარჯიშს, რადგან ვფიქრობ ახალგაზრდულში ნახევარდაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რგოლია.
Nika_Kvrivishvili : მე მაინც ნახევარმცველების შემთხვევაში ძირითად უნარს ვანიჭებ უპირატესობას, ამიტომ პირველ რიგში ვუვარჯიშებდი ნახევარდაცვას 15 მდე რა დროსაც იქნებოდა დაახლოებით 19.88 დღის , შემდეგ დაცვას 9 მდე 15% გამძლეობით რა დროსაც იქნება 20.38 დღის, და შემდეგ უკვე პასი სადამდეც მოასწრებს.

დავუშვათ ფეხბურთელი აკადემიიდან დაწინაურდა უნარებით: დაცვა 7, ნახევარდაცვა 5, პასი და ფლანგი 3, თავდსხმა 6. ყველა პოზიციისთვის გყავთ სკამო რაოდენობის ნრომალური ფეხბურთელი. რა პოზიციისთვის გაზრდიდთ ამ ფეხბურთელს ?
_zura_ : მაღალ დაცვიან ცენტრბექად კონტრისთვის
iraklinio: ახალი კონტრიბუციის გათვალისწინებით ალბათ ინერად, კონკრეტულ მატჩებში შეიძლება გამოყენება ეგეთი მოთამაშის.
Nika_Kvrivishvili : თუ ყველა პოზიციაზე საკმაო რაოდენობის ფეხბურთელი მეყოლებოდა მაშინ მსგავსი ტიპის ფეხბურთელი ვფიქრობ ფლანგზე გამომადგებოდა, მითუმეტეს რომ ფლანგის ვარჯიში საკმაოდ სწრაფია და უნარის აკრეფაც არ გაუჭირდება.

თქვენი აზრით 20 წლისთვის უნარების საუკეთესო კომბინაცია ნახევარმცველისთვის(საწყისი უანრები: ნახევარდაცვა 7, დადანარჩენი 4.)
_zura_ : 15/7/5 ნახ.დაცვა/დაცვა/პასი
iraklinio: საუკეთესო პირობების შემთხვევაში 15 ნახევარდაცვით ალბათ და დანარჩენი სავარაუდოდ იგივე დარჩებოდა.
Nika_Kvrivishvili : ნახევარდაცვა;15 დაცვა:9 და პასს 7 .

ფორვარდისთვის (თავდასხმა 7, დანარჩენი 4)
_zura_ : 14/9+ თავდასხმა პასი
iraklinio: 12 თავდასხმა 9 პასი-ფლანგი
Nika_Kvrivishvili : 13 თავდასხმით 12 ფლანგით და 9 პასით. დეფორის შემთხვევაში 12 თავდასხმით 11 ნახვეარდაცვით და 8 პასით.

გარემარბისთვის (ფლანგი 7, დანარჩენი 4)
_zura_ : 12/12 ფლანგი/ნახ.დაცვა
iraklinio: 13 ფლანგი 10 ნახევარდაცვა და რასაც მოასწრებს შემდეგ პასი
Nika_Kvrivishvili : 13 ფლანგი, 11 ნახევარდაცვა, 6 დაცვა, 7 თავდასხმა.

ცენტრბექისთვის (დაცვა 7, დანარჩენი 4)
_zura_ : 12/12 დაცვა/ნახ.დაცვა
iraklinio: 12 დაცვა 12 ნახევარდაცვა
Nika_Kvrivishvili : ცენტრალური მცველებისთვის 13 დაცვა, 11 ნახევარდაცვა.

ვინგბექისთვის (დაცვა7, დანარჩენი 4)
_zura_ : 12/11+ დაცვა/ფლანგი
iraklinio: 13 დაცვა და 11 ფლანგი 12-12ზეც შეიძლება
Nika_Kvrivishvili : ვინგბექისთვის 13 დაცვა 12 ფლანგი

მეკარისთვის (მეკარეობა 7, დაცვა 3, სტანდარტი 1.)
_zura_ : 15/5+/13+ მეკარეობა/დაცვა/სტანდარტი
iraklinio: 15 მეკარეობა 10 დაცვა
Nika_Kvrivishvili : მეკარეეება 17 მეკარეობა დაცვა 6 და სტანდარტულები სადამდეც მოასწრებს.

დიდი მადლობა კანდიდატებს, რომ არ დაგვზარდნენ და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცეს. თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, შეგიძლიათ დაუსვათ სასურველ კანდიდატს ფორუმზე შემდეგ თემაში -> (17020655.1)

2016-09-27 12:33:17, 2313 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=19763]

 
Server 070