We use cookies - they help us provide you with a better online experience.
By using our website you accept that we may store and access cookies on your device.

Pedro 'Apache' Zurita (6993859)

საუკეთესო გოლეადორი ჰეთთრიქის ისტორიაში !

გაიცანით არგენტიელი ლეგენდა Pedro 'Apache' Zurita (6993859). თუ წაგიკითხავთ ფორუმზე მის შესახებ (17184084.11), თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ იგი არის ჰეთთრიქის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი.

პედრო იყო პირველი , ვინც კარიერაში 400 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ იგი არ გაჩერებულა, საკუთარი რეკორდი 500 გოლამდე, შემდეგ 600, 700, 800, 900 და ეხლა უკვე 1000 გოლამდე გაზარდა. სტატიის გამოქვეყნების მომეტისთვის მის ანგარიშზე 1017 გოლი ირიცხება. აპაჩი ასევე რეკორდსმენია ეროვნული ნაკრების მაისურით ჩატარებული მატჩების რაოდენობით (222) და გამოცდილებით (68 ან ღვთაებრივი+48) !

მის კარიერაში იყო ერთი ძალიან უიღბლო მომენტი, როდესაც სერიოზულად დაშავდა დივიზიონის მატჩში, თუმცა მისმა მენეჯერმა გადაწვიტა მისი მწვრთნელად გადაყვანა და პედროს ტრავმა სასწაულებრივად განიკურნა.

აპაჩის დამსახურებით ჰეთთრიქს მალე დაემატება ახალი მიღწევა, "1000 გოლის რეკორდი!". ეს მიღწევა მომავალში ყველა ფეხბურთელის ჩაეთვლება. შესაბამისად პედრო იქნება ამ ახალი მიღწევის პირველი მფლობელი.

მოდით ვნახოთ ვინ მოყვება კუდში პედროს. ესენი არიან Raymond Elias (289626988) და Sergiy 'Chubagol' Chubenko (21194777), შესაბამისად 908 და 804 გოლით. სამწუხაროდ უკანასკნელი ტრავმირებულია და ვეღარასდროს დაბრუნდება მოედანზე. ამიტომ დიდ იმედებს ვამყარებთ რეიმონდზე, რათა იგი გახდეს მეორე ფეხბურთელი ჰეთთრიქის ისტორიაში, ვინც 1000 გოლიან რეკორდს გაიმეორებს.

ჰეთთრიქების რაოდენობით პერდო მეორე პოზიციაზეა(127), პირველ ადგილს კი რეიმონდი იკავებს 156 ჰეთთრიქით. Amar 'Nooruk' Atwal (90550531) და Gerardo Romão (182563032) არიან აპაჩის შემდეგ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელები, თუმცა ორივე მათგანი სამუდამოდ დაემშვიდობა ფეხბურთელის კარიერას.

შეძლებს პედრო სამივე კომპონენტში საუკეთესო გახდეს? ჯერ ყველაფერი წინაა აპაჩი ! შენ გაცილებით მეტი შეგიძლია. ახალგაზრდული ნაკრების რიგებში 28 ჩატარებულ მატჩში მან ვერ შეძლო მომბარდირების ათეულში შესვლა, სადაც პირველ 3 ადგილს ინაწილებენ Bilashi Kyobe (418671716) (63 გოლი), Eric Boafo (390644118) (61 გოლი) და Hứa Văn Tuyên (258541206) (61 გოლი)

ვუსურვოთ პედროს დიდხანს სიცოცხლე და შემდეგი უნიკალური რეკორდების დამყარება.

სტატიის ორიგინალი ინგლისურ ენაზე -> (https://devblog.hattrick.org/2018/07/the-josef-bican-of-hattrick/)

განხილვა ფორუმზე -> (17199923.1)

2018-07-31 15:38:45, 520 views

Link directly to this article (HT-ML, for the forum): [ArticleID=20676]

 
Server 071