We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

წინასამატჩო ინტერვიუ. საქაოთველო VS პოსტა-რიკა

როგორც იცით პარასკევს საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსტა რიკას დაუპირისპირდება. გთავაზობთ ინტეოვიუს საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელთან

1.როგორ არის გუნდი მომზადებული მატჩისათვის?

1. გუნდში ზოგადად კარგად ნავარჯიშები ფეხბურთელებით გვყავს დაკომპლექტებული და სხვა მხრივ ჯგუფში არავის არ ჩამოვრჩებით, თუ არ აღვემატებით. თუმცა არის გარკვეული პრობლემებიც, რისი გამოსწორებაც კარგი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეც არ არის დამოკიდებული.

2.როგორ შეაფასებდით მოწინააღმდეგეს და რამდენად დიდია გამარჯვების შანსი?

2. მოწინააღმდეგე საშუალო დონის გუნდად ითვლება, რომელსაც ყველასათვის შეუძლია სიურპრიზების შეთავაზება, მაგრამ ამ მატჩში ფავორიტად ჩვენი ნაკრები უნდა მივიჩნიოთ.

3.არის გუნდში რაიმე დანაკლისი, თუ არან ტრავმირნბული ფეხბურთელები რომლებიც ვერ ითამაშებენ?

3. დაწყებული პირველი ტურიდან, გუნდის შეტევით ხაზში სერიოზული დანაკლისი გვაქვს, რადგან ქრონიკულმა ტრავმებმა გატანჯა და შესაბამისად ამ ეტაპზე უფორმოდ არის ჩვენი გუნდის მთავარი ტექნიკური დეფორი. ამ მხრივ საკვალიფიკაციოს დასაწყისს ასევე ცუდი ფორმით შეხვდა მეორე ყველაზე რეალური კანდიდატიც და საბოლოოდ ამ პოზიციაზე ისეთი ფეხბურთელების გამოძახება მოგვიხდა ვისაც ჯერ არ ვუპირებდით ნაკრებში აყვანას.

ამ ტურის შემადგენლობას და ფეხბურთელების მდგომარეობას რაც შეეხება, მაგაზე საუბარი მხოლოდ ვარჯიშის განახლების შემდეგ არის შესაძლებელი, როდესაც სრულად გვეცოდინება ფორმების მხრივ არსებული სიტუაცია.

4.და ბოლოს თქვენი პროგნოზი

4. პროგნოზებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა მოსალოდნელია ჩვენი უპირატესობა და უკან დასახევი გზებიც მოჭრილი გვაქვს. ასე რომ გამარჯვებას ველით ამ თამაშში და იმედია იღბალიც არ გვიმტყუნებს.





2017-03-01 17:53:23, 1450 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20007]

 
Server 070